x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მაქსიმუმი გავაკეთე - სისტემა იძულებული გახდა გარდაცვალების ფაქტი დაედასტურებინა"- ნახეთ, რა განცხადებას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ამ საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ დეტალს ასაჯაროებს. კილაძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულება ინფორმაციას მალავს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აშინებს, რის გამოც ისინი "მთავარი" არხისთვის ინტერვიუს მიცემაზე კატეგორიულ უარს აცხდებენ: "მაქსიმუმი გავაკეთე - გარდაცვლილ პატიმარზე და ციხეებში კოვიდ პანდემიაზე ინფორმაცია მოვიპოვე და გავავრცელე ! სისტემა იძულებული გახდა გარდაცვალების ფაქტი დაედასტურებინა-ოღონდ გარდაცვლილი უკვე იმ დღეს გათავისუფლებული იყოო ! თუ პატიმრის ოჯახი ისეა შეშინებული რომ საკითხის პოლიტიზირება არ სურს (ვინ მოითხოვა) და ამ მოტივით მთავარ არხს ინტერვიუს ვერ(არ) მისცემს, სხვა ვერაფრით დავეხმარები ! პროფესიული ვალი უკვე მოვიხადე ! სიმართლის დასადგენად კი ერთად ბრძოლაა საჭირო !!!"- დაწერა კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.









0
410
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
410