თუ აქამდე რუსი სამხედროები დიდ გულზე იყვნენ სირიაში ამერიკელებთან მიმართებაში, მას შემდეგ რაც ამერიკელებმა სირიაში "M2 Bradley"-ს გამოყენება დაიწყეს რუსები ახლოსაც არ ეკარებიან
6 იანვარი, 17:22
გახსოვთ ალბათ სირიის არაბულ რესპუბლიკაში მომხდარი კონფლიქტი რუს და ამერიკელ სამხედროებს შორის, როცა რუსულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა ამერიკული დაჯავშნული მანქანებისაგან შემდგარი ჯგუფის დევნა განახორციელა და ერთ მომენტში დაეჯახა კიდეც რუსული ჯავშანტრანსპორტიორი ამერიკულ დაჯავშნულ მანქანას. რუს და ამერიკელ ოფიცრებს შორის მაშინ საკმაოდ მკვახე საუბარიც შედგა. მას შემდეგ ამერიკელებმა სტრატეგია შეცვალეს და სირიის ტერიტორიაზე მყოფი ამერიკელი სამხედროებისათვის ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორები "M2 Bradley" ჩაიყვანეს, რამაც მალევე მოახდინა ძალების დაბალანსება. თუ აქამდე რუსები ასე თუ ისე ავიწროვებდნენ ამერიკელებს საკუთარი ჯავშანტრანსპორტიორებით, ახლა უკვე ერიდებიან ამერიკულ მუხლუხოებიან ჯავშანტრანსპორტიორს, რომელიც სულაც არაა "მარტივად მოსანელებელი ლუკმა", თან ამერიკელები რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორისგან შემდგარი ჯგუფით ახდენენ გადაადგილებას. ამერიკელები ჯავშანტრანსპორტიორებზე აღმართული ალმებით იმ ტერიტორიებზეც, გადაადგილდებიან უკვე, სადაც ადრე მათ რუსები ასე ვთქვათ "ცხვირს არ აყოფინებდნენ".