x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიმ კარდაშიანი ქმარს ეყრება-მან უკვე მოიხსნა 1,3 მილიონ დოლარად ღირებული ბეჭედი
imageკიმ კარდაშიანმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც 1, 3 მილიონი დოლარის ღირებულების ნიშნობის ბეჭდის გარეშე არის აღბეჭდილი, ეს მოხდა ორი კვირით ადრე, სანამ გავრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი ქორწინება კანიე უესტთან დასრულდა.


40 წლის ვარსკვლავი ბრილიანტის ბეჭდის გარეშე დარჩა, ეს ფაქტი მან დაადასტურა საშობაო არდადეგების დროს "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ კადრებში, პარალელურად ამ ფოტოს ფონზე, კარდაშიანმა აიყვანა 52 წლის ადვოკატი ლორა ვასერი, რომელიც გაყრის საკითხებს მოაგვარებს.


რამდენიმე წყარომ კიმის და კანიეს განქორწინებას "გარდაუვალი" უწოდა.

image


ბოლო კვირების განმავლობაში ვარსკვლავი რამდენჯერმე დააფიქსირეს Lorraine Schwartz -ის 15 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდის გარეშე, მათ შორის ოჯახთან ერთად შობის დღესასწაულის დროს.

image

რეპერი კენი უესტი და კიმ კარდაშიანი 2014 დაქორწინდნენ, მანამდე ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, წყვილს ჰყავს 4 შვილი, აქედან მესამე და მეოთხე სუროგატი დედისგან დაიბადა.

image

1
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
2021, 7 იანვარი, 3:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1