x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სელმა ჰაიეკის საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა საახალწლო ფოტოებმა სოცქსელი ააფეთქა

image


ჰოლივუდის ერთ - ერთმა ულამაზესმა მსახიობმა თაყვანისმცემლები "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული თამამი, საახალწლო ფოტოებით აღაფრთოვანა. ეგზოტიკურ კურორტზე მყოფმა სელებრითმა საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოთი ყველა შოკში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ სელმა ჰაიეკმა 50 წელს უკვე დიდი ხანია რაც გადააბიჯა, ის უბრალოდ გამაოგნებლად გამოიყურება, თუმცა ზოგიერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა ვარსკვლავი არც მეტი, არც ნაკლები ფოტოშოპის გამოყენებაში ამხილა.


image


მას შემდეგ რაც კინომსახიობის თაყვანისმცემლებმა "ინსტაგრამზე" მისი საახალწლო ფოტოსესია იხილეს, სელმა ჰაიეკი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს, დასასვენებლად მყოფი 54 წლის ლამაზმანი მართლაც რომ საოცრად გამოიყურება, ყავისფერი საცურაო კოსტიუმი კი ჰოლივუდის მსახიობის სხეულის ყველა ღირსებას იდეალურად უსვამს ხაზს.


image


ამ ფოტოს გამოქვეყნებამდე კი ერთი დღით ადრე, იისფერ ბიკინიში გამოწყობილმა ვარსკვლავმა მილიონობით გამომწერი კიდევ ერთი, შთამბეჭდავი ფოტოთი აღაფრთოვანა.

image


თაყვანისმცემლები მექსიკელი ლამაზმანის მისამართით სოციალურ ქსელში კომპლიმენტებსა და თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ, უნდა ვაღიაროთ რომ ამ ასაკშიც კინოვარსკვლავი შესანიშნავად ახერხებს იდეალური ფორმების შენარჩუნებას.


image


ზღვა კომპლიმენტების მიუხედავად, "ინსტაგრამზე" ვარსკვლავის 16, 9 მილიონ გამომწერს შორის იყვნენ ისეთი დაკვირვებულებიც, რომლებმაც სელებრითის ფოტოს ფონზე ჰორიზონტის გამრუდება შენიშნეს და მსახიობი ფოტოშოპის გამოყენებაში ამხილეს.

image


თუმცა როგორც არ უნდა იყოს, შეუძლებელია სელმას სილამაზე და იდეალური ფორმები არ აღიარო, კინოვარსკვლავი მილიონობით თაყვანისმცემლისთვის კვლავაც რჩება ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ და ქალურობის უპირობო ეტალონად.



image





0
515
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
515