x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პორტუგალიელი მედდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან 48 საათში გარდაიცვალა
image
პორტუგალიის ონკოლოგიის ინსტიტუტის პედიატრიულ განყოფილებაში 41 წლის ასისტენტი მოულოდნელად გარდაიცვალა Pfizer– ის ვაქცინის გაკეთებიდან 48 საათში. ნათესავებისა და კოლეგების თქმით, მას არ აწუხებს ქრონიკული დაავადებები და გართულებების გარეშე აიკეთა პირველი ორი ვაქცინა.


სონია ასევედოს(Sonia Acevedo) გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.


ქირურგის ასისტენტი, 41 წლის მედდა სონია ასევედო, მოულოდნელად გარდაიცვალა საკუთარ სახლში ახალი წლის შემდეგ, Covid– ის საწინაარმდეგო ვაქცინა Pfizer-ის მიღებიდან 48 საათში. ქალის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებულია კვლევა. ორი შვილის დედა, სონია ასევიდო, პორტუგალიის ონკოლოგიის ინსტიტუტის პედაგოგიურ განყოფილებაში მუშაობდა, თვითმხილველთა თქმით, ვაქცინისგან არავითარი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენია.

image


”ნორმალურად გრძნობდა თავს, ” - განუცხადა პორტუგალიელ ჟურნალისტებს გარდაცვლილის მამამ აბილიო ასევიდომ,

”მას ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. მინდა პასუხი მივიღო, რამ გამოიწვია ჩემი ქალიშვილის სიკვდილი. ”-განაცხადა მან.

ჩვენ ვადასტურებთ 2021 წლის 1 იანვარს საოპერაციო მედდის მოულოდნელ გარდაცვალებას. სონია ასევედო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ინსტიტუტში. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მის ოჯახს და მეგობრებს", - ნათქვამია ინსტიტუტის ოფიციალურ განცხადებაში. ინსტიტუტმა ასევე განაცხადა, რომ ”სიკვდილის მიზეზები დადგინდება სტანდარტული პროცედურების დროს, რომელიც ასეთი შემთხვევებისთვის არის გათვალისწინებული”.


დღეისთვის მთელს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით(ნახე რეიტინგი) აცრილია 12 მილიონზე მეტი ადამიანი, პორტუგალიაში 4 იანვრის მონაცემებით აიცრა 30 000 ადამიანი.

0
224
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0