x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გვარამია ორჯერ ჩაფლავდა… ეკრანი არ მეღირსებოდა... კიდევ რა გაინტერესებთ, “ბლინ” – ია ფარულავა
image


29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს კომედი ჯგუფი ტოვებს. როგორც ჩანს „რუსთავი 2“-ის მაყურებელს გაუჩნდა ეჭვი რა ბედი ეწეოდა გადაცემა „ფარულ კონვერტს“, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში ყოველ ორშაბათს 22:00-ზე გადის და ია ფარულავას მიჰყვას.


გადაცემის წამყვანმა კი სოციალურ ქსელში მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ „ფარული კონვერტი“ ისევ რჩება და უცვველი დროით და უცვლელი ეთერიდან წაიყვანს გადაცემას.

ია ფარულავა როგორც ჩანს კითხვებით შეაწუხეს და ის სოციალურ ქსელში წერს:


.

„გადაცემა ფარული კონვერტი გაგრძელდება ისევ ორშაბათს ისევ 10 საათზე მიუხედავად იმისა რომ ძალიან სარისკო და რთული ზონაა. დიდი მადლობა ჩემს გუნდს ერთგულებისთვის და სტაბილურობისთვის. ეკა ქეთი ავთო ნათია თეო.

.

გადაცემა ფარული კონვერტი თავის დროზე არ გადავიდა მთავარზე და არც ახლა გადავა ფორმულაზე. არც არავის უთხოვია და არც არავის დაუძალებია . დიდი მადლობა ამისთვისთვის.

,

გადაცემა ფარული კონვერტი დაიბადა ვანო ჯავახიშვილის ხელში. მან იბრძოლა რომ ია ფარულავას ქონოდა გადაცემა რუსთავი 2 ზე და კბილებით გაიტანა თავისი მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა (ვინ, რატომ, რისთვის და როგორ…ამას აღარ ააქვს მნისვნელობა) დიდი მადლობა ვანო ამისთვის“.

.

ფარულავას სტატუსს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და კომენატრებში დაწერა:

„ია, მე ვიჯექი იმ თათბირზე ნიკამ რომ თქვა, ია ძალიან ეფექტური იქნება წამყვანადო და ნიკას იდეად მახსოვს. ვგიჟდები ვანოზე მაგრამ სიმართლე ასე იყო და არავინ წინააღმდეგი არ ყოფილა. პირიქით, ყველამ თქვა რომ გადაცემას რეიტინგი ექნებოდა. კულუარებში თუ რამე ხდებოდა არ ვიცი”

.

ჟორჟოლიანის კომენატრს კი ფარულავა ასე პასუხობს:


„დიდი მადლობა ნანუკა … მიხარია და ეს მართლაც ასე იყო …. თუმცა იყვენენ, იყვნენ, სხვები….

.

ნიკა გვარამიას ორჯერ ჰქონდა მცდელობა რომ გადაცემა დაეწყო ჩემთან ერთად და მაგრამ სულ ფლავდებოდა პირველი იყო მე და ლელა წურწუმია მეორე იყო მე და მარინა ბერიძე….არ ვიცი რატომ ვერ გამოცხვა არცერთი გადაცემა … რომ არა ვანო მე ეკრანი არ მეღირსებოდა.“

“კიდევ რა გაინტერესებთ, ბლინ” – წერს ბოლოს ია ფარულავა.

0
750
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0