x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რომელს გასინჯავდით?! - 27 კერძი, რომელიც ესთეტიკურობით ვერ დაიკვეხნის
image


1.თინუსის თვალის ბურთები - იაპონია


image


კერძს აქვს რვაფეხას (ოსმინოგის), ან კალმარის გემო, თუმცა, როგორ ფიქრობთ, ღირს გასინჯვა?




2.მთვრალი კრევეტები - ჩინეთი



image



კრევეტებს ჩინეთში ცოცხლად მიირთმევენ. ისინი ძლიერ ალკოჰოლურ სასმელში, ბაიჯიუში ცურაობენ. გურმანები ცოცხალ კრევეტებს ჯერ თავს აჭრიან, აწყვეტენ და მერე ჭამენ მის სხეულს.




3.კასუ მარზუ ("ლარვის ყველი") - იტალია




image



"ლარვის ყველი" ესაა ტრადიციული სარდინიული კერძი, რომელიც შეიცავს ცხვრის ყველსა და ცოცხალი მწერების ლარვებს. ხედავთ, როგორ ხტუნაობენ პაწაწუნა ლავრები, რომლებიც აძლიერებენ კერძის არომატს. ზოგი ლავრებს მაცივარში, კერძის მირთმევამდე კლავს, ხოლო სხვები ცოცხლად მიირთმევენ.






4.ქათმის ბრჭყალებიანი თათები -

აზია, კარიბის აუზი, სამხრეთ ამერიკა და სამხრეთ აფრიკა



image


5.ხაგისსი - შოტლანდია



image



ესაა კუპატის მსგავსი კერძი. ცხვრის გულისაგან, ღვიძლისა და ფილტვებისაგან ამზადებენ ფარშს, უმატებენ ხახვს, შვრიის ფანტელებს, სალას (ღორის ქონს), აყრიან მარილსა და სანელებლებს. შემდგომ ამ მასას, გამზადებულ ფარშს, რომელიც ჰგავს კუჭმაჭს, შიგთავსის სახით ათავსებენ ცხოველის (ცხვრის) კუჭში.





6.ტრიპა- მთელ მსოფლიოში


image



ესაა სხვადასხვა ცხოველის კუჭის ლორწოვანი გარსი. გამოიყურება, როგორც ზღვის მცენარეების უცნაური სახეობა და არც ისე მადისამღვძრელი წელვადი, რეზინისებრი ტექსტურაა.




7.ჰაკარლი - ირლანდია



image



ესაა გრენლანდიის, ან გიგანტური ზვიგენის დამპალი, გამომშრალი ხორცი, დამზადებული სპეციალური წესებით. ხორცს კაპავენ ქვებით და მარხავენ მიწაში, მცირედ ამოჭრილ ორმოში. ამის მერე მას კიდებენ სიმაღლეზე, რათა კარგად გაშრეს. კერძს ამიაკის მსგავსი, აუტანელი სუნი აქვს.







8.ხაში - ახლო აღმოსავლეთი,

აღმოსავლეთ ევროპა და თურქეთი



image


საკმაოდ ამაზრზენი კერძია, რომელიც მზადდება ჩაშუშული ძროხის ფეხებისა და თავისაგან და ბევრ ქვეყანაში მიიჩნევა დელიკატესად. შეგიძლიათ, დააგემოვნოთ, თუ, რა თქმა უნდა, საქონლის მოცინარი, დაღრეჯილი თავის ქალა და მისი ცივი, მკვდარი თვალების მზერა არ შეგაწუხებთ.




9.სიურსტრემმინგი - შვედეთი

image


ბალტიის ზღვის ქაშაყი დამწნილებულია, დადუღებულია დიდი ოდენობის მარილის შემცველობით, რათა არ გაიხრწნას. კონსერვირებული ქაშაყის მოხსნა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში, რადგან აქვს ძალიან მძაფრი, უსიამოვნო სუნი.





10.ასწლიანი კვერცხები - ჩინეთი


image






11.შიოკარა - იაპონია



image


კერძი მზადდება უმი თევზის ნაჭრებისაგან და წვნიანის სახითაა მოცემული.






12.ვოსპების კრეკერები - იაპონია


image


ესაა ვოსპებით, ჭიანჭველებით სავსე ორცხობილაა.






13.სისხლის ძეხვი - ამერიკა, აფრიკა, აზია, ევროპა


image


გაყინულ სისხლს ავსებენ სხვადასხვა ინგრედიენტით: წიწიბურით, ბეკონითა და სანელებლებით და ეს ყველაფერი ღორის ნაწლავშია მოთავსებული.






14.შემწვარი, შეხრაკული ობობები - კამბოჯა, აზიის ქვეყნები



image


ჯერ ობობებს ანელებენ, კაზმავენ ძმარში, შაქარსა და მარილში, მერე ზეთში წვავენ. ობობები მთლიანადაა შემწვარი, ანუ გამოუშიგნავად, მას იქვე აქვს თავისი შიგანი, კვერცხები და ექსკრემენტები.




15.ესკამოლი - მექსიკა




image



"მწერების ხიზილალა" მზადდება ხოჭოს ლავრებისა და ჭიანჭველების ჭუპრებისაგან. აღიარებულია დელიკატესად, რომელის ხაჭოს კონსტიტენციისა და აქვს ზეთოვანი, კაკლის გემო.






16.ბეონდეგები - სამხრეთ კორეა



image


ესაა მოხარშული და მერე მსუბუქად შემწვარი აბრეშუმის ჭიები. კორეაში გავრცელებული საკვებია, რომელსაც ქუჩაში ყიდიან.


17.საგოს ლავრები - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია



image


საკვებ საგოს ლავრებს, როგორც ამბობენ, ნაღების გემო აქვს და ნედლი სახით მოგაგონებთ ბეკონს მომზადების შემდგომ.






18.მოპანის მატლები - სამხრეთ აფრიკა



image


ესაა დიდი, ცხიმიანი, წვნიანი ჭია, რომელზეც ამბობენ, რომ სავსეა ხორცით.







19.მარმიტი (ვეგემიტი) - დიდი ბრიტანეთი,

ახალი ზელანდია და ავსტრალია



image




ესაა ლუდის ნარჩენი სქელი ყავისფერი სითხე, წებოვანი პასტა მარილის გემოთი გაჯერებული, რომელსაც ჩვეულებრივ სადღეგრძელოს დროს იყენებენ, ან ყველთან ერთად მიირთმევენ.



20.ჩიტის ნერწყვის წვნიანი (სუპი) -

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია




image





21.ფუგუ - იაპონია



image


თევზ ფუგუს დელიკატესი შეიძლება, მომაკვდინებელი იყოს, თუ სწორად არ გასუფთავდა იგი და შესაბამისად არ მომზადდა. პუფერული თევზი ძალიან შხამიანია. ამიტომაც მისი მომზადების უფლება აქვს გამოცდილ კულინარებს.






22.ნედლი, უმი ცხენის ხორცი - იაპონია



image


მას უპირატესობას ანიჭებენ დაბალკალორიულობის, ნაკლები ცხიმის გამო.






23.ზღვის გოჭი - სამხრეთ ამერიკა



image


მას წვავენ, ან აცხობენ. ცუდი ისაა, რომ მას გამოუშიგნავად ამზადებენ, თავის კბილებიანად და თავიანად. აქვს კურდღლის გემო.






24.ბალუტი - ფილიპინები






image



იხვის ჩანასახს, ემბრიონს ნაჭუჭში ცოცხლად ხარშავენ. ამაზრზენად ჟღერს და საშინლად უგემურად გამოიყურება. ამასთანავე, ეს ჩვეულებრივი ქუჩის კერძია, რომელსაც ლუდთან ერთად მიირთმევენ.






25.დრაკონი სურვილის ალში - ჩინეთი


image

ესაა შემწვარი იაკის პენისი.




26.კობრას გული - ვიეტნამი


image



მიმტანები თქვენს თვალწინ აჭრიან თავს კობრას და მისი ჯერ კიდევ მფეთქავი გულს დებენ ჭიქაში და მისგან სისხლს წურავენ.






27.ცოცხალი ოსმინოგი (რვაფეხა) - აზია


image

რვაფეხას განსაკუთრებული ჯიში მზადდება სოუსში ჯერ კიდევ ცოცხალი სახით. ამიტომაც ღეჭვისას ისინი ჯერ კიდევ აგრძელებენ პირში ტკაცუნს, ხტუნვას.

3
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
436
  
2021, 16 იანვარი, 1:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 6 იანვარი, 14:58
:) გასაღიზიანებელი არაფერია, ეს ნათარგმნი სტატიაა და თუ ასე უკირკიტებთ ყველა სტატიასა და სიტყვას, იმასაც უნდა დააკვირდეთ, რომ საქართველო არსადაა ნახსენები: '"ხაში - ახლო აღმოსავლეთი, აღმოსავლეთ ევროპა და თურქეთი". კარგად შეხედეთ სათაურსა და ტექსტს და უფრო "კორექტულ" დასკვნებსაც გამოიტანთ..:). . და საერთოდაც, კარგი იქნება, თუ თქვენს დაწერილ სტატიებსაც ვიხილავთ, რომ ჩვენც შევაფასოთ. :)
2021, 5 იანვარი, 23:00
xashze cota koreqtulad ra???? tavad tu ar ginaxavt gaikitxet mainc vis aqvs nanaxi tqvens garshemo xashshi saqonlis dachyetili tvalebi
0 1 3