x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
8 სასტიკი ხრიკი, რომლებიც რეჟისორებმა გამოიყენეს მსახიობების შესაშინებლად და ასატირებლად

1. “ჩიტები" 1963- ალფრედ ჰიჩკოკი მსახიობ ტიპი ჰედრენს ფრინველებს ესროდა და ამცირებდა.- ჰიჩკოკი უბრალოდ შეპყრობილი იყო ჰედრენით და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქალს რეალური ემოციები გამოეხატა. ფილმის გადაღებისას ის თანაშემწეებს აიძულებდა ქალისთვის ყვავები და მტრედები ესროლათ, რათა ისტერიკა გამოეწვია. ბუნებრივია ფრინველებმ მსახიობს სახზე და ტანზე ნაკაწრები და ნაკბენები დაუტოვეს, და რა თქმა უნდა, თეთრი ლაქებიც.

ეს სასტიკი, საზიზღარი და შეუბრალებელი იყო" წერდა თავის მემუარებში ჰედრენი. მსახიობმა ასევე აღიარა, რომ ჰიჩკოკი მას სექსუალურადაც ავიწროვებდა.

image


2." სკიპი" 1931-რეჟისორი ნორმან ტაუროგი ამ პატარა ბიჭუნას ძაღლის მოკვლით ემუქრებოდა.-

ფილმის გადაღებების პროცესში ტაურგი პატარა მსახიობს ჯეკი კუპერს ძაღლის მოკვლით ემუქრებოდა თუკი სცენაში ნამდვილად არ იტირებდა. ნორმანმა თანაშემწეს ბიჭუნას ძაღლი სტუდიაში შემოაყვანინა და თავი მოაჩვენა, თითქოს მართლა ესროდა. იმ დროს კუპერი მხოლოდ 9 წლის იყო, თუმცა ეს შემთხვევა დაამახსოვრდა, მან თავისი ავტობიოგრაფიაც გამოუშვა სახელწოდებით “გთხოვთ, არ ესროლოთ ჩემს ძაღლს".image


3. “ნათება" 1980- სტენლი კუბრიკი ამცირებდა შელი დიუვალს და ისტერიკამდე მიჰყავდა.- ის ფაქტი, რომ კუბრიკი განსაკუთრებით მკაცრი შელი დიუვალთან იყო ყველასთვის ცნობილი ფაქტია. კუბრიკმა სცენა, სადაც ცოლი შეშლილი ქმრისგან თავდაცვას ბიტით ცდილობს 127 ჯერ გადაიღო, იმისათვის, რომ მსახიობი მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში ჰყოლოდა, მან მთელ გადამღებ ჯგუფს უბრძანა მისი დამცირება. ნერვიულობისგან მსახიობს თმის ცვენაც კი დაეწყო.image


4. “კესი" 1969- რეჟისორი კენ ლოუჩი პატარა მსახიობს ძაღლებს უქსევდა.- დევიდ ბრედლი სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც ფილმში “კესი" თამაშობდა. დევიდმა მოყვა, რომ რეჟისორი ერთ-ერთ სცენაში მას ძაღლსაც კი უქსევდა ნამდვილი ემოციები რომ გამოეხატა. სხვა სცენაში კი მას და სხვა ბიჭებს ხელებზე ნამდვილ ჯოხსაც კი ურტყამდნენ ტკივილის გრძნობა რომ აღბეჭდვოდათ სახეზე.image

5. “The Blair Witch Project "- მსახიობები რეალურად იყვნენ შეშინებულები- მსახიობები ტყეში შეუშვეს ისე, რომ სცენარიც არ მისცეს. შეშინებულები, გაყინულები და მშიერები დადიოდნენ ტყეში აბნეულები და კამერითაც თვითონ იღებდნენ, ასე რომ, ფილმში ყველა ემოცია ნამდვილია.image

6. “კანიბალების ჯოჯოხეთი" 1980, რეჟისორი რუჯერო დეოდატო მსახიობების შესაშინებლად გადასაღებ მოედანზე ცხოველებს კლავდა- მსახიობებმა რეჟისორი ნამდვილ სადისტად შერაცხეს, ის გადასაღებ მოედანზე ცხოველებს კლავდა, მსახიობებს რისკის ქვეშ აგდებდა და ამით სიამოვნებასაც იღებდა. შედეგად რეჟისორი დააჯარიმეს ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის გამო, ფილმი კი ბევრ ქვეყანაში აკრძალული იყო.image



7. “დრაკულა "1992, ფრენსის ფორდ კოპოლა ვაინონა რაიდერს უყვიროდა და ლანძღავდა- გადაღებების დროს ვაინონა რაიდერი ვერ ტიროდა. რეჟისორმა დასახმარებლად კიანუ რივზს მიმართა. უცნობია რა რჩევა მისცა რივზმა რეჟისორს, მაგრამ შემდეგ წამს კოპოლამ ყვირილი დაიწყო “შე ძუკნა, შეხედე რას ჰგავხარ", ეს შეურაცხყოფა მანამდე გაგრძელდა, სანამ რაიდერმა რეალურად არ იტირა. image

8. “უცხო" 1979- მსახიობები ისე შეაშინეს, რომ ზოგს გულიც წაუვიდა- არც ერთმა მსახიობმა არ იცოდა, თუ რა მოხდებოდა, როდესაც უცხო ჯონ ჰერტის მკერდიდან ამოხტებოდა, ამის შესახებ მხოლოდ რიდლი სკოტისთვის იყო ცნობილი. როდესაც უცხოს თავი გამოჩნდა მხოლოდ ცოტა სისცლი ეცხო, შემდეგ კი ის ნამდვილად აფეთქდა და ნაწლავები და სისხლი გადმოუშვა. ვერონიკა კარტრაიტის ისტერიკა და ცრემლები ამ სცენაში ნამდვილია, მას გულიც კი წაუვიდა.image


0
183
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0