x
image
მანჩო 777
გლადიატორის ოფლი, თხის წამწამი და ხოჭოს წვენი: რას იყენებდნენ მამაკაცები ვიაგრის აღმოჩენამდე პოტენციის ასამაღლებლად?
ვიაგრა მხოლოდ XX საუკუნის დასასრულს აღმოაჩინეს, თუმცა მამაკაცებს ერექციის პრობლემა უხსოვარი დროიდან ჰქონდათ. ამ პრობლემის გადაჭრა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო, რადგან მამაკაცური უძლურება ყველა ეპოქაში დიდ სირცხვილად ითვლებოდა და ხშირად ხდებოდა ამა თუ იმ პიროვნების დაცინვის საგანი. ასე მაგალითად, შუა საუკუნეებში ქმართან განქორწინების უფლება ქალს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ მის უძლურებას დაამტკიცებდა.

მაინც როგორ ებრძოდნენ მამაკაცები ერექციულ დისფუნქციას ძველად?-სწორედ ამაზე გვექნება დღევანდელ პოსტში საუბარი.



image




ხოჭოები მამაკაცების სამსახურში



image


კანტარიდინი-ეს არის ბუნებრივი შხამი, რომელსაც გამოყოფს მწერების სახეობა-ეგრეთ წოდებული ესპანური ხოჭო (Lytta vesicatoria). ევროპაში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ხოჭოების ეს ჯიში ალბათ ნებისმიერ თქვენგანს ჰყავს ნანახი. მწერს იოლად ამოიცნობთ ბრინჯაოსფერი-მწვანე შეფერილობით და სხეულის მოგრძო ფორმით.

ისევე, როგორც ბევრი ბუნებრივი შხამი, კანტარიდინი საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა. კანთან კონტაქტის დროს ის იწვევს კანის სიწითლეს და გამონაყარს. სულ სხვა ეფექტი აქვს მას გადაყლაპვის დროს. კანტარიდინი აღიზიანებს შარდ-სასქესო სისტემას და ახდენს სისხლის მიწოდების ზრდას მცირე გავის მიდამოებში. ასე თუ ისე, ხოჭოების წვენი მაინც ახდენს სასურველი ეფექტის მიღწევას, მაგრამ საკითხავია, თუ რის ფასად? - პირველი, კანტარიდინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი, ამისათვის საკმარისია 40-80 მილიგრამი სუფთა ნივთიერების მიღება, თუმცა ამ მომწამლავი ნივთიერების ძალინ მცირე დოზით სისტემატურმა მიღებამაც შეიძლება მიგვიყვანოს გამოუსწორებელ შედეგამდე: შხამი სასტიკად ანადგურებს თირკმელებს და შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა ან ანთება. აზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და იწვევს კუჭის წყლულს, ასევე კანტარიდინს აქვს უნარი დააზიანოს ადამიანის ნერვული სისტემა და გამოიწვიოს დამბლა.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი თვისებებისა, კანტარიდინი ფართოდ გამოიყენებოდა აფროდიზიაკის როლში ძველი რომის იმპერიის დროიდან დაწყებული XX საუკუნის დასაწყისამდე. მას გამოიყენებდნენ ფხვნილის ან ნაყენის სახით. განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა "ვიაგრის" ეს შხამიანი წინაპარი მეფის რუსეთის არისტოკრატიულ წრეებში. ლეგენდის თანახმად, კანტარიდინის დიდი მოტრფიალე გახლდათ მარკიზ დე სადი. ნადიმის დროს ის ჩუმად ურევდა კერძებში ამ შხამს და ამ კერძებით გულითადად უმასპინძლდებოდა სტუმრებს, შემდეგ კი მათთან ერთად ორგიებით ტკბებოდა. აღსანიშნავია, რომ კანტარიდინს ეროტიკული ფუნქციის ასამაღლებლად მოიხმარდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალები.



თხის წამწამები


image


ჩინელებს ალბათ ვერავინ შეედრება უცნაურ და ეგზოტიკურ წეს-ჩვეულებებში. გასულ წელს ამაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით: ნორმალური ადამიანები ხომ არ მიირთმევენ ღამურებსა და ვირთხებს და შემდეგ არ ავაადდებიან მათგან უჩვეულო და საშინელი ბაქტერიებითა და ვირუსებით. თუმცა გასტრონომიული უცნაურობანი სულაც არაა ერთადერთი სფერო, სადაც ჩინელები უცნაურობას იჩენენ. სიყვარულის ხელოვნებაშიც არანაკლებ უცნაური და შოკისმომგვრელი აღმოჩენებით გაითქვეს მათ სახელი.

ისტორიკოსების ცნობით, XIII საუკუნიდან დაწყებული ჩინელები მამაკაცური ძალის აღსადგენად აქტიურად მოიხმარდნენ თხის წამწამებს, მაგრამ არა კვებითი დანამატის, არამედ სექსის დროს გამოყენებული აქსესუარის სახით.

ახლად დაკლულ ან ცოცხალ ცხოველს აჭრიან ქუთუთოს გარე ნაწილს, რომელზეც წამწამებია განლაგებული. მიიღება წრიული რგოლი, რომლის ბოლოზეც წვრილი, მაგრამ ხშირი თმებია. კანის ეს ნაწილი გამოჰყავთ მარილში და სხვა სპეციალურ დასაბალზამებელ ნივთიერებაში, ახმობენ და შემდეგ ყიდიან. მამაკაცი ვნებიანი ღამის წინ ამ რგოლს ალბობს წყალში. როდესაც რგოლი კარგად დალბება და ელასტიური გახდება, მას სასქესო ორგანოზე წამოიცვამენ. ამ შემთხვევაში თხის წამწამები ასრულებს იმავე როლს, რასაც თანამედროვე საერექციო რგოლები: არ აძლევს სისხლს სასქესო ორგანოდან გადინების საშუალებას, ზრდის ერექციას, ახანგრძლივებს კულმინაციურ მომენტს და ასტიმულირებს ქალის სხეულის მგრძნობიარე ნაწილებს.

ყველაზე საინტერესო და განსაცვიფრებელი არის ის, რომ ჩინური ონლაინ მაღაზიების გვერდებზე, როგორიცაა Alibaba და AliExpress, დღესაც აქტიურად იყიდება თხის წამწამები. ასცალიანი შეფუთვის ღირებულება დაახლოებით ას დოლარს შეადგენს.



ის, რომ ოფლი ყველაზე კარგი აფროდიზიაკია, ყოველთვის იცოდნენ


image


გადავინაცვლოთ ძველ რომში და საუბარი განვაგრძოთ ქალების აფროდიზიაკებზე. რა თქმა უნდა, ძველი რომის მთავარი გმირები და სუპერვარსკვლავები გლადიატორები იყვნენ. ისევე, როგორც დღევანდელ სუპერმოდელებსა თუ კინოვარსკვლავებს ჰყავთ თავიანთი ფანები, ყველა ცნობილ გლადიატორს გააჩნდა თაყვანისმცემელი ქალები და მამაკაცები, რომლებიც ოცნებობდნენ მათთან საწოლში ნებივრობაზე. თუმცა კარგად ვიცით, რომ სელებრითების ცხოვრება არაა იოლი, მით უმეტეს, თუ ძველ რომში გიწევს ცხოვრება. კოლიზეუმის მოედანზე მათ ლომების წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა, ლომის მოსაკლავად და სიცოცხლის გადასარჩენად კი ბევრი ვარჯიში და კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო და საერთოდ, გლადიატორების უმეტესი ნაწილი, რა თქმა უნდა, მონა იყო. მათთან სექსი კი მაღალი წრის ქალბატონებისთვის სირცხვილად ითვლებოდა. მაშინ როგორ იკმაყოფილებდნენ თავს სისხლიანი ბრძოლების მონაწილეების მოტრფიალენი, თუკი გლადიატირები მთელ დროს ლომებთან ან ერთმანეთთან ბრძოლასა და ვარჯიშში ატარებდნენ, დანარჩენ დროს კი საიმედოდ იყვნენ ჩაკეტილნი?

ყველაფერი ძალიან მარტივად ხდებოდა: ბანაობის წინ გლადიატორები მთელი სხეულიდან ჩამოიფხეკდნენ ოფლს, ჭუჭლს, სისხლსა და სხვა სიბინძურეს სპეციალური სამართებლის მეშვეობით. ამ მასას გულმოდგინედ აგროვებდბენ სპეციალურ ჭურჭელში, ხოლო ბრძოლის დაწყების წინ კოლიზეუმის წინ ჰყიდდნენ... და ვინ იყვნენ მყიდველები?-რაღა თქმა უნდა, დიდგვაროვანი ქალბატონები (თუმცა მყიდველთა შორის მამაკაცებიც გამოერეოდნენ ხოლმე ). ყველაზე ხშირად ქალები ამ გამონაყოფს კოსმეტიკის მაგივრად იყენებდნენ, თუმცა ის ასევე გამოიყენებოდა, როგორც აფროდიზიაკი. ოფლსა და სისხლს აზავებდნენ ღვინოში და სვამდნენ სექსუალური აქტის წინ. ითვლებოდა, რომ რაც უფრო ძლიერი და მამაცი იყო მებრძოლი, მით უფრო მეტი ეფექტი მიიღწეოდა მისი სხეულის გამონაყოფების მიღებით. ალბათ თქვენც ჩემსავით ზიზღი მოგგვარათ ამ უჩვეულო პროცედურამ, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერული თვალსაზრისით ეს არც თუ ისე უაზრო პროცედურა იყო, რადგან ითვლება, რომ ოფლი-ყველაზე კარგი აფროდიზიაკია.

იყენებდნენ თუ არა გლადიატორების ოფლს მამაკაცები?- ისტიორიული წყაროები ამბოიბენ, რომ ეს სრულიად შესაძლებელია, თუმცა მამაკაცებს თავისი უცნურობებიც საკმარისად ჰქონდათ. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ძველ რომში ზრდასრული მამაკაცები ახალგაზრდა, ქალწული ჭაბუკების თესლს სვამდენ იმისათვის, რომ ახალგაზრდობა დაებრუნებინათ და პოტენცია აემაღლებინათ.


ნილოსმა გაჩუქა, ნილოსი წაგართმევს


image



პირამიდების შემხედვარე ხშირად გვიფიქრია, რომ ძველ ეგვიპტეში ყველაზე ჭკვიანი და ძლიერი ადამიანები ცხოვრობდნენ, თუმცა ეს მოსაზრება ღრუბელივით გაქრება, თუ გავიხსენებთ, როგორ მკურნალობდნენ ეგვიპტეში იმპოტენციას.

დიდი ხნის წინ ეგვიპტეში ჩატარებული გათხრებისას არქეოლოგებმა იპოვეს ''ებერსის პაპირუსი'', დათარიღებული 1600 წლით ჩვ. წ.აღ.-მდე. მასში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო 811 რეცეპტია მოცემული, მათ შორის ერექციული დისფუნქციის.

წიგნში წერია, რომ მამაკაცის ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოწვეული იყოს ორი მიზეზით: დაბადებისას თანდაყოლილი ნაკლით ან წყევლით. ამ წყევლის და ჯადოს მოსახსნელად კაცს უნდა მოეკლა რამდენიმე ნიანგი, მათი გულები დაენაყა და მიღებული ფაფა წაესვა მგრძნობიარე ადგილებზე.

ამავე პაპირუსში არის იმპოტენციისგან განსაკურნი კიდევ ერთი რეცეპტი: ამ რეცეპტის შეშურდებოდა შუა საუკუნეების ყველაზე თავგადაკლულ ალქიმიკოსებს. საქმე იმაშია, რომ სამკურნალო მიქსტურა 137 ინგრედიენტისგან შედგება, მეცნიერებმა ამ ინგრედიენტებიდან მხოლოდ რამდენიმეს გაშიფვრა შეძლეს.


აღგზნება ნებისმიერ ფასად


image



სექსი ინდურ კულტურაში დიდ როლს თამაშობდა. საკმარისია გავიხსენოთ "კამასუტრას" არსებობა და ქვეყნის ტრადიციულ არქიტექტურაში ფართოდ გავრცელებული ეროტიკული ელემენტები. მაშინ, როცა ევროპაში ტაძრების ფასადებს წმინდანების, გმირების და სხვა კეთილშობილი პიროვნებების სკულპტურებით ამკობდნენ, ინდოეთის ტაძრების გარე კედლებს სექსის ამსახველი სკულტურებით ალამაზებდნენ. სწორედ ამიტომ არაფერია გასაკვირი, რომ ინდურ კულტურაში გავრცელებულია უცნაური აფროდიზიაკები: ასე, მაგალითად, უხსოვარი დროიდან ინდოეთში იჭერენ Monitor Lizard-ის ჯიშის ვარანებს და სვამენ მათ სისხლს. მათი აზრით, ვარანის სისხლი მამაკაცურ პოტენციას ზრდის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ უცნაური რიტუალის თაყვანისმცემელთა რიცხვმა ბოლო ხანებში საგრძნობლად იკლო. საქმე იმაშია, რომ მეცნიერების აზრით, ხვლიკების ეს ჯიში ითვლება საშინელი დაავადების-მენინგოენცეფალიტის გადამტანად და გამავრცელებლად. ეს არის კომბინირებული დაავადება, რომელიც ადამიანში ერთდროულად იწვევს მენინგიტის და ენცეფალიტის სიმპტომებს.

დასასრულ, სახალისო ფაქტი წარსულიდან. ზემოთ აღნიშნულიდან ალბათ გახსოვთ, რომ ძველ ევროპაში ქალი მხოლოდ მაშინ მიაღწევდა განქორწინებას, თუ ქმრის უძლურებას დაამტკიცებდა, საქმე იმაშია, რომ XVI საუკუნიდან მოყოლებული ეს არც თუ იოლი იყო: ქალს თავის სიმართლე სასამართლოს წინაშე ფაქტით უნდა დაემტკიცებინა. ვინაიდან მოწმეების წინაშე მამაკაცებს უჭირდათ სექსუალური აქტის ჩატარება, გამარჯვებული ხშირ შემთხვევაში ქალბატონი გამოდიოდა.

0
153
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0