x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
7 რამ რაც ემართება სხეულს ზამთარში

ზამთრის სუსხი, სიცივე და ქარი სხვადასხვა გავლენას ახდენს ჩვენს სხეულზე. ძირითადად მთავარი სამიზნე კანია, რომელიც უფრო მშრალი ხდება, ვიდრე ზაფხულში. ზამთარი ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მოქმედებს ცუდად, თითოეულ ჩვენგანს ერთხლე მაინც გამოუცდია ეს უსიამოვნო შეგრძნებები:




1. ტუჩების დახეთქვა


ზამთარში სულ გვაქვს შეგრძნება, რომ ტუჩები მშრალია ამიტომ ინსტინქტურად ხშირ-ხშირად ვისველებთ, რის გამოც სიცივე მას უფრო სწრაფად აშრობს და კანი სკდება.



image





2. სისლში შაქრის შემცველობის გაზრდა


ცივი ამინდი ხელს უწყობს სხეულს სტრესის ჰორმონების გამოყოფაში, რაც სისხლში შაქრის დონეს ზრდის.



ბევრისთვის, ტემპერატურის შემცირებისთანავე, სისხლში შაქარიც იზრდება, რადგან სიცივეში ნაკლებად გვსურს გარეთ გასვლა და ვარჯიში. იმის გამო, რომ ფიზიკური დატვირთვა ამცირებს სისხლში შაქარს, ექიმები გირჩევენ ზამთარში ხშირად ვივარჯიშოთ სახლში.


image





3. მეტი ნაოჭის გაჩენა


მართალია მთლიანად ზამთარს ვერ დავაბრალებთ ნაოჭების მატებას, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი კანი უფრო დაუცველია ცივი სეზონის დროს. იმის გამო, რომ კანს არ შეუძლია შეინარჩუნოს საკმარისი წყალი, შედეგად ხდება მშრალი და მიდრეკილი ნაოჭებისკენ.


image






5. მხედველობის გაუარესება


ზამთარში თვალები უფრო მეტადაა რისკის ქვეშ, ვიდრე ზაფხულში. სიცივე ასევე აშრობს თვალებს, როგორც კანს ხელებს ან ტუჩებს. ექიმების რეკომენდაციაა, გამოვიყენოთ ხელოვნური ცრემლები (თვალში ჩასაწვეთებელი სითხეები) ზამთარში, გარეთ ყოფნის დროს.


image






5. კბილების ტკივილი


თუ მგრძნობიარე კბილები გაქვთ, გარეთ ყოფნის დროს შეიძლება შეგაწუხოთ მწვავე გამჭოლმა ტკივილმა. თუ ცივი ჰაერი ნერვებამდე შეაღწევს, შეიძლება კბილების დაზიანებაც გამოიწვიოს.


სტომატოლოგები გვირჩევენ ზამთარში გარეთ ყოფნის დროს ცხვირით ვისუნთქოთ და პირზე შარფი ავიფაროთ.


image






6. წონაში კლება



ბევრი ადამიანი შეიძლება ზამთარში იმატებს წონას, თუმცა სხეულისთვის ასევე ადვილია ამ პერიოდში კალორიების დაწვა


როდესაც ვკანკალებთ სიცივისგან ამ დროს კალორიები იწვის სითბოს წარმოსაქმნელად.


image




7. კანის გაუწყლოოება


ზამთრის თვეებში იშვიათად გვწყურდება და ხშირად გვავიწყდება წყლის დალევა. იმის გამო, რომ ცივ ამინდში კანი ნაკლებად გამოყოფს ოფლს ვფიქრობთ, რომ საკმარისად დატენიანებული ვართ. თუკი წყურვილს ვერ ვგრძნობთ არ ნიშნავს რომ სხეულს ნაკლები წყალი სჭირდება.


წყალი მნიშნველოვანია ზაფხულში, ზამთარში და მაშინაც კი როცა არ გვწყურია. ამიტომ გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის წყლის მიღება ყოველდღიურად.


image







0
105
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0