x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში საპროტესტო აქცია გაიმართა
image


დედოფლისწყაროში „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. გათავისუფლებული მოქალაქეები ცენტრალურ სკვერში უკვე მერამდენედ შეიკრიბნენ. როგორც დედოფლისწყაროს ტელევიზია იუწყება, კომპანიას 84 თანამშრომლის, ჯამში მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. გარდა დავალიანების გასტუმრების გარდა, ისინი სამსახურში აღდგენასაც ითხოვენ.



საქმე ეხება 84 ადამიანს, რომელიც თითქმის ერთი წელია 11 თვის კუთვნილი ხელფასის მიღებას და სამსახურში აღდგენას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ბაზიდან ნავთობის გატანის მიუხედავად, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და სახელფასო დავალიანება არ დაფარა, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა კი დღემდე ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში კი აქციების გაგრძელებას აანონსებენ.


ამ მოთხოვნით, კომპანიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელებმა სასამართლოსაც მიმართეს, მაგრამ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დღემდე პროცესი არ გამართულა. აქციის მონაწილეების თქმით, სახელმწიფომ კომპანიას ნავთობის გატანის ნებართვა მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ რეზერვუარებში არსებული ნავთობის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხიდან, პირველ რიგში თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება გაესტუმრებინა.


.

კომპანია „ფრონტერას“ ნავთობი გააქვს, თანამშრომელები კი, ისევ მოტყუებულები არიან. „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფომ საარბიტრაჟო დავა გასულ წელს მოიგო.

.

დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლები, სამსახურიდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც ნავთობმომპოვებლებმა კუთვნილი ხელფასის გასტუმრება მოითხოვეს.


სარჩელით დარღვეული უფლებების აღდგენის თაობაზე, მათ სასამართლოს გასული წლის სექტემბრის თვეში მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით, არცერთი სხდომა არ გამართულა.


საერთაშორისო არბიტრაჟში, ფრონტერას დავა მოუგო, საქართველოს სახელმწიფომაც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ყურადღებასა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცესში, აქტიურ ჩარევას ითხოვენ.


ამერიკული კომპანია “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია”-ში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.


image

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0