x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაიწყეს საქმის შეკერვა, ანონიმი თვითმხილველები ყვებიან რა მოხდა..." - ნახეთ,რა ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა +" -ის რედაქტორი ელისო კილაძე თელავის პოლიციის უფროსის მოადგილის მიერ, საავადმყოფოს დირექტორის მოკვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ასაჯაროებს. კილაძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მედიაში შესაბამისი დაკვეთა უკვე დარიგდა, რასაც შესაბამისად, "თეთრი კონვერტების" დარიგებაც მოჰყვა: "ტრადიციულად, დაიწყეს საქმის შეკერვა-მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში. მწყემსის კომენტარის ნაცვლად-ანონიმი თვითმხილველები ყვებიან რა მოხდა თელავში და რა წესიერი ბიჭი იყო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც შვიდი ტყვია დაახალა საავადმყოფოს დირექტორს დაარიგეს დაკვეთა მედიაში და მიაყოლეს თეთრი კონვერტები! დამკვეთებზე და სხვა დეტალებზე"ქრონიკა+" მოგიყვებათ დღის ბოლომდე ! არ ვისვენებთ!!!!" - დაწერა ელისო კილაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვანო ზადარაშვილმა ზურაბ საჩიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. შემთხვევის დროს ზედა კიდურის არეში დაიჭრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც.





0
480
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
480