x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რეკლამის ფსიქოლოგია
image

რეკლამა არის ყველა გზითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია სავაჭრო საქმიანობაში. მისი დამიშნულებაა ადამიანს სხვადასხვა გზით მიაწოდოს მისთვის სასარგებლო ინფორმაცია, პოპულარული გახადოს საქონელი, მომსახურება სანახაობა და ა.შ.

რეკლამებზე ზოგჯერ საუბრობენ, როგორც ბიზნესის სამყაროს ნერვულ სისტემაზე. როგორც ნერვული სისტებაა ადამიანისთვის ყველა ქმედების მომცემი, ასევეა რეკლამა ბიზნესისთვის. რეკლამა არის ბრენდის წარმატების გარანტი. კარგი რეკლამა წინ გადადმული უდიდესი ნაბიჯია, იმ რთულ გზაზე რასაც ბაზარზე დამკვიდრება ჰქვია.

სარეკლამო საქმიანობის მთავარი მიზანია ადამიანების მოზიდვა ამა თუ იმ მარკის პროდუქციის შესაძენად, რაც მომხმარებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით ხორციელდება. რეკლამის მიზანია აუდიტორია კონკრეტული საქმისთვის განაწყოს.



გამოყოფენ რეკლამის სხვადასხვა სახეს ინტენსივობის, ფუნქციის, ლოკალიზაციისა და ინფორმაციის გადაცემის მიხედვით.

- ინტენსივობის მიხედვით, რეკლამა შეიძლება იყოს: ერთჯერადი, მრავალჯერადი და სერიული.


- ფუნქციის მიხედვით, რეკლამა არის ამახსოვრების რომლის მიზანია მომხმარებლის ყურადღების კონცენტრაცია სარეკლამო პროდუქტზე და მისი დამახსოვრება; არსებობს ასევერეკლამა- დარწმუნება’’, რომელიც ორიენტირებულია წარუდგინოს მომხმარებელს სარეკლამო პროდუქტი როგორც საუკეთესო არსებულ ბაზარზე. ასევე იყენებენრეკლამა- შეხსენებასაც’’, რომელიც განამტკიცებს სარეკლამო პროდუქტის მიმართ მომხმარებლის უკვე ჩამოყალიბებულ დადებით დამოკიდებულებას და შეახსენებს მას მოცემული პროდუქტის არსებობის შესახებ.

არსებობს ანტირეკლამაც - მისი მიზანია საქონლის, საწარმოს, მომსახურების არაგაზრდა, არამედ შემცირება.

ლოკალიზაციის მიხედვით, გამოყოფენ რეკლამის ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და მსოფლიო ტიპებს.

ინფორმაციის გადაცემის მიხედვით კი რეკლამის ტიპოლოგია შემდეგნაირია: ზეპირი - ვრცელდება ხალხში ზეპირად, ტექნიკური საშუალებების გამოყენების გარეშე; ბეჭდური - ვრცელდება გაზეთებსა და ჟურნალებში; სატელევიზიო რეკლამა; რადიორეკლამა; სატელეფონო რეკლამა; თვალსაჩინო, გრაფიკული რეკლამა -პლაკატები, აფიშები, ბროშურები, სიმბოლოები და ა.შ.


image

რეკლამის აღნიშნული ტიპებიდან ყველაზე ეფექტურად სატელევიზიო რეკლამა ითვლება.

რეკლამის ეფექტურობა მომხარებელზე მისი ზემოქმედების ხარისხით იზომება.
რეკლამაში მოცემული ინფორმაციის ფსიქოლოგიური ზემოქმედება მომხმარებელზე რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

  • კონტაქტი
  • ყურადღება
  • გაგება
  • მიღება
  • დამახსოვრება

ისტორიული ანალიზის მიხედვით, რეკლამის ფსიქოლოგიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი ტრადიცია/მიმართულება: “გერმანული’’ დაამერიკული’’.

პირველი ტრადიცია რეკლამას განიხილავს როგორც მეთოდს, რომელიც მომხმარებელზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებებს.

მეორე ტრადიცია ორიენტირებულია მოთხოვნილებების გამოკვეთის პროცესებსა და მათ აქტუალიზაციაზე, გაძლიერებაზე რეკლამის გამოყენებით.

ორივე ტენდენცია დღესაც აგრძელებს არსებობას თანამედროვე რეკლამის ფსიქოლოგიაში. თუმცა წამყვანი პოზიცია მაინც კლასიკურ გერმანულ მეთოდოლოგიას უჭირავს, რადგან ხშირად თანამედროვე წარმოება ქმნის ისეთ პროდუქტს, რომლის შესახებაც თავდაპირველად მომხმარებელმა არაფერი იცის, რის გამოც იქმნება ილუზია, რომ რეკლამა ბადებს მოთხოვნილებას.


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ ლიპარტელიანი
თამარ ლიპარტელიანი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0