x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
მიცვალებულმა დაკრძალვაზე 20 ადამიანი თან გაიყოლა
image

კრემატორიუმის სახურავი ჩამონგრა დაკრძალვაზე, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, იუწყება Times of India.


ინციდენტი მოხდა ინდოეთის ჩრდილოეთით, შტატი უტარ პრადეშის ქალაქ მურადნაგარში წვიმიან ამინდში. როგორც აღინიშნა, ხალხი სახურავს შეეფარა რომ არ დასველებულიყვნენ. მათი უმრავლესობა გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავი იყო. შედეგად, ნანგრევების ქვეშ ორმოცდაათამდე ადამიანი მოყვა. აქედან 21 ადამიანი გარდაიცვალა, 38 ადამიანი ცოცხალი გადარჩა, რომელთაგანაც ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

image


შტატის მთავრობის მინისტრმა იოგი ადიტიანათხმა განაცხადა, რომ ყოველი გარდაცვლილ ადამიანზე ნათესავებს გადაეცემათ კომპენსაცია 2, 750 აშშ დოლარის ოდენობით. მან ასევე დაავალა ადგილობრივ ხელისუფლებას, შეისწავლონ ინციდენტის მიზეზები და მოამზადონ დასკვნა.


ინდოეთის პრეზიდენტმა რამ ნათხ კოვინდმა და პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მწუხარება გამოთქვეს მომხდარის გამო. მათ დაზარალებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელება უსურვეს.

0
485
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0