x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს:"მის ინგლისი",რომელიც Covid-19-ის ვაქცინაზე მუშაობს
imageამ გოგონაში სილამაზე, ინტელექტი და სამყაროს დახმარების სურვილი არის გაერთიანებული. 2014 წელს კარინა ტირელმა მოიგო "მის ინგლისის" ტიტული და "მის მსოფლიოს" კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა, თუმცა ვერც წარმოიდგენდა ექვსი წლის შემდეგ სად მოუწევდა ბრძოლა.

image

სილამაზის დედოფალმა კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა მედიცინის განხრით, მუშაობდა საავადმყოფოში, ხოლო როდესაც პანდემია დაიწყო გახდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრი. კარინა დადგა იქ სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ქვეყნას და მსოფლიოს, წერს გამოცემაThe Sun.

image


მან დაივიწყა ბიკინებში გადაღებული ცხელი ფოტოები, საღამოს კაბები, სილამაზის კონკურსები და გასული წელი მთლიანად პანდემიასთან ბრძოლას მიუძღვნა - იგი შეუერთდა ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ზე მუშაობდა.

image


"არ მეგონა, რომ ექვს წლის შემდეგ მე ვიქნებოდი იმ გუნდის წევრი, რომელიც ასეთი მასშტაბური პანდემიის ვაქცინაზე მუშაობს ....ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება მოხუცებისთვის, ახალგაზრდებისათვის, ჯანმრთელი ადამიანებისთვის და სიმსივნით დაავადებულებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"-ამბობს კარინა

image

კორონავირუსმა თავად დოქტორ ტირელიც დააზარალა: ინფექციამ იმსხვერპლა ბიძა, რომლის დაკრძალვასაც მხოლოდ ონლაინ ჩართვით დაესწრო.

დოქტორმა ტირელმა აღნიშნა, რომ სხვა ინფექციური დაავადებებთანაც მოგვიწევს ბრძოლა:

”ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ შემდეგი პანდემიისთვის მოსამზადებლად, რადგან, სამწუხაროდ, სხვებიც იქნებიან.”

image

31 წლის კარინა იმედოვნებს, რომ მსოფლიო უმოკლეს ვადებში გაუმკლავდება კორონავირუსს კონადს და ყველა ძალას ჩადებს ბრძოლაში.

"ვფიქრობ, ყველამ, ვინც საახალწლო სურვილები ჩაიფიქრა, არის ერთი საერთო პუნქტი, რომ კოვიდი აღარ იყოს"-აღნიშნა კარინა ტირელმა.

image

0
212
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0