x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნას

image


ვერ დასძალავსო სენი ტარიელს,
თავს ვიმხნევებდით ასე - არა და,
კაცმა ცნობილმა უღალატობით,
ერთხელ ყველანი დაგვაღალატა.
*
მას არ შეეძლო მცირედ, ზერელედ,
გულწრფელი იყო ყველგან სავსებით,
სენთანაც დარჩა ცამდე მართალი
და და დაავადდა მთელი არსებით!
*
სამშობლო ჰყავდა მუდამ საფიცრად,
ქუდად ეხურა მარტო მისი ცა
და სამშობლომაც - როცა დაჭირდა,
ადგა და სწორედ ის დაიფიცა...
*
მას არ სჯეროდა სხვსგვარი ბედის,
სამშობლოს ხვალეს ჭვრეტდა იმედად,
და სამშობლომაც, რაღა თქმა უნდა,
რომ ბედობისას - ის დაიბედა.
*
კაცი ხიბლავდა სულისმიერად
და არა მასზე მოცმული ფარჩა,
იყო ჯიუტიც, უკომპრომისო -
წავიდა ისე, რომ მაინც დარჩა!
*
ვერ დასძალავსო სენი ტარიელს,
თავს ვიმხნევებდით ასე - არა და,
კაცმა ცნობილმა უღალატობით,
ერთხელ ცოტათი დაგვაღალატა...
*
ლექსის ავტორი: გიორგი ხორბალაძე
**
**
ტარიელ ფუტკარაძეს გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 300-მდე პუბლიცისტური წერილი.
ხელმძღვანელობდა დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში; უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 29 დიალექტოლოგიური ექსპედიცია.
ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო"; 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
*
საქართველომ დაკარგა უდიდესი ენათმეცნიერი, სამშობლოსადმი და ქართული ენისადმი დიდი მოამაგე ტარიელ ფუტკარაძე.
მარადის ნათელში ყოფილიყოს მისი ულამაზესი სული.
0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0