x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე გულისამაჩუყებელი ისტორია კატაზე

ამბობენ, სამყაროს მხოლოდ სილამაზე გადაარჩენსო. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ სწორედ ვიცხოვრებთ და ის სწორედ გვეყვარება...


image


იმ სახლის ყველა მოსახლემ, რომელშიც ვცხოვრობდი, იცოდა, თუ როგორი მახინჯი იყო ეზოს შემოკედლებული კატა. მას მხოლოდ სამი რამ უყვარდა ქვეყანაზე: ბრძოლა არსებობისთვის, იმის ჭამა, რასაც იშოვიდა და მოფერება. ამ სამი რამის კომბინაციამ და კიდევ იმან, რომ უსახლკარო იყო, მის სხეულზე წარუშლელი კვალი დატოვა: კატას არა ჰქონდა ცალი თვალი და ცალი ყური, ხოლო მარცხენა ფეხი მოტეხილობის შემდეგ, ისეთი კუთხით შეუხორცდა, რომ როდესაც დადიოდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს სადმე შეხვევას აპირებდა. კუდი კარგა ხნის წინ გაუქრა. მის ადგილზე კი, მხოლოდ პატარა მონაკბენჩი ჰქონდა, რომელიც მუდმივად მოძრაობდა.

კატას თავი და მხრები მთლიანად იარებით ჰქონდა დასერილი. ნებისმიერ ადამიანს, ვინც მას ხედავდა, ამბობდა: «რა ძალიან მახინჯია ეს კატაო!..». ყველა ბავშვს, მასთან შეხება, კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა. ხოლო, უფროსები, მას ბოთლებს და ქვებს ესროდნენ და წყალს ასხავდნენ, რომ გაეგდოთ. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ როდესაც წყლით ასველებდნენ, ის ადგილიდან არ იძვროდა – მორჩილად იდგა და სველდებოდა, ვიდრე მწვალებელს მისი გაწუწვა არ მობეზრდებოდა. როდესაც მას რამეს ესროდნენ, მიდიოდა და საკუთარ მჩაგვრელს, ფეხზე ეხახუნებოდა, თითქოს დანაშაულისთვის პატიებას სთხოვდა. ბავშვს დაინახავდა თუ არა, სასწრაფოდ მასთან გარბოდა, ხელებზე თავს უხახუნებდა, ხმამაღლა კრუტუნებდა და ამ ფორმით, მოფერებას სთხოვდა.
imageერთხელ კატას მეზობლის ძაღლები დაესხნენ თავს. ღია ფანჯრიდან ძაღლების ყეფის, მეზობლის ძახილის - «ქს, ქსო!» და კატის განწირული კნავილის ხმები შემომესმა. მის საშველად მაშინვე გავიქეცი, მაგრამ როდესაც ადგილზე მივირბინე, საშინლად დაგლეჯილი, სისხლში ამოსვრილი და თითქმის მკვდარი კატა დამხვდა – გორგალივით დახვეული, შიშისგან კანკალებდა. მის ზურგს, ფეხებს და სხეულის ქვედა ნაწილს ფორმა საერთოდ ჰქონდა დაკარგული. კატის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა. ცალი თვალიდან წამოსულმა ცრემლმა, მისი შუბლი გადაკვეთა და ძირს დაეცა. ვიდრე სახლში მიმყავდა, ის ხროტინებდა და სუნთქვა უჭირდა. გავრბოდი და ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ მისთვის უფრო მეტი ტკივილი არ მიმეყენებინა. ის კი, ამ დროს, ყურის ბიბილოს მილოკავდა. გავჩერდი, რადგან ცრემლი მახრჩობდა და კატა კიდევ უფრო მეტად მივიკარი მკერდზე. მან კი, ჩემს ხელის გულს თავი შეახო, მისი ოქროსფერი თვალი ჩემსკენ მობრუნდა და აკრუტუნდა! მიუხედავად იმისა, რომ ის საშინელ ტკივილს განიცდიდა, მხოლოდ ერთ რამეს — სულ ცოტა სიყვარულს ითხოვდა! სულ ცოტა თანაგრძნობას… და იმ მომენტში მივხვდი, რომ ხელში ყველაზე მოსიყვარულე არსება მეჭირა, მათ შორის, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. ის ყველაზე მოსიყვარულე და ყველაზე ლამაზი იყო.
imageკატა მანამდე მოკვდა, ვიდრე სახლში მისვლა შევძელი და მე, კატით ხელში, დიდი ხნის მანძილზე ვიჯექი სადარბაზოში...

შემდეგ, ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ როგორ შეცვალა ერთმა უბედურმა კატამ, ჩემი წარმოდგენები სულის ჭეშმარიტ სისუფთავეზე, ერთგულ და უსაზღვრო სიყვარულზე. ხეიბარმა კატამ თანაგრძნობის შესახებ უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ათასმა წიგნმა, ლექციამ და საუბარმა. და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი.
ადამიანების უმრავლესობას უნდა, რომ იყოს წარმატებული, მდიდარი, ძლიერი, ლამაზი... მე კი, ყოველთვის ვეცდები, რომ ისე მიყვარდეს, როგორც მას უყვარდა და ეს სიყვარული ისე გავცე, როგორც ის გასცემდა…

imageimageარხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. «საშობაო ზღაპარი» – ლეგენდა სურვილების ასრულებაზე და თითოეული ჩვენგანის დანიშნულებაზე

2. ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის დადგომამდე, რომ ხარის წელი წარმატებული იყოს

5. ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით

6. ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ფილმებში შეყვარებულები ითამაშეს


0
321
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0