x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134484
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ყოფილ მის ბრიტანეთს და მის პარტნიორს ერთი წელი ციხე ელოდებათ თვითიზოლაციის დარღვევის გამო
image
ყოფილ მის ბრიტანეთს და და
Love Island-ის ყოფილ ვარსკვლავს ზარა ჰოლანდს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 50 000 აშშ დოლარის ჯარიმა ემუქრება, თუ იგი დამნაშავედ სცნეს ბრალდებით, რომ მან და მისმა მეგობარმა მამაკაცმა ბარბადოსიდან გაქცევა სცადეს მას შემდეგ, რაც მის ბოიფრენდს კოვიდ-19 -ზე დადებითი დადებითი ტესტი დაუდგინდა.



სავარაუდოდ, 25 წლის რეალიტი შოუს ვარსკვლავმა და მისმა 30 წლის პარტნიორმა ელიოტ ლავმა კოვიდზე ტესტი კუნძულზე ჩასვლისთანავე ჩააბარეს.

image


სამშაბათს ტესტის პასუხების მიღების შემდეგ, წყვილს გაუკეთეს წითელი სამაჯურები, რომლებიც მიანიშნებს, რომ სასტუმროს ამ სტუმრებს კორონავირუსი აქვთ.ადგილობრივი პრესის ცნობით, წყვილმა მოიშორა სამაჯურები და ტაქსით აეროპორტში გაპარვა სცადა.


image


გავრცელებული ინფორმაციით, Sugar Bay -ის საკურორტო ოტელის თანამშრომლებმა უმალ აღმოაჩინეს წყვილის გაუჩინარება და პოლიცია გამოიძახეს, ისინი პოლიციამ აეროპორტში დააკავა იმ დროს, როდესაც British Airways-ის ბილეთების აღებას და სამშობლოში გაფრენას აპირებდნენ



image


ცნობილი წყვილი პოლიციამ დააკავა და შემდეგ კარანტინში ჰარისონ პოინტში გადაიყვანეს, სენტ ლუისი. ჯერჯერობით კოვიდი მხოლოდ ელიოტ ლავს აქვს დადასტურებული, ყოფილ მის ბრიტანეთს ჯერჯერობით კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.თუმცა იზოლაციაშია.


”გათავისუფლების შემდეგ, საკარანტინო რეჟიმის დარღვევის გამო მათ შეიძლება 50 000 აშშ დოლარის ჯარიმა ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოთ, ან ორივე ერთად".


0
281
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0