x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნეიმარმა მასიური საახალწლო ღრეობა მოაწყო ნაქირავებ სასახლეში
image
რამდენიმე მოდელი და გავლენიანი პირი გაფრინდა ბრაზილიაში ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა მაიამი და ბარსელონა, რომ დასწრებოდნენ ვარსკვლავურ ხუთდღიან ღონისძიებას კოსტა ვერდეს ნაქირავებ სასახლეში.


ცნობილია, რომ 150-მდე ადამიანი დაესწრო ფეხბურთელ ნეიმარის მიერ მოწყობილ მასიურ წვეულებას, რომელიც პანდემიის ფონზე საერთაშორისო კრიტიკის საფუძველი გახდა. სავარაუდოდ, მათ რიცხვში იყვნენ მოდელები კიკი პასო, მიშელ ნევიუსი და ჯესიკა ბარტლეტი, რომლებიც პირდაპირ მაიამიდან ჩაფრინდნენ ბრაზილიაში.ისინი ნეიმარმა და მისმა მეგობრებმა მიიწვიეს .


მათ "ინსტაგრამზე"გააზიარეს ფოტოები, სადაც ისინი სანაპიროზე- Portobello Resort e Safári- ის პლაჟზე პოზირებდნენ, ფეშენებლური სასახლიდან ხუთი წუთის სავალზე, რომელიც ბრაზილიელმა ფორვარდმა იქირავა.


image



გავლენიანი ქალის ანა ლიზ ბიტენკურის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოზე ჩანს საშვი-სამაჯური, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროში ხუთდღიანი არაიზოლაციურ წვეულებაში მონაწილეობას.რომელიც 800 000 ათასი დოლარი დაჯდა.


image


ნეიმარის მიერ მოწყობილ გრანდიოზულ ვარსკვლავურ წვეულებას ესწრებოდნენ ბრაზილიელი მოდელებიც, კამილა რემენდი და ფერნანდა რამი, რომლებიც სპეციალური კერძო თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ სამხრეთ ბრაზილიის ქალაქ პორტო-ალეგრიდან.


"წავედით თვითმფრინავით, რომ გლამურად დავასრულოთ წელი"-დაწერეს მათ ინსტაგრამზე.


image


თავად ნეიმარი უარყოფს იმ ფაქტს, რომ იზოლაციის წესები დაარღვია,

ფეხბურთელი ერიდება წვეულების შესახებ ინსტაგრამზე ინფორმაციის განთავსებას, სადაც მას 144 მილიონი გამომწერი ჰყავს.


image


ნეიმარი ასევე უარყოფს Covid-19 წესების დარღვევას, რომელსაც სავარაუდოდ 150 ადამიანი ესწრებოდა. მაგრამ თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ნახეს უამრავი სტუმრის ჩამოსვლა და წასვლა, ხოლო მათმა მასპინძელმა, იმისთვის, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო, აკრძალა მობილური ტელეფონების გამოყენება და ასევე სახლი აღჭურვა სპეციალური ხმის იზოლაციით, მეზობლებს ხმა რომ არ გაეგოთ.


ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის შემოსავალი, რომელიც ამჟამად პარიზის სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს, Forbes-ის 2020 წლის მონაცემებით 78 მილიონი დოლარია

1
595
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
595
  
2021, 4 იანვარი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1