x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია
ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია
ძვლოვანი ქსოვილი არის ურთულესი ორგანო რომელიც შედგება ცილოვანი ფუძისა და მინერალური სუბსტრატისაგან. იგი შეიძლება იყოს უხეშბოჭკოვანი და ფირფიტოვანი.

უხეშბოჭკოვანი ძვლოვანი ქსოვილი გვხვდება ნაყოფში, მოზრდილებში იქ სადაც მყესები უმაგრდება ძვლებს, თავის ქალას ნაკერებში.

ფირფიტოვანი ძვლის ქსოვილი შედგება ფირფიტებისაგან, კოლაგენური ბოჭკოები მკაცრად კრიენტირწბულია.

ძვლოვანი ქსოვის შედგენილობა რთულია: ორგანული ნივთიერებები 30%_ია, მინერალური სუბსტრატი 45%, წყალი 25%. მინერალური სუბსტრატი შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, მიკეროელემენტს როგორიცაა: ქლორი, ალუმინი, ბორი, ფტორი, ტყვია, მაგნიუმი, ვერცხლი, რკინა, კობალტი, ტუტია ტიტანი და სხვა.


ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაცია ორი სახისაა:

1.ფიზიოლოგიური-რომელიც ხდებამუდმივად, იგი გამოიხატება ძის ქსოვილის განახლებაში, იშლება ძვალი და წარმლუქმნება ახლაი ძვლოვანი ქსოვილი.

2.რელარაციული-აღინიშნება დაზიანებული ძვლის ქსოვილის არსებობის დროს, მიმართულია ძვლის ანატომიის და ფუნქციის არდგენისაკენ, ეს ურთულესი პროცესი იწვევს ორგანიზმის როგორც ადგილობრივ ისე ზოგად რეაქციას.

ძვლოვანი სტრუქტურის აღდგენა ხდება ძვლისაზრდელას კამბიალური შრით, ემდოსტის, ძვლის ტვინის მცირედ დიფერენცირებული უჯრედული სტრომის და მეზენქიმური უჯრედების პროლიფერაციის ხარჯზე, ჩაზრდილი სისხლძარღვების ადვენტიციაში. ძვლოვანი ქსოვილის აღდგენოს დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მიკროცირკულაციისა და რეგენერატის ვასკულარიზაციის აღდგენას. ყოველივე ეს განაპირობებს ოსტეობლასტების ნორმალურ ფუნქციას გაძლიერებული ოქსიგენაციის პირობებში.

განასხვავებენ ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციის 4 ფაზას:

1.პირველი ფაზა-ძვლოვანი ქსოვილის კატაბოლიზმი, უჯრედოვანი ელემენტების დიფერენციაცია და პროლიფერავია, ეს ფაზა ხადიათდება ძვლოვანი ქსოვილის ირგვლივ და მასში შემავალი სტრუქტურების დეზინტეგრაციით და დეგრადაციით. უჯრედების ნეკროზით და ნეკრობიოზით, რომელთა პროდუქტები გენეტიკური ინდუქტორებია და ჰორმ9ნებთან ერთად განაპირობებენ სპეციალიზებული უჯრედოვანი ქსოვილის რეპროდუქციასა და პროლიფერაციას.

2.მეორე ფაზა- ქსოვილოვანი სტრუქტირების წარმოქმნა და დიფერენცირება. ამ დროს ხდება ქსოვილოვანი ორგანიზაცია, რონელოც ხასიათდება მოტეხილობის ადგილად სხვადასხვა სტრუქტურული აგებულების ქსოვილის წარმოქნით. ოპტიმალური პირობების დროს წარმოიქმნება ოსტეოიდური ქსოვილი. ნაკლებხელშმწყობი პირობების დროს-შედარებით დაბალი ენერგეტიკული დონის არსებიბისას წარმოიქმნება ბოჭკოვანი სტრუქტურები და ქონდროიდული ქსოვილი. მოგვიანებით იგი შენაცვლდება ძვლით.

3.მესამე ფაზა-ანგიოგენური ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა. ამ ფაზაში ძირიტადად პროცესები გამოხატება ძვლის ფორმირებადი რეგენერატის სისხლძარღვოვანი მომარაგენის მთლიანი აღდგენით და ინტენსიფიკაციით, ასევე რეგენერატის ცილოვანი ფუძის მინერელიზაციით., ოტეხილი ფრაგმენტთა შორის არსებული სივრცე ივსება ძვლოვანი ტრაბეკულების ბადით. რომელიც შედგება უხეშბოჭკოვანი და ფირფიტოვანი შენების ძვლოვანი ქსოვილისაგან. ამ სტადიის დასარულს ძვლის მასიური ფირფიტების შეერთების ადგილას წარმოუქმნენბა კომპაქტური ნივთიერება-ჰავერსის არხებით.

4.მეოტხე ფაზა-პირველადი რეგენერაციის გარდაქმნა და ძვლოვანი რესტიტუცია. ამ ფაზაში ყალიბდება კორტიკალური შრე, აღდგება ძვლოვანი არხი, ხდება ძვლისაზრდელას მკვეთრი დიფერენცირება, უწესრიგოდ და ჭარბად განლაგებული რეგენერატი, რომელიც იმყოფება ძვლოვანი ხაზის გარეთ, განიცდის რეზორბციას, ამგვარად, ხდება სრულფასოვანი რეპარაციული რეგენერაცია-წარმოიქმნება ფირფიტოვანი-ძვლივანი სტრუქტურა, რითაც განპირობებულია ძვლის ანატომიური ფორმისა და ფუნქციის აღდგენა.

კლინიკურად არჩევენ ძვლის შეხორცების 4სტადია:

1 სტადია: მოტეხილი ძვლის შეერთება-შეწებება ხდება პირველი 5-10 დღის განმავლობაში. ამ დროს ძვლის ფრაგმენტები მოძრავია და იოლად ხდება მათი შეცილება, ამიტომ ნაზი ჩანასახ9ვამი ქსოვილი აუცილებელია დავიცვათ განმეორებითი ტრამვისაგან.

მე-2 სატადია-შეესაბამება მოტეხილობის 30-50 დრეს, როდესაც უკვე გამოხატულია ძვლოვანი ფრაგმენტების შეხორცების კოვლენა.

მე-3 სტადია-ძვლოვანი შეხორცება ვითარდება მოტეხილობიდან 40-90დღის შემდეგ და შეესაბამება მოტეხილობის მე-4 ფიზიოლოგიურ ფაზას. ამ ფაზის კლინიკური ნისანია უმტკინვეულობა და სიმყარე მოტეხილობის ადგილზე რენდგენოლოგიურად დასტურდება ძვლების შეხორცე და შეიძლება მოიხსნას საიმობილიზაციო საშუალება.

მე-4 სტადიაში მინდინარეობს მოტეხილობის მიდამოში ძვლის ფუნქციური გარდაქმნა, რა გრძელდება 1 წლის და მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც კლინიკო-რენდგენოლოგიყრად აღინიშნება ძვლის მყარი შეხორცება.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0