x
image
ოტი
ილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი.

imageილია ჭავჭავაძე რომ მოკლეს მასთან ერთად უმოწყალოდ სცემეს მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი, რომელიც ქართველებისგან სასიკვდილოდ განწირულ მეუღლეს, წიწამურთან, შემდეგი სიტყვებით გადაეფარა : "კაცს ნუ მომიკლავთ, მე მომკალით თქვე ურჯულოებო! _ ეს ქვეყანას სჭირდება".

ოთხი თვის შემდეგ გამოვიდა საავადმყოფოდან ოლღა. მას არც გაუხედავს საგურამოსკენ და არც თბილისის ბინისკენ, ისე ჩააბარა "წერა _ კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას" და თვითონ მთაწმინდის უბანში ილიასთან ახლოს პატარა ბინაში შეიყუჟა.

ეს ის ოლღა იყო, რომლის ხასიათით, ღირსებით და მორალით აღფრთოვანებული და გაოცებული ლევ ტოლსტოი წერდა: "მაშინ, როდესაც მთელ რუსეთში გამეფებულია ზნეობრივი სიბნელე და უკუნეთი და ყოველ ნაბიჯზე გაისმის მოჰკალ, ჩამოახრჩე და ლამის სასოწარკვეთილების მორევში ჩავიხრჩოთ, ამ დროს საქართველოს საუკეთესო შვილის ქვრივი, რომელსაც უსაყვარლესი მეუღლე ბარბაროსულად მოუკლეს და თვითონაც, იგი მხეცურად სცემეს და დაჭრეს, ევედრება მთავრობას, სიკვდილით ნუ დასჯით მკვლელებსო. აქამდე ვიცოდით, ფიზიკური მზე აღმოსავლეთიდან რომ ამოდის. ახლა უნდა დავსძინოთ და ვთქვათ, რომ ზნეობრივმა მზემ საქართველოდან ამოაშუქა".

ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფლავზე, სანთლებს უნთებდა და ლოცულობდა, მთაწმინდაზე ბინა იქირავა და იქ დასახლდა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო, საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავით მოსილ მოხუც ქალს, რომელიც ხალხს ევედრებოდა: - სანთელი დაუნთეთ ილიას, ვითომც ტაძარი აგიგიათო. არავინ იცოდა, რომ ეს ოლღა იყო. მას მაშინაც ვერ ცნობდნენ, ლუკმა-პურისთვის ბაზრობაზე დიდი მწერლის წიგნებს რომ ყიდდა. როცა საფლავზე სიარული აღარ შეეძლო, აივნის მოაჯირთან სანთლით ხელში დგებოდა, მთაწმინდას გაჰყურებდა და ჩურჩულებდა: "მოვდივარ, ილია, მოვდივარ!"

4
386
5-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
386
  
2021, 4 იანვარი, 2:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 3 იანვარი, 14:03
საიდან მოიტანეტ რო ოლღას სცემეს? ახალ ისტორიას წერტ???
2021, 3 იანვარი, 2:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 იანვარი, 23:13
ყველას მიეზღო საკადრისი, :(
0 1 4