x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ბედობა-რა უნდა ვქნათ და როგორ აღნიშნავდნენ ამ დღეს საქართველოში?
image

ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, მაგრამ მოსახლეობა ტრადიციას არ ღალატობს, ფიქრობენ, რომ სწორედ ბედობის დღეზეა დამოკიდებული როგორი იქნება მათთვის მომავალი წელი.



როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ. ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.


საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნებოდა. პირველი ბედობა ბარბარობას (ბარბალობას) უკავშირდება. ამ დღეს მდიდარ, ფეხბედნიერ ადამიანს იწვევდნენ სტუმრად და განსაკუთრებულად უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ბარაქასთან ასოცირდებოდა, მაგალითად მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებოდა.



ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს - 2 იანვარს. აქაც არის მეკვლე, თუმცა ბარბარობისგან განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევიან ამ დღეს ოჯახის წევრები.

ამ დღის „უბედურებად ითვლება, თუ იჩხუბებდით, რადგან შეიძლება მთელი წლის მანძილზე ჩხუბი და უბედურება დაებედოთ.

სტუმრად წასული "მეფეხური" მასპინძელს ლამაზად გამოწყობილი უნდა სწვეოდა, ოჯახისთვის ტკბილეული უნდა მიერთმია და მხიარულ განწყობაზე ყოფილიყო. ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.ამასთანავე ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ 2 იანვარს ზომიერება გამოეჩინათ და ბედობის დღეს ზედმეტი არ დაელიათ. ესეც ერთგვარად იმის მცდელობა იყო, რომ სიფხიზლე, ფხიზელი გონება დაბედებოდათ.


"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი.ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა“-ასე ამბობდა ოჯახში ბედობას მოსული სასურველი სტუმარი.

ბედობის დღე მესამედ 15 იანვარს აღინიშება, ანუ ვინც ძველი კალენდრით ძველით ახალ წელს აღნიშნავს, შესაბამისად ბედობაც ძველი კალენდრით უწევს.იგი არაფრით განსხვავდება 2 იანვრის ტრადიციისგან.


ბედობის ტრადიცია მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, სხვა ქვეყნები 2 იანვარს, როგორც ბედობის დღეს არ აღნიშნავენ.

0
242
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0