x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ლუკაშენკომ საახალწლო სურვილი გაამჟღავნა
image
ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალი წლის წინა დღეს საკუთარი სურვილის შესახებ განაცხადა.სააგენტო "BELTA" - ს ცნობით, ბელორუსელ ჟურნალისტებთან და ბავშვთა ონკოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას, ლუკაშენკომ თქვა, რომ მას სურს მოისმინოს მადლიერების სიტყვები რესპუბლიკაში გაკეთებული საქმისთვის.
”მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: რომ ხალხმა ოდესმე მადლობას თქვას იმისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ცოტა არ გაგვიკეთებია, როგორც შორიდან ჩანს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ შევქმენით პირველი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო." - თქვა ლუკაშენკამ.
"ბატკა" ასევე, თვლის, რომ მან და მისმა ქვეშევრდომებმა საკმაოდ მაღლა აწიეს გეგმა. ასე რომ, შვილებს და შვილიშვილებს ძალისხმევა მოუწევთ ამის გადასალახად.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპროტესტო აქციები დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მომიტინგეებმა არ ცნეს კენჭისყრის შედეგები და ლუკაშენკოს გადადგომისკენ მოუწოდეს. ხელისუფლებამ გამოიყენა ძალა. პროტესტის მონაწილეებს სპეცრაზმმა სცემა. საპროტესტო მარშის დროს ათასობით ადამიანი დააკავეს. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა ძალოვანი სამსახურის წარმომადგენლების ხელით. ლუკაშენკოს კატეგორიულად არ სურდა ხელისუფლების დათმობა და ახალი არჩევნების ჩატარება.





0
199
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
199
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0