x
მეტი
  • 19.01.2021
  • სტატია:106980
  • ვიდეო:350346
  • სურათი:474309
მსოფლიო გააოცა თავისი რეკორდებით და შეუპოვრობით."დიდებული ქართველი იყო"

image1986 წელს 46 წლის ასაკში დაავადდა ნაწლავების
განგრენით. 1986-1987 წლებში ორი ოპერაციის შედეგად ამოაჭრეს 4, 25 მეტრი სიგრძის ნაწლავები. 1987-1990 წლებში საკუთარი ვარჯიშების მეთოდი შეიმუშავა და დაამარცხა გარდაუვალი სიკვდილი. 1990-1992 წლებში ამყარებს მსოფლიო და გინესის რეკორდებს ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში. 1993 წლის 13 აგვისტოს 13 საათზე (სარფი) 54 წლის ასაკში იწყებს მოგზაურობას ველოსიპედით. 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური. უწყვეტი მოგზაურობის პერიოდი: 9 წელიწადი და 3 თვე; სულ 111 თვე, ანუ 476 კვირა, ანუ 3333 დღე.
ჯუმბერ ლეჟავაზე თავდასხმა მოეწყო:
1. ადამიანებისგან 50-მდე.
2. მხეცებისაგან 15-მდე.
3. სტიქიური უბედურება თავს დაატყდა მრავალჯერ.
4. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მრავალჯერ იდგა. მოგზაურის მარშრუტი გავლილი დასახელებული პუნქტების მიხედვით დაფიქსირებულია 4 000-ზე მეტ პოლიციის განყოფილებაში.
15-მდე ღამე სხვადასხვა ციხეში გაატარა. უბედური შემთხვევის გამო
6-ჯერ მოხვდა საავადმყოფოში. 1000-ზე მეტჯერ გაათია ღამე კარავსა და ღია ცის ქვეშ.
გარდაიცვალა 2014 წლის 25 ივლისს. დღეს გავიხსენებთ ამ ძლიერ პიროვნებას.

1
216
4-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
Mediator image
Mediator image
216
  
4 იანვარი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1