x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში გარდაიცვალა ყველაზე საშინელი მანიაკი, რომელმაც 93 ქალი მოკლა
image
ახალი წლის დადგომამდე შეერთებულ შტატებში გავრცელდა ინფორმაცია იმ ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რომელსაც "ქვეყნის ისტორიაში ყველაზე პროდუქტიულ მანიაკს" უწოდებდნენ. უფრო მეტიც, მან თავისი ბოროტმოქმედების უმეტესობის შესახებ თავად მოჰყვა წლების შემდეგ.





უნებლიეთ შეიძლება დაიჯერო მისტიკა - შეტყობინება სამუელ ლიტლის გარდაცვალების შესახებ 2020 წლის 31 დეკემბერს გამოჩნდა, ანუ ზუსტად 50 წლის შემდეგ, როდესაც მან ახალი წლის ღამეს პირველი მსხვერპლი მოკლა.


" -ეს მოხდა მაიამიში, ის დიდი და მოწიფული ქერა მეძავი იყო. რესტორანში იჯდა, მთლიანად წითელ ტყავში გამოწყობილი, ძალიან ლამაზი. მან გადააჯვარედინა ფეხები; ბადე-კოლგოტები ეცვა.ის საკუთარ კისერს შეეხო. ეს იყო ჩემი ნიშანი. ღმერთისგან". -ასე იხსენებს პირველ მკვლელობას მანიაკი.




სამუელის ბავშვობა საკმაოდ არასასიამოვნო იყო. იგი დაიბადა 1940 წელს ჯორჯიის ქალაქ რეინოლდსში, ატლანტადან ასი კილომეტრის დაშორებით.




იმ წლებში შავკანიანისთვის ამერიკის სამხრეთში ყოფნა ნიშნავდა უკანონობასა და დამცირების ყველა შესაძლო ფორმას. სამუელის დედა პროსტიტუციით შოულობდა ფულს და მცირედ აინტერესებდა შვილის ბედი. ბიჭს ბებია უვლიდა, რომელმაც ვეღარ შეძლო მისი დამორჩილება და სადავეები ხელიდან გაექცა .


პირველად, ველოსიპედის მოპარვის გამო დააკავეს, რისთისაც რამდენიმე თვით არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააგზავნეს, მაგრამ ამან ვერ უშველა. მალევე, ლიტლმა იქურდა და ნამდვილ ციხეში მოხვდა.


ციხეში სამუელმა კრივში ვარჯიში დაიწყო და არც თუ ცუდი შედეგები აჩვენა. შესაძლოა, იმ ეტაპზე მას კარგი მწვრთნელი და პრომოუტერი რომ ჰყოლოდა, ლიტლი დღეს ცნობილი იქნებოდა, როგორც წარმატებული მოკრივე.



მოკრივემ, რომელსაც მეტსახელად "ტყვიამფრქვევი" შეარქვეს, პრიზების მდიდარი კოლექცია დააგროვა ციხის შეჯიბრებებში.


უცნაური ის არის, რომ- მაშინაც კი, როდესაც მის შესახებ საშინელი სიმართლე გამჟღავნდა, ბევრმა, ვინც ლიტლთან ურთიერთობდა ჰქონდა, მას არაჩვეულებრივი და არაორდინალური ადამიანი უწოდა. სათანადო განათლების გარეშე მან შესანიშნავად შეისწავლა მანქანები, იყო შესანიშნავი მძღოლი და გამოცდილი მექანიკოსი. მანიაკს ხატვის ნიჭი ჰქონდა და ბოლო წლებში მან დიდი დრო დაუთმო თავისი მსხვერპლთა პორტრეტების ხატვას. თითოეული მსხვერპლი ახსოვდა უმცირეს დეტალებამდე.

image

იგი ათწლეულების განმავლობაში მოგზაურობდა შტატიდან შტატში, სადაც ეწყობოდა ყველაზე არაპრესტიჟულ სამუშაოებზე, მაგრამ სინამდვილეში, იგი ქურდობითა და ყაჩაღობით ირჩენდა თავს.


ჟურნალისტებმა დაინგარიშეს - ჯამში, სამუელ ლიტლი დაახლოებით 100-ჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იგი მცირე სასჯელებით იძვრენდა თავს. ქურდობა, ყაჩაღობა, თავდასხმა, გაუპატიურება - ლიტლმა ციხეში გარკვეული დრო გაატარა, შემდეგ კი ისევ თავისუფალი აღმოჩნდა.


მის წინააღმდეგ მტკიცებულებების ნაკლებობა იყო მიზეზი, რომ მას მძიმე მუხლით ვერ წაუყენეს ბრალდება.მაგალითად 1982 წელს მისისიპის ქალაქ პასკაგულაში დააკავეს და ბრალი წაუყენეს 22 წლის მეძავი მელინდა ლაპრის მკვლელობაში, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამავე პერიოდში, მას ბრალი დასდეს ფლორიდაში 26 წლის პატრიცია მუნტის მკვლელობაში. მსგავსი იყო დანაშაულების გარემოებები, მაგრამ ლიტლი კატეგორიულად უარყოფდა გოგონებთან რაიმე კავშირს. 1984 წელს საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო იგი გაათავისუფლეს.


რამდენიმე თვის შემდეგ ის სან-დიეგოში დააკავეს ორი მეძავზე თავდასხმისა და ცემისთვის. გოგონები ირწმუნებოდნენ, რომ ლიტლი აპირებდა მათ მოკვლას, მაგრამ მათ არ დაუჯერეს . შედეგად, მას 2, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამუელმა კიდევ ერთხელ შეიცვალა საცხოვრებელი, რის გამოს პოლიციას ის მხედველობის არედან დაეკარგა.




სამულე ლიტლი მხოლოდ 2012 წელს ლუსივილში, კენტუკის უსახლკაროთა თავშესაფარში დააკავეს. გენეალოგიური დნმ-ის ტესტირების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო გადაეხედათ ძველი საქმეებისთვის, რის შემდეგაც დაუმტკიცდა ლოს-ანჯელესში სამი ქალის მკვლელობა 1987-1989 წლებში.


2014 წლის სექტემბერში იგი დამნაშავედ ცნეს და მიუსაჯეს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ლიტლი უარყოფდა ყველა ბრალდებას და ამტკიცებდა, რომ ის იყო რასისტული შევიწროების მსხვერპლი. მაგრამ მისი ყველა მცდელობა საქმის გადახედვისა და გათავისუფლებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

image

2018 წელს მას 78 წელი შეუსრულდა, ის დაავადებული იყო დიაბეტით. დაავადების პროგრესირების გამო მას ტერფის ამპუტიაცია გაუკეთეს იგი ეტლით გადაადგილდებოდა. გააცნობიერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ლიტლმა შეიცვალა ტაქტიკა. ციხეში გაუმჯობესებული პირობების სანაცვლოდ, მოხუცი თანახმა იყო ესაუბრა იმ მკვლელობებზე, რომელთა შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა არაფერი იცოდნენ. FBI– ს აგენტები დაპირდნენ, რომ სიკვდილით არ დასჯიდნენ, თუმცა მისი ჯანმრთელობა ისე იყო გაუარესებული, სიკვდილით დასჯის შემთხვევაშიდაც ძალზე ნაკლები შანსი იყო ეგზეკუციამდე მიეღწია.


მანიაკმა აღიარა, რომ იგი ფაქტობრივად გიჟდებოდა ქალის კისერზე შეხებაზე. მაიამიში პირველივე მკვლელობიდანვე ჩამოუყალიბდა საკუთარი ხელწერა-სცემდა თავის მსხვერპლებს ისე, რომ მათ გონება დაეკარგათ ან უკიდურეს შემთხვევაში აღარ ჰქონოდათ წინააღმდეგობის გაწევის უნარი. ყოფილი მოკრივისთვის ეს საკმაოდ იოლი იყო. ამის შემდეგ, ლიტლი ახრჩობდა ქალებს, რა დროსაც ერთდროულად სექსუალურ სიამოვნებასაც ღებულობდა.


ლიტლი არ იყენებდა რაიმე სპეციალურ ხრიკებს მიცვალებულთა ცხედრების გადასამალად, უბრალოდ მისი "მცველი" იყო მსხვერპლის სოციალური სტატუსი - მათი უმეტესობა მეძავი და ნარკომანი იყო და მათი ბედი მხოლოდ ახლო ნათესავებს თუ აინტერესებდათ(ზოგჯერ არც მათ) და ამის გამო დანაშაულის დაუყოვნებლად გახსნის მოთხოვნით, არც არავინ ახორციელებდა ზეწოლას პოლიციაზე და წლების განმავლობაში პოლიციას "ყრუ ტვირთად" ჰქონდა მიგდებული ეს საქმეები.


”მან მსხვერპლად აირჩია ისინი, ვისაც საზოგადოება ნაგვად თვლიდა”, - თქვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც სამუელ ლიტლის შესახებ წერდა.


სამულე ლიტლმა ნელნელა დაიწყო მსხვერპლთა ჩამოთვლა, თავიდან გფბ-ს ეგონა, რომ მან ათიოდე ქალი მოკლა, თუმცა....


"ჩემი გოგონები ჩემთან არიან-გაიღიმა ლიტლმა-

ფრედონია სმიტი, ჯულია კრიჩფილდი, ნენსი სტივენსი, ეველინ ვესტონი, როზი ჰილი, ლინდა სუ, ვალერია ბოიდი, მერი პორტერი....გფბ-ს გამომძიებლებს თმა ყალყზე დაუდგათ, ამოწმებდნენ ლიტლის ყველა ჩამოთვლილ მსხვერპლს, მართლაც ყველანი ისინი ან გარდაცვლილები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ, ლიტლი 35 წლის განმავლობაში კლავდა ქალებს, ბოლო მკვლელობა მისივე აღიარებით 2005 წელს ჩაიდინა.მთლიანად მანიაკმა 90-ზე მეტი ქალის მკველელობა აღიარა.

image

არ არის ცნობილი, მოასწრო თუ არა მან ყველაფრის მოყოლა, თუ ზოგიერთი საიდუმლოება საფლავში წაიღო, ახლა ეშმაკებს მოუწევთ ჯოჯოხეთში მისი მოსმენა.



0
351
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0