x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ისინი მთავაზობდნენ, გავმხდარიყავი ამერიკელი. დიახ, ამერიკელი. შემომთავაზეს კოლოსალური თანხა.

image80-იანების ბოლოს დიეგო მარადონას ყველა იცნობდა. გასაკვირი არაფერია. არგენტინამ 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო დიეგო ტურნირის საუკეთესოდ დასახელდა.

არგენტინელმა ინგლისის ნაკრებს „ღმერთის ხელითა“ და სოლო რეიდით 2 დაუვიწყარი გოლი გაუტანა. მარადონა შეუჩერებელი იყო ასევე „ნაპოლიში", რომლის რიგებშიც "სკუდეტო" და უეფას თასი მოიგო.

დიეგო მარადონა "ოქროს ბურთის" მფლობელი აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ ჯილდოს 1995 წლამდე მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ.

1989 წელს, ამერიკულმა სააგენტომ International Management Group-მა ჩაატრა გამოკითხვა მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ადამიანზე, რომელშიც დიეგომ კონკურენტებს ძალიან დიდი სხვაობით მოუგო.

იმავე წელს, კომპანია დაუკავშირდა არგენტინელს და შესთავაზა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სახე გამხდარიყო. თანხმობის შემთხვევაში, ამერიკული მხარე დიეგოს 100 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. მაგრამ კონტრაქტში იყო ერთი პუნქტი, რომლითაც ისინი ითხოვდნენ, მარადონას აშშ-ს მოქალაქეობა მიეღო.

მოლაპარაკებებში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერიც მონაწილეობდა, რომელმაც პირადად დაურეკა მარადონას. დიეგომ ხელშეკრულებაზე და 100 მილიონზე უარი თქვა.

„ისინი მთავაზობდნენ, გავმხდარიყავი ამერიკელი. დიახ, ამერიკელი. შემომთავაზეს კოლოსალური თანხა, მაგრამ არგენტინელობა უბრალოდ შეუფასებელია", - აღნიშნა მარადონამ.

1
117
1-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
117
  
2020, 31 დეკემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1