x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თხილისგან გამოწვეული ალერგიით 12 წლის ბიჭუნა გარდაიცვალა
image
მწვავე ასთმით დაავადებული მოსწავლე, თხილის ჭამის შემდეგ მოულოდნელად გარდაიცვალა შობა დღეს ანაფილაქსიური შოკით, როდესაც მეგობრებთან ერთად პარკში თამაშობდა.
იუწყება Daily mail


12 წლის კეისონ ჰოლვუდი(Cason Hallwood), გასულ პარასკევს Wharton Recreation Ground- ის პარკში თამაშობდა მას შემდეგ, რაც დედასთან, სამ ძმასთან და პაპა-ბებიასთან ერთად ისადილა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა.

image

როგორც დადგინდა, ბიჭს ალერგია ჰქონდა თხილზე, ასევე ასთმა აწუხებდა, რამაც ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია, თუმცა გაკვეთის შემდეგ საბოლოოდ დადგინდება მიზეზი.




ოჯახის მეგობარმა სემ დეკრუზმა განაცხადა: ”ეს არის ის, რასაც არცერთი მშობელი არ უნდა განიცდიდეს... ნებისმიერ დღეს, მითუმეტეს შობას "


მეგობრებთან ერთად პარკში თამაშის დროს კეისონს სუნთქვა გაუჭირდა და დასახმარებლად დედას -ლუიზა ჰოლვუდს უხმო. დედამ ბავშვს უმალ ადრენალინის ავტოინექტორი გაუკეთა, შემდეგ კი სასოწარკვეთილმა დედამ სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახა.


კეისონი, ოთხი ძმიდან უმცროსი, გადაიყვანეს ლეიტონის საავადმყოფოში, მაგრამ სამწუხაროდ, ცოტა ხნის შემდეგ იგი გარდაიცვალა.




ფოტოზე:კეისონი (მარჯვნიდან მეორე) დედასთან და სამ ძმასთან ერთად.image


0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0