x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ადამიანი, რომელიც ტვინში ძვრებოდა, მემბრანით დაიბადა - 9 უცნაურობა ფროიდის ცხოვრებიდან

ფილმებში ხშირად გვინახავს სცენები, როცა დივანზე წამოწოლილი პაციენტი თავის პრობლემებზე ფსიქოლოგს ესაუბრება. ეს მეთოდი მისი დამკვიდრებულია, მისი სახელი ყველამ იცის დედამიწისზურგზე და ეს ზიგმუნდ ფროიდია. ფსიქოანალიზის მამა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი, რომლისთვისაც ისე მარტივი იყო ადამიანის აზრებსა და ფიქრებში შეღწევა, როგორც შერლოკ ჰოლმსისთვის დანაშაულის გამოძიება.


გავიხსენოთ უცნაური ფაქტები ამ დიდებული ადამიანის ბიოგრაფიიდან, უცნაურობა კი დაბადებიდან დაწყებულა:



image



1. მემბრანით დაიბადა


ზიგმუნდი იშვიათი ანომალიით დაიბადა. მისი თავი დაფარული იყო მემბრანით, თუმცა უვნებლად მოაცილეს ექიმებმა.

ზიგმუნდის დედა ამალია, სიხარულით აღფრთოვანებული იყო ამ ამბით, მას სჯეროდა იმ ფოლკლორის, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი ანომალიით დაბადეული ბავშვი დიდი მიღწევებისთვის იქნებოდა დაბადებული.




2. რვა ბავშვიდან ყველაზე უფროსი იყო



სიგიზმუნდ სოლომონ ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს. მამა იაკობი მატყლის ვაჭარი იყო, რომელსაც წინა ქორწინებიდან უკვე ორი შვილი ჰყავდა. ფროიდის დედა, ამალია, მეუღლეზე 20 წლით უმცროსი იყო. მამის ბიზნესის წარუმატებლობამ ფროიდის ოჯახი აიძულა გადასახლებულიყვნენ ფრაიბერგში, მორავიაში, ვენაში.


ფროიდს შვიდი ბიოლოგიური და-ძმა ჰყავდა, მაგრამ ის ხშირად აღწერდა თავს, როგორც დედის განსაკუთრებული რჩეული შვილი - მისი "ოქროსთმიანი სიგი".


ზიგმუნდი და დედა ამალია


”მე აღმოვაჩინე, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ მათ დედები ანიჭებენ უპირატესობას, ავლენენ თავისებურ თვითდაჯერებულობას და ურყევ ოპტიმიზმს, რაც ხშირად მათთვის წარმატების მომტანია”, - თქვა ერთხელ ფროიდმა.




3. არსებობს ვარაუდი, რომ ფროიდმა თავი მოიკლა ექიმის დახმარებით



1939 წლის ზაფხულისთვის, ფროიდი სუსტად იყო და ძლიერი ტკივილები სტანჯავდა, პირის ღრუს კიბოს გამო.


ზიგმუნდ ფროიდიფოტოზე: 1930 წლის იანვარი



1939 წლის 21 სექტემბერს ხელი ჩამოართვა მეგობარს და ექიმს, მაქს შურს და შეახსენა მისი პირობა, რომ არ იქნებოდა „უსიამოვნო წამება“. მან დაამატა, ”ახლა ეს სხვა არაფერია, თუ არა წამება და აზრი არ აქვს”.

ფროიდის ქალიშვილის, ანას, ნებართვის მიღების შემდეგ, შურმა მორფინის დიდი დოზა გაუკეთა. ფროიდი კომაში ჩავარდა და აღარ გაუღვიძია.





4. ექიმი იმიტომ გახდა, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებულიყო


როდესაც ფროიდი 26 წლის იყო, მას სიგიჟემდე შეუყვარდა 21 წლის ქალი, სახელად მართა ბერნაისი და ორი თვის შემდეგ იქორწინეს. როგორც ღარიბი სტუდენტი, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობდა, ფროიდის სამეცნიერო ლაბორატორიის სამუშაოებიდან იმდენ ფულს ვერ იღებდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინა. ”ჩემო საყვარელო გოგო, მხოლოდ ტკივილს მაყენებს იმის ფიქრი, რომ იმდენად უძლური უნდა ვიყო, შენი სიყვარული დავამტკიცო”, - სწერს ფროიდი მართას.


მათი შეხვედრიდან ექვსი თვის შემდეგ ფროიდმა მიატოვა სამეცნიერო კარიერა და გახდა ექიმი. მან სამი წელი გაატარა სწავლებაზე, ვენის ზოგად საავადმყოფოში და იშვიათად ხედავდა გერმანიაში წასულ საცოლეს. ოთხი წლის ლოდინის შემდეგ, ფროიდი და ბერნაისი დაქორწინდნენ 1886 წლის 14 სექტემბერს.


მინდა და მართა ბერნაიები და ზიგმუნდ ფროიდი


წყვილმა ექვსი შვილი გააჩინა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ფროიდს მოგვიანებით, ურთიერთობა ჰქონდა თავის ცოლის დასთან, მინა ბერნაისთან.






5. მან ჰოლივუდის მაგნატის 100 000 დოლარიან შეთავაზებაზე უარი თქვა.


1925 წლისთვის ფროიდის დიდება იმდენად ფართოდ გავრცელდა, რომ კინოპროდიუსერმა სამუელ გოლდვინმა ვენის ფსიქოანალიტიკოსს, რომელსაც მან ”მსოფლიოს უდიდესი სიყვარულის სპეციალისტი” უწოდა, შესთავაზა 100000 აშშ დოლარი, რათა დაეწერა ფილმის სცენარი ”ისტორიის უდიდესი სიყვარულის ისტორიების შესახებ”.

მიუხედავად არნახული შეთავაზებისა, ფროიდმა უარი თქვა მასზე, რადგან მან წინა წელს $ 25, 000 ჩიკაგო ტრიბუნის გამომცემლისგანაც მიიღო შეთავაზება ცნობილი კრიმინალების ლეოპოლდისა და ლოების ფსიქოანალოზის შესახებ, რისგანაც ისინი სენსაციურ მკვლელობას ელოდებოდნენ.




6. მისი ცნობილი დივანი პაციენტმა აჩუქა


ფროიდის ცნობილი დივანი


ფროიდმა ჰიპნოზი პირველად მაშინ გამოიყენე, როდესაც სამედიცინო პრაქტიკა გახსნა ვენაში 1886 წელს. შემდეგ კი ის პაციენტებს ტახტზე აწვენდა რათა მათი ტრანსში შეყვანა უფრო გამარტივებოდა.


ეს ცნობილი ტახტი აჩუქა მისმა ერთ-ერთმა მადლიერმა პაციენტმა, იმ დროისთვის ძალზედ შეძლებულმა ქალბატონმა მადამ ბენვენისტიმ, რომელმაც უთხრა, რომ თუ მისი პაციენტი იქნებოდა ტახტი რბილი და მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო. ამ ტახტს ფროიდი აფარებდა ეგზოტიკურ წითელ სპარსულ ხალიჩას ხავარდოვანი ბალიშებით.


დივანს ფროიდი გამოიყენებდა, როგორც საუბრის სამკურნალო საშუალებად, პაციენტების ფსიქოანალიზისთვის, რაც შემდგომში წესად დამკვიდრდა კიდეც.





7. მისი ოთხი და გარდაიცვალა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში


ფროიდი ებრაელი იყო და როგორც ყველა ებრაელი ისიც იდევნებოდა ნაცისტებისგან.


ზიგმუნდ ფროიდის ოჯახიფროიდების საოჯახო პორტრეტი 1876 წელი: მარცხნიდან მარჯვნივ, დგანან: პაულა, ანა, ზიგმუნდი, ემანუელი, როზა და მარი ფროიდი და მათი ნათესავი სომონ ნათანსონი. სხედან: ადოლფინე, ამალია, ალექსანდერი და იაკობ ფროიდები, დანარჩენი ბავშვები და გოგო რომელიც დგას უცნობია.




მარი ბონაპარტიმ სცადა, მაგრამ ვერ მიაღწია ფროიდის ოთხი დის გასასვლელ ვიზას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ფსიქოანალიტიკოსი გარდაიცვალა. ვენაში დარჩენილი ოთხი და, საბოლოოდ, ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს, სადაც ისინი გარდაიცვალნენ.




8. არასწორი ციტირება

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ციტატებს ხშირად იმეორებენ და ფროიდს მიაწერენ, შეიძლება არ ეკუთვნოდეს მას. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მან ოდესმე თქვა: "ზოგჯერ სიგარა მხოლოდ სიგარაა". ფროიდი სიგარის მწეველი იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში, მისი ბიოგრაფის ერნესტ ჯონსის თქმით, დღეში 20-მდე ღერს ეწეოდა.




9. იცოდა ბევრი ენა

ფროიდი სერიოზული პოლიგლოტი იყო, იცოდა გერმანული, იტალიური, ბერძნული, ინგლისური ესპანური, ებრაული და ლათინური.



ზიგმუნდ ფროიდი - ასაკები









0
164
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0