x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ჰამამი ნასრაბადი, ირანელი უნიჭიერესი მხატვარი ქალი, რომელიც შშმ პირია და ფეხის თითების დახმარებით შედევრებს ჰქმნის

image შეზღუდული შესაძლებლობა არაა ცხოვრების დასასრული, ამისი მაგალითია ირანელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 31 წლის ირანელი მხატვარი ქალი ჰამამი ნასრაბადი, რომელიც საერთოდ ვერ იყენებს ხელებს, სამაგიეროდ ფეხის თითების დახმარებით შედევრებს ჰქმნის.
როცა პირველად ვნახე ჰამამი და მის გვერდით ცნობილი პორტუგალიელის სურათი ვიფიქრე, რომ ჰამამი უბრალოდ მისი გულშემატკივარი იყო, მაგრამ როცა თვალი გადავავლე მის "ინსტაგრამ" გვერდს ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, ეს ადამიანი გენიოსია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ვფიქრობ მე უფრო ვარ უნარშეზღუდული ვიდრე ეს ადამიანი რაშიც ამ ქალბატონის ნახატები დაგარწმუნებთ.
ფეხის თითებით ასეთი სიზუსტით დახატო ადამიანი ჩემთვის და ვფიქრობ ბევრისთვისაც წარმოუდგენელიც კია.
ჯერ როგორია ფეხით თითებით კოლოფიდან ამოიღო ფანქარი, მერე ის ისე დაიკავო მისი დახმარებით ხატვა დაიწყო და დახატო ისეთი სიზუსტით, ხშირ შემთხვევაში ნახატი სურათისაგან ვერ გაარჩიო.
ბევრს არ ვისაუბრებ ამ ნიჭიერ ადამიანზე, პირდაპირ შემოგთავაზებთ ფოტოკოლაჟს მისი ნამუშევრებიდან.
image კრიშტიანუ რონალდუს სურათის დახატვის დასრულებისას.
image ჰამამი მის მიერ დახატულ ლიონელ მესის სურათთან.
image ეს ფოტოაპარატით გადაღებული მარადონას სურათი არ გეგონოთ, ჰამამის მიერ დახატული სურათია.
image დამეთანხმებით უდაოდ ნიჭიერი ადამიანის მიერ შექმნილი, უთბილესი ნახატია, თუმცა თავიდან სურათი უფრო მეგონა ვიდრე ნახატი.
image ჰამამის ფეხის თითებით შექმნილი კიდევ ერთი სილამაზე.
image მოქალაქეების საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი, დოქტორი იანგ ხუნ კვააკი ხელზე კოცნის ირანელ ხელოვანს.
image ჰამამის მიერ დახატული პაულ პოგბას სურათი.
image თავად ჰამამი
image როგორ ხატავდა ჰამამი მესის პორტრეტს.
როგორ იქმნებოდა ფეხის თითების დახმარებით რონალდუს პორტრეტი.









0
140
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0