x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"სახლი-2"-ის ყოფილი ვარსკვლავი ნანობს,რომ მკერდი გაიდიდა და ქალებს რჩევას აძლევს
image

გოგონამ, რომელსაც მეტსახელად "სილიკონის დედოფალი" შეარქვეს, საკუთარ გარეგნობაზე შეხედულება შეიცვალა.


"სახლი -2" -ის(Дома-2 ) ყოფილმა ვარსკვლავმა, 30 წლის რიტა კერნმა ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა ქალის სილამაზეზე. რვა ნომერი მკერდის ზომის და თოჯინის მსგავსი გარეგნობის ქალმა განაცხადა, რომ გოგონებმა არ უნდა დაარღვიონ თავზე მოხვეული სტანდარტები, რადგან ისინი თავისთავად ლამაზები არიან.

image


" პლასტიკური ქირურგიისა და სხეულში ნებისმიერი ცვლილების წინააღმდეგი ვარ! აი ასეთ დასკვნამდე 30 წლის ასაკში მოვედი! იმედი მაქვს, გოგონები მოისმენენ ჩემს აზრს და გამოცდილებას. ქალი, ისედაც თავისთავად ლამაზია. მაგრამ სამყარო და კაცები სულ სხვა რამეს გვაკისრებენ, ისინი ამბობენ, რომ შენ უნდა იყო გამხდარი, ცელულიტის გარეშე, გქონდეს დიდი ძუძუები, უნდა იმშობიარო და მაშინვე ფორმაში უნდა ჩადგე, მოდელივით უნდა გამოიყურებოდე. მაგრამ ეს ასე არ არის".-წერს რიტა კერნი.

image

რიტამ ისისც აღნიშნა, რომ რუსეთში ბევრი ქალია, რომლებსაც არასრუფასოვნება აწუხებთ, ისინი ცდილობენ თავიანთი გარეგნობა შაბლონებს მოარგონ, მაგრამ ამავე დროს მარტონი რჩებიან.

image

მისი დამოკიდებულება სილამაზის მიმართ შეიცვალა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პატარა მკერდი, მუცელი, ცელულიტი და დიდი თეძოები ნორმალურია.

ყოფილი სატელევიზიო ვარსკვლავი 8 ნომერი მკერდით ახლა ნანობს, რომ თავის დროზე ქირურგის დანის ქვეშ დაწვა. .

0
327
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0