x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცნობმა ქალმა ბიჭუნას სათამაშო აჩუქა,ბავშვის დედა ატირდა,როდესაც გაიგო მიზეზი
image

ბრიტანელი ჩელსი რობინსონი თავის შვილ კიანთან ერთად სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს სეირნობდა, როდესაც მათ უცნობი ქალბატონი მიუახლოვდა და მის შვილს დიდი ფუმფულა სათამაშო აჩუქა. თავიდან დედა, როგორც მშობელს შეეფერება, ძალიან ფრთხილად მოეკიდა მოულოდნელ საჩუქარს, თუმცა ამაოდ.


ჩელსი ქალაქ მანჩესტერიდან ხუთი წლის შვილთან ერთად უახლოეს სავაჭრო ცენტრში წავიდა მოახლოებული დღესასწაულებისთვის მარაგის შესავსებად. როგორც კი დედა-შვილი მანქანიდან გადმოვიდა, უცნობი ქალი მიუახლოვდა მათ ყუთით ხელში. მან საუბარი უცნაური კითხვით დაიწყო.


"უცნობი ქალი მე და კიანის მოგვიახლოვდა და მკითხა, უყვარს თუ არა ჩემს შვილს სათამაშოები. ვუთხარი, რომ უყვარდა და ვკითხე, რატომ უნდა იცოდეს მან ამის შესახებ?თავიდან მეგონა, რომ ის აპირებდა ჩემთვის რაღაც ნაგავის მოყიდვას".



მაგრამ ამის ნაცვლად, ქალმა კიანუს უბრალოდ გადასცა ყუთი დიდი ფუმფულა სათამაშო დათვით ისე, რომ არაფერი მოითხოვა სამაგიეროდ.

image

ბავშვის დედა ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა და ჰკითხა, რამ უბიძგა მას ამის გაკეთება. უცნობის პასუხზე ახალგაზრდა დედას ცრემლები წასკდა.



"მან თქვა, რომ მისი შვილი რამდენიმე წლის წინ ამ ადგილზე დაიღუპა - ახლა კი ის ყოველ წელს სავაჭრო ცენტრში ორი სათამაშოს ყიდულობს: ერთს მისი გარდაცვლილი შვილისთვის და მეორეს უცნობი ბავშვისთვის. ასე მიაგებს პატივს ქალი უდროოდ დაღუპულ შვილს".

image

როგორც ჩელსიმ აღიარა, ქალის კეთილი ჟესტი მისთვის მისწრება იყო, რადგან. 2020 წელი რთული იყო მათი ოჯახისთვის - კიანის მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

image

"დიდი ხანია, ასეთი სიკეთე არ მიგვრძნია, რომელიც იმ უცხო ქალმა მაგრძნობინა. მადლობა მას. ვერ ვივიწყებ ამ სიტუაციას და ცრემლებს ძლივს ვიკავებ."


კიანს სათამაშო ძალზე გაუხარდა. უკვე რამდენიმე დღეა ის განუწყვეტლად თამაშობს იმ დათუნიათი, რომელიც უცნობმა ქალმა აჩუქა.

image


1
444
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
444
  
2020, 30 დეკემბერი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1