x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"იპოლიტე ხვიჩია ხშირად წუწუნებდა." საინტერესო ისტორია იპოლიტე ხვიჩიას შესახებ

image"იპოლიტე ხვიჩია ხშირად წუწუნებდა, ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ იქ მისვლასო.
ერთხელაც, "ფეოლას" გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მოვიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო... წავედით... შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. არ შევიმჩნიეთ და სამგლოვიარო სახეებით ავუყევით კიბეს.

შედგა თუ არა ოთახში იპოლიტემ ფეხი, იყვირა ჭირისუფალმა: "დედა, ეს ვინ მოვიდა! იპოლიტე, შენ შემოგევლე!.. სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, "ბურთი და მოედანში" "ტრუსიკით" რომ დარბის?.." ატყდა ხორხოცი... მერე ვშაყირობდით: "ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი, გავხედეთ და, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდი!" ამის შემდეგ იპოლიტეს ფეხი პანაშვიდზე აღარ ყოფილა.

1
1121
6-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
1121
  
2020, 30 დეკემბერი, 2:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1