x
image
მაია 24
30 დეკემბერს წლის უკანასკნელი სავსემთვარეობაა - ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image


30 დეკემბერს სავსემთვარეობას ველოდებით კირჩხიბის ზოდიაქოში.


რად­გან სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კირჩხიბ­შია, მზე ახლა თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში ხვდე­ბა და ისი­ნი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ კირჩხი­ბის თე­მებს, ესე­ნია: სახ­ლი, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი; ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, წი­ნაპ­რე­ბი; გე­ნე­ტი­კუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა, ოჯა­ხუ­რი კარ­მა, წი­ნაპ­რებ­თან კავ­ში­რი; ად­რე­უ­ლი ბავ­შვუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ბავ­შვო­ბის ტრავ­მებ­თან მუ­შა­ო­ბა, ში­ნა­გა­ნი ბავ­შვი, და­ფეხ­მძი­მე­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა; სა­კუ­თა­რი თვი­სე­ბე­ბის - ცვა­ლე­ბა­დო­ბა, ბუ­ტი­ა­ო­ბა, ჯუ­ჯღუ­ნი, მე­ლან­ქო­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ვერ მი­ღე­ბა - გა­მოს­წო­რე­ბა; ისე­თი თვი­სე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა: ემ­პა­თია, გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა და მათ­ზე ზრუნ­ვა; რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა. არ­ქე­ტი­პი: აღ­მზრდე­ლი, დედა, დი­ა­სახ­ლი­სი, მომ­ვლე­ლი, მზა­რე­უ­ლი.


სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს - 30 დე­კემ­ბერს, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, მზე და მთვა­რე ერ­თმა­ნეთს უპი­რის­პირ­დე­ბა. ადა­მი­ა­ნებს შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ნუ მო­ინ­დო­მებთ შე­უ­თავ­სებ­ლის შე­თავ­სე­ბას. და ამას­თა­ნა­ვე, ეს დღე მო­ი­თხოვს, რომ არ გა­დავ­ვარ­დეთ ილუ­ზი­ებ­ში, მო­ვე­რი­დოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებს და თა­ვა­დაც გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ, ნუ გა­მო­ვავ­ლენთ სი­ძუნ­წეს, ნუ მი­ვი­სა­კუთ­რებთ იმას, რაც ჩვე­ნი არაა. ფული ხარ­ჯეთ ზო­მი­ე­რად, ბანკთან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქ­სი­მა­ლურ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ რამე ძვი­რად ღი­რე­ბულს ყი­დუ­ლობთ ან ფული უნდა გა­და­რი­ცხოთ.



ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა მო­ეჩ­ვე­ნოს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლია, ან იყოს უკ­მა­ყო­ფი­ლო, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, რაც ხდე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. შე­საძ­ლოა სა­კუ­თარ თავ­ში ეძე­ბოთ დამ­ნა­შა­ვე ან სხვე­ბი და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ. გირ­ჩევთ, ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­მა­კა­ცე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით მოგ­მარ­თავთ, რომ არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ქა­ლებ­თან, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან.


სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ალ­კოჰოლ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ეს გაფრ­თხი­ლე­ბა იან­ვრის და­სა­წყი­სამ­დე გრძელ­დე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბით იყა­ვით მე­დი­კა­მენ­ტებ­თან და ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან.


ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა უჩ­ვე­უ­ლო გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვოს იმ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, რაც დიდი ხანი აწუ­ხებ­და. მო­ი­ცი­ლეთ ცუდი გან­წყო­ბა, არ იწუ­წუ­ნოთ და არა­ვინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლოთ თქვენს უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში. პი­რი­ქით, იყა­ვით ოპ­ტი­მის­ტურ, სა­სი­ხა­რუ­ლო გან­წყო­ბა­ზე, ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბიც გა­ამ­ხი­ა­რუ­ლოთ, ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ავ­ლი­ნეთ გუ­ლუხ­ვო­ბა. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე დღე­ზე (2-3) იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, ეცა­დეთ, სა­ა­ხალ­წლოდ ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რი შინ შეკ­რი­ბოთ, დე­დე­ბი­სა და ბე­ბი­ე­ბის რე­ცეპ­ტით მო­ამ­ზა­დეთ კერ­ძე­ბი. შინ ოჯა­ხუ­რი, თბი­ლი გა­რე­მო შექ­მნათ და იზ­რუ­ნოთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე.


სასურველია, წაიკითხოთ ინფორმაცია თქვენი მზის, ასცენდენტისა და მთვარის ნიშნის მიხედვით.


  • ვერძი

შინ შექმენით მშვიდი, ჰარმონიული, თბილი და ტკბილი გარემო. მოამზადეთ თქვენი საფირმო კერძები, მორთეთ სახლი. იზრუნეთ ბავშვებზე, მშობლებზე, ბებია-ბაბუაზე. გამოავლინეთ სიკეთე და პატივისცემა მათ მიმართ. შეეხმიანეთ ნათესავებს, ონლაინ მაინც, თუ რეალურად ვერ შეხვდებით. გადახედეთ პირად ნივთებს, მოაწესრიგეთ. გაიხსენეთ რა იყო ღირებული ამ წელს და რისი მიღწევა გსურთ 2021-ში.


  • კურო

გააუმჯობესთ დამოკიდებულება და-ძმებთან, მეგობრებთან, მეზობლებთანაც. შეეხმიანეთ ერთმანეთს. ზოგი მიიღებს სასარგებლო ინფორმაციას. გახშირდება ზარები და მიმოწერა. ზოგიერთმა შეიძლება ახალი ცოდნის მიღება გადაწყვიტოს. დაარეგულირეთ ურთიერთობა თქვენთვის საჭირო ადამიანებთან, ვისთანაც მომავალში თანამშრომლობას აპირებთ.


  • ტყუპი

ძირითადი საკითხი იქნება ფული. ჩამოწერეთ საყიდლების, საჩუქრების სია, რაც ახლა უნდა შეიძინოთ და მომავალ წელსაც. აგრეთვე, იმ საქმეებისა და ქმედებების, რაც მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. დაიცავით ბალანსი შემოსავალ-გასავალს შორის. ზოგიერთმა შეიძლება ფული სარფიანად დააბანდოს. გადახედეთ თქვენს შესაძლებლობებს (ხელსაქმე, ცოდნა), რამ შეიძლება მოგიტანოთ დამატებითი შემოსავალი.


  • კირჩხიბი

როგორც წესი, მუდამ სხვებზე ზრუნავთ, მაგრამ ამ სავსემთვარეობაზე საკუთარი თავი უნდა დააყენოთ სხვებზე წინ. შეგიძლიათ შეიცვალოთ ჩაცმის სტილი, გარეგნობა, ვარცხნილობა მაინც. საოჯახო საქმეებიც სხვებს გადაუნაწილეთ, თავად კი უხელმძღვანელეთ. დაფიქრდით, შეიძლება ისეთი იდეები გაქვთ, რისი განხორციელებაც ადრე წარმოუდგებელი იყო, ახლა კი შესაძლებლობა გეძლევათ. იაქტიურეთ, გამარჯვება მხოლოდ თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.


  • ლომი

იოცნებეთ, იფანტაზიორეთ, რა სურს თქვენს სულსა და გულს რეალურად. მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამ სავსემთვარეობაზე ცოტა ხნით უნდა განმარტოვდეთ, ჩაიხედოთ საკუთარ თავში, რა უნდა განახორციელოთ მომავალში. ეცადეთ, ამ 2 კვირის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ გარშემო მყოფებს (ფულით, სამოსით, პროდუქტებით). იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


  • ქალწული

კარგი იქნება, თუ საახალწლოდ შინ მიიპატიჟებთ მეგობრებს (ვირტუალურად მაინც), თანამოაზრეებს. გართობასთან ერთად შეგიძლიათ სამომავლო იდეებიც კი განიხილოთ და ახალი პროექტები დასახოთ. როგორც წესი, მუდამ სხვებზე ზრუნავთ და ახლა მადლიერებით მიიღეთ დახმარება და მზრუნველობა მეგობრებისგან.


  • სასწორი

პირველ რიგში სამსახურის საქმეები უნდა მოაგვაროთ, დაწყებული პროექტები დაასრულოთ. ახალ წელს გართობისა და მხიარულების ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ. თუნდაც სამომავლო გეგმების შესადგენად. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ, კარიერის თვალსაზრისისთ. ზოგს კი საინტერესო ბიზნეს შემოთავაზებები გელით. გადახედეთ წარსულ წელს და გამოიტანეთ სწორი დასკვნები, რათა დასახოთ მომავლის გეგმა. დაკავებულობის მიუხედავად, ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს მზრუნველობას და მოუწყევთ მათ დღესასწაული.


  • მორიელი

მასშტაბურად შეხედეთ მოვლენებს. შეიძლება, სწორედ ამ სავსემთვარეობაზე აღმოაჩინოთ ის პერსპექტივები, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. კარგი პერიოდი დგება ჩანაფიქრის რეალიზებისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან და მათგან რჩევასაც კი მიიღებთ. დაუთმეთ დრო სულიერ განვითარებას. შანსი მოგეცემათ, რომ მიიღოთ მეტი განათლება. შესაძლოა მიიღოთ საზღვარგარეთ გამგზავრების შანსიც.


  • მშვილდოსანი

იზრუნეთ პარტნიორულ ფინანსებზე, მოაგვარეთ საბანკო და სადაზღვევო საკითხები. კაპიტალდაბანდება და ინვისტიცია დიდ ყურადღებას საჭიროებს. ზოგიერთი მიხვდება, რომ რაღაც უნდა მიატოვოს, წარსულში დატოვოს. ჩამოყალიბდით, ფული რამ (ნიჭი, შესაძლებლობა) უნდა მოგიტანოთ. ერთი სიტყვით, მომდევნო ორი კვირის მთავარი თემა ფინანსები გახდება.


  • თხის რქა

დააკვირდით თქვენს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს. თუ მარტოხელა ხართ, გადახედეთ გარემოცვას, ვინ გინდათ, რომ იყოს თქვენ გვერდით. ზოგიერთს მოგინდებათ ხანგრძლივი და ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა. საყვარელ ადამიანს ხშირად მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი, გაანებივრეთ საჩუქრებით. თუმცა, სხვაზე ზრუნვაში საკუთარ თავს ნუ დაივიწყებთ.


  • მერწყული

ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა. მომავალ წელს უამრავი საქმე და პროექტი გელოდებათ, ამიტომ, უმჯობესია, თადარიგი აქედანვე დაიჭიროთ და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებელი, იმუნიტეტის გასაძლიერებელი პროცედურები ჩაიტაროთ. გამონახეთ დასვენების, დაძაბულობის მოხსნის შესაძლებლობა. დაფიქრდით, იქნებ, დღის განარიგი (ძილი, ჭამა) ითხოვს შეცვლას. კოლეგებთან გირჩევთ, კარგი დამოკიდებულება გქონდეთ.


  • თევზები

მომდევნო ორ კვირაში რომანტიკული თავგადასავლების, გართობის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების პერიოდი დაგიდგებათ. მეტი დრო გაატარეთ თქვენს შვილებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად. მიეცით თავს უფლება, რომ ბავშვივით იმხიარულოთ და იყოთ ბედნიერი. ჩაერთეთ ყველა კონკურსში, კარნავალში. შეგიძლიათ თავადაც მოაწყოთ მხიარულება. საყვარელი ადამიანი კი ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული საღამოებით.


ასევე ნახეთ:


ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის


2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში


2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



როგორ შევხვდეთ 2021 წელს, რომ წარმატება მოგვიტანოს - ჩაცმულობა, ნაძვის ხე, საჩუქრები და საახალწლო რიტუალები



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"



დაბადების დღის "მაგია" - რა უნდა გავაკეთოთ 7 დღით ადრე და მომდევნო 12 დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერი ვიყოთ


წლის ბოლო მზის დაბნელება და ახალი ეპოქის დასაწყისი 21 დეკემბრიდან - რისთვის უნდა მოემზადონ ზოდიაქოს ნიშნები


2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!


ბედნიერების პლანეტა იუპიტერი მერწყულში გადავიდა - ზოდიაქოს 7 ნიშანი, რომელზეც ეს მოვლენა ყველაზე მეტად იმოქმედებს


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
770
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
770
  
2020, 30 დეკემბერი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1