x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ექსპერტები: 2028 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს გაასწრებს და პირველ ადგილზე გადავა
image
გაერთიანებულ სამეფოში ბაზირებული ეკონომიკური და ბიზნესის კვლევის ცენტრის (CEBR) მოხსენების თანახმად, ჩინეთი 2028 წლისთვის, ანუ ვადამდე 5 წლით ადრე, გაუსწრებს ამერიკას და გახდება მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა.


ანალიტიკოსების აზრით, ამას ხელს უწყობს ჩინეთის ხელისუფლების ეფექტური ბრძოლა პანდემიასთან.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული უკუგების შემდეგ, 2030 წლისთვის ინდოეთი ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.


CEBR ტრადიციულად ყოველ წლის 26 დეკემბერს აქვეყნებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური რეიტინგის ცხრილს.



მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი პირველი იყო, რომელსაც კოვიდ -19-მა დაარტყა, სწრაფი და მკაცრი ზომების მიღებით, ეპიდემია კონტროლს დაექვემდებარა, ამიტომ ჩინელებს არ სჭირდებოდათ დამატებითი ჩაკეტვები, რომელმაც ევროპის პარალიზება გამოიწვია და მძიმე დარტყმა მიაყენა მის ეკონომიკას. შედეგად, გასულ წელს ჩინეთმა თავიდან აიცილა ეკონომიკური ვარდნა და 2% -იანი ზრდაც კი დააფიქსირა. ამ ფონზე, ამერიკის ეკონომიკამ გაცილებით მძიმე დარტყმები განიცადა, იქ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა მსოფლიოში.



CEBR– ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური კონკურენცია და რბილი ძალის გამოყენება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკვე დიდი ხანია გლობალური ეკონომიკის მთავარი მახასიათებელია.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2021 წელს პანდემიის დასრულების შემდეგ 2022-24 წლებში ამერიკის ეკონომიკა 1, 9% -ით გაიზრდება, შემდეგ კი შენელდება და დაიწევს 1, 6% -მდე. ამავე დროს ჩინეთის ეკონომიკას 2025 წლამდე ყოველწლიურად 5, 7% –იანი ზრდა ექნება და მხოლოდ ამის შემდეგ ის მცირედით შენელდება 4, 5% –მდე 2026-2030 წლებში.


თუმცა საშუალო ჩინელი მაინც ფინანსურად ბევრად უფრო ღარიბი იქნება, ვიდრე საშუალო ამერიკელი, რადგან ქვეყნის მოსახლეობა ამერიკელებზე 4-ჯერ მეტია.






1
148
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
2020, 30 დეკემბერი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1