x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცნობილი ველური დასავლეთი და მისი ბორდელების ისტორიები (+ფოტოსურათები)

ველური დასავლეთის ბორდელების ქსელმა განვითარება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. სალუნები, რომლებიც კოვბოებისთვის განკუთვნილ ბარებს წარმოადგენდა, გახდა დაბალი თვითშეფასების ქალებისთვის სამუშაო ადგილი.image

სალუნები ჩნდებოდა ყველგან, სადაც იყვნენ მამაკაცები და იყო ბევრი ვისკი, თავდაპირველი სალუნები კი საერთოდ გაშლილ კარვებს წარმოადგენდა.image

მართალია სალუნები და ქალები ერთმანეთისგან განუყოფლები იყვნენ. მაგრამ ყველა ამდაგვარი ბარი ბორდელი არ ყოფილა, ზოგიერთ მათგანში უბრალოდ მოცეკვავეებად ჰყავდათ ქალები.image
image

1850 წელს კალიფორნიის მოსახლეობის 93% მამაკაცი იყო, ხოლო ნევადას შტატში 1860 წელს დარეგისტრირებული იყო 2306 მამაკაცი და მხოლოდ 30 ქალი. ამიტომაც ქალებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იყო. მათგან ნებისმიერ ქალს შეეძლო დაეწყო “კომერციული" საქმიანობა და ძალიან დიდი შემოსავალიც მიეღო ამით.image

სალუნებში მომუშავე ქალების ყოველთვიური შემოსავალი 200 დოლარამდე ადიოდა, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი ქალების შემოსავალი 50 დოლარი იყო.image

ქალები, რომლებიც თავისუფლების, ფულის და წარმატების ძიებაში იყვნენ, ხშირად მიდიოდნენ ამდაგვარ დაწესებულებებში სამუშაოდ. პირველ სართულზე ბარი იყო, რომელოთა კლიენტებიც ბანდიტები, ხულიგნები და მონადირეები იყვნენ, მეორე სართულზე ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ დაქირავებულ ოთახებში, მესამე სართული კი მთლიანად ქალებს ეკუთვნოდათ თავიანთი “ბიზნესისთვის".image

ბევრი მათგანი ველურ დასავლეთში საკმაოდ გავლენიანი ხდებოდა, მაგალითად ჯოსი არლინგტონი რომელმაც საკუთარი სალუნების ქსელი გახსნა.image

მიუხერდავად ცუდი რეპუტაციისა, სალუნების მფლობელები ხშირად ეწეოდნენ ქველმოქმედებას, ეხმარებოდნენ სკოლებსა და საავადმყოფოებს.image

იმისათვის, რომ ქალებს ოჯახის გვარი არ შეერცხვინათ, ისინი ფსევდონიმებს იღებდნენ, როგორიცაა მაგალითად, ჯეინი ღორის ძვალი", “რბილი თხრილი", “ტკბილი ენი" და სხვა ამდაგვარი სახელები.image

ბორდელებში მომუშავე ქალები საკმაოდ გავლენიანები იყვნენ, ისინი დებდნენ თანხას ახალგახნილ ბანკებში, ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, იღებდნენ კრედიტებს.imageimageimageimageimage



ბორდელებში მომუშავეებს შორის იყო თავისი იერარქია, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ რა თქმა უნდა ლამაზი ქალები. ასევე წითური, ახალგაზრდა გოგონები.image

ზოგიერთი ბორდელი ძალიან ღარიბული იყო. კლიენტები თავს უფლებას აძლევდნენ, რომ გოგონები ეცემათ, ოთახი დაელეწათ და ა. შ.image

მეძავების უმეტესობა ახალგაზრდა ასაკში კვდებოდა. სიკვდილის მიზეზი ხშირად იყო ტუბერკულოზი, სიფილისი, აბორტი. ხშირი იყო თვითმკვლელობაც, ოპიუმის ზედოზირება, კონკურენციის გამო სხვების მოკვლა და ა. შ.image

გოგონები დღეში საშუალოდ 80 კლიენტს ემსახურებოდნენ. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა XX საუკუნეში, როდესაც დემოგრაფიული სხვაობა შემცირდა, მოთხოვნა ბორდელებზე დაეცა, ამას თან დაერთო ახალი კანონები და სალუნები და ბორდელები ფაქტობრივად აიკრძალა.image

0
725
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0