x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134374
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დიზაინერმა ერთოთახიანი ბინა გადააკეთა და შესანიშნავი შედეგი მიიღო
ერთოთახიან ბინაში ყველაფრის მოთავსება ადვილი საქმე არაა, განსაკუთრებით თუ თავისუფალი სივრცის დატოვებაც გსურთ. გამოცდილების, კრეატიული მიდგომის და თანამედროვე გადაწყვეტილებების დახმარებით დიზაინერს მაქსიმალურად რაციონალური ინტერიერის მოფიქრება შეუძლია.

image

ასე ერთ–ერთმა დიზაინერმა ერთოთახიანი ბინა ოროთახიანად გადააკეთა, საძინებელი ოთახი და სამზარეულო–მისაღები გამოყო. ოთახებში დიდი ადგილი არ დარჩა, მაგრამ თითოეული მეტრი მაქსიმალურად კარგად მოიფიქრეს.

image


სამზარეულო–მისაღებ ოთახში განთავსებულია სამუშაო ადგილი ჩაშენებული კარადით, ჩამონტაჟებული გაზქურით და ღუმელით, ასევე მაცივრით. მოპირდაპირედ პატარა მრგვალი სასადილო მაგიდა დადო კომფორტული კომპაქტური სკამებით. გვერდით დევს დიდი დივანი დასასვენებლად და სტუმრების საწოლად. დიზაინერმა ეკო–მოტივები გამოიყენა: ბუნებრივი დახშული ჩრდილები და ნატურალური მასალები.

image

საინტერესოდ გამოიყურება შემოსასვლელი. სარკისებრი ფასადი ვიწრო კარადას მალავს, რომელიც შევსებულია ტანსაცმლის საკიდით. ფეხსაცმლის კარადა გათვალისწინებული არაა, მაგრამ აშკარად აკლია, რადგან ქუჩის ფეხსაცმელებს ინტერიერის გაფუჭება შეუძლიათ.

image

სველ წერტილში აბაზანის ნაცვლად კომპაქტური და პრაქტიკული საშხაპე კაბინაა დამონტაჟებული, რომელიც ერთ მხარეს მინით არის გადატიხრული.

image

მთავარ გამად შერჩეულია ნეიტრალური ღია ნაცრისფერი, რომელიც სივრცეს ვიზუალურად აფართოებს. ჩაშენებულ შენახვის სისტემაში პირადი ჰიგიენის დამალვა შეიძლება.

image

საძინებელიც ეკო სტილშია მოწყობილი. მოსახერხებელი და საკმაოდ დიდი საწოლი – 160x200 სმ. მის გვერდით ორიგინალური ხის მაგიდაა. ფანჯრის რაფაზე კომფორტული ზონაა დასასვენებლად და წასაკითხად. ინტერიერში წიწვოვანი ტყეების შპალერი ორგანულად არის შერწყმული.

image

აი, ასეთი კომფორტული ბინა გამოვიდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქმარმა ცოლს სამზარეულოს რემონტი აჩუქა. მოდური და კომფორტული გამოვიდა!

image

ეს სახლი 500 წლისაა. შიგნიდან ნახვისას მეტყველების უნარს დაკარგავთ

image

სახლი იაპონიაში - არ დაიჯერებთ, მაგრამ შიგნიდან უფრო დიდია, ვიდრე გარედან

image

თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ

image

მოდური მინიმალიზმი: გერმანიაში გადაუმუშავებული მასალებისგან სახლი ააშენეს

image

0
287
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
287