x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გაიქცა "კგბ"-ს ჯაშუში ლონდონის ციხიდან
image

რუსეთში 98 წლის ასაკში გარდაიცვალა სუკის(კგბ) ორმაგი ჯაშუში ჯორჯ ბლეიკი-ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეცსამსახურის თანამშრომელი, რომელიც საბჭოთა კავშირის მხარეზე გადავიდა.


"დღეს აღესრულა დაზვერვის ლეგენდარული ოფიცერი, რუსეთის საგარეო დაზვერვის გადამდგარი პოლკოვნიკი ჯორჯ ბლეიკი. მას გულწრფელად უყვარდა ჩვენი ქვეყანა, აღფრთოვანებული ჩვენი ხალხის გმირობით დიდ სამამულო ომში”, -ციტირებს ТАСС-ი -საგარეო დაზვერვის პრეს ბიუროს ხელმძღვანელის, სერგეი ივანოვის სიტყვებს.


ჯორჯ ბლეიკი 1950-იანი წლებიდან მოყოლებული ორმაგი აგენტი იყო, ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის ჯაშუში, ხოლო მეორე მხრივ ბრიტანეთის დაზვერვის MI6-ის აგენტი, რომელიც ნიდერლანდის წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობდა.



სწორედ ბლეიკისგან გაიგო საბჭოთა დაზვერვამ ბერლინის მიწისქვეშ საიდუმლო გვირაბის გათხრის შესახებ, მოკავშირეები აპირებდნენ 450-მეტრიანი გვირაბის გათხრას და შიგნით მოსასმენი მოწყობილობების დაყენებას, რათა ჩაეწერათ ყველა საბჭოთა მოლაპარაკება.


საბოლოოდ ბრიტანელებმა და ამერიკელებმა ძალიან დიდი თანხა დახარჯეს ამ გვირაბის აშენებაზე, თუმცა საბჭოთა დაზვევრვის წყალობით ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

image

1959 წელს ბლეიკი გასცა პოლონეთის დაზვერვის სპეცსასამახურის აგენტმა მიხალ გოლენევსკიმ, რომელიც ცსს-ს(CIA) მხარეზე გადავიდა. 1961 წელს დახურული სასამართლო პროცესზე ჯორჯ ბლეიკს მიესაჯა 42 წლით თავისუფლების აღკვეთა, თითო წელი თითოეული მოკლული აგენტისთვის, როგორც მაშინდელი გაზეთები წერდნენ.


გაქცევა


ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, ბლეიკი მიხვდა, რომ მას არ ჰქონდა შანსი, გათავისუფლებულიყო აგენტების გაცვლის გზით.

თანასაკნელები ბრეიკს კარგად ეპყრობოდნენ და ამბობდნენ, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. განსაკუთრებით ბლეიკი დაუახლოვდა სამ პირს: შონ ბურკს, მაიკლ რენდლის და პატრიკ პოტლს.სწორედ ისინი დაეხმარნენ გაქცევის ორგანიზებაში.

პატ პოტლი და მაიკლ რენდლი ბირთვული შეიარაღების წინააღმდეგობის აქტივისტები იყვნენ, ხოლო ბურკი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის აქტივისტი, სწორედ ის იყო ბრეიკის გაქცევის მთავარი ინიციატორი, თუმცა მას ფული არ ჰქონდა, ისევე როგორც მის თანასაკნელებს. პატიმრება მოახერხეს რეჟისორ ტონი რიჩარდსონთან დაკავშირება, რომელმაც იმ წელს „ოსკარი“ აიღო. რეჟისორი ცნობილი იყო თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და საბჭოთა ჯაშუშს გასაქცევი ფული მისცა.

გაქცევას რამდენიმე თვე გეგმავდნენ. ბურკმა, რომელმაც მოიხადა უკვე სასჯელი და ბლეიკს ნახულობდა ხოლმე, ჩუმად გადასცა პორტატული რაცია.


კვირაობით, ყველა პატიმარი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი კინოდარბაზში შედიოდა, რათა ფილმი ენახათ.


1966 წლის 22 ოქტომბერს, წვიმიან ღამეს, ბლეიკი უჩუმრად გამოვიდა დარბაზიდან, გაიარა დერეფანი, აცოცდა ფანჯარაზე, რომელსაც გისოსები არ ჰქონდა და გადახტა ციხის ეზოში.

image

ბლეიკი ყოველ მოქმედებას რაციით აწვდიდა ბურკს და პოტლს, რომლებიც მას გარეთ ელოდნენ. ციხის კედელის სიმაღლე 7 მეტრი იყო, მეგობრებმა ბლეიკს თვითნაკეთი თოკის კიბე გადაუგდეს თუმცა მეორე მხარეს გადახტომის დროს, უხერხულად დაეცა, რა დროსაც სახე დაიზიანა და ხელი მოიტეხა.


ბურკი და პოტლი საგონებელში ჩავარდნენ, პატიმრის გადამალვის გარდა მათ უნდა მოეძებნეათ ისეთი ექიმიც, რომელიც მათ არ გასცემდა.


ჯაშუშის მეგობრებმა ექიმის პოვნაც მოახერხეს და ბლეიკი მეგობრიდან მეგობრის სახლში გადაადგილდებოდა.


ბრიტანეთში მისი დარჩენა არ იყო უსაფრთხო. პოტლმა და რენდლმა შეიძინეს საოჯახო ფურგონი, სადაც ბლეიკისთვის საიდუმლო ოთახი გააკეთეს – ოთახი სავარძლების ქვემოთ იყო. კიდევ უფრო მეტი უსაფრთხოებისთვის, ამ სავარძლებზე რენდლის ბავშვები ისხდნენ, რათა მესაზღვრეებს ეჭვი არ ჰქონოდათ.

image

ამავე ფურგონით რენდლების ოჯახმა "მოგზაურობის" საბაბით ბელგიის საზღვრამდე მიაღწია, იქიდან ბორანით გდრ-ის საზღვარს მიაღწიეს, სადაც ბლეიკმა მარტომ გადაწყვიტა გდრ-ს საზღვრის გადაკვეთა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, სრულიად შემთხვევით იმ დროს საზღვრის იმ მონაკვეთზე იმყოფებოდა საბჭოთა ოფიცერი, რომელიც ადრე ბლეიკთან მუშაობდა და იცნო იგი.


ბლეიკი მალევე მოსკოვში გადაიყვანეს, გაშორდა ცოლს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

image

0
314
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0