x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომლებმაც ნეკნი ამოიღეს ვიწრო წელის ქონის გამო

სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.



image



ქალები მზად არიან მეტად სახიფათო და მტკივნეული გზა გაიარონ სილამაზის გამო. მაგრამ, ყველაზე მწარე ინექციებიც კი ვერ შეედრება ტენდენციას, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას და ეს არის ნეკნის ან რამდენიმე ნეკნის მოცილების პროცედურა ქირურგიული გზით.


ვიწრო წელის ქონის ტენდენცია მე-18 საუკუნეში გაჩნდა და მას მალევე მოჰყვა სპეციალური კორსეტები, რომლით სუნთქვაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ბევრი ქალბატონი ასფიქსიით გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ეს არაადამიანური კორსეტები წარსულს ჩაბარდა და შესანიშნავ სამუშაოს პრაქტიკული ქირურგები გვიწევენ, რომლებიც ქალბატონებს აცლიან რამდენიმე ნეკნს და მათი ფიგურა ქვიშის საათს ემსგავსება.


image



პროცედურა განსაკუთრებით პოპულარულია ვარსკვლავებში და დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ვარსკვლავებს გაგაცნობთ, რომლებსაც ვიწრო წელის ქონის სურვილის გამო მოცილებული აქვთ რამდენიმე ნეკნი და იკვეხნიან (იკვეხნიდნენ) ქვიშის საათის ფორმის მსგავსი ფიგურით.



ცნობილები, რომლებმაც ნეკნი ამოიღეს ვიწრო წელის ქონის გამო




1. მერილინ მონრო. მსახიობს მრგვალი ფორმები ჰქონდა და ხშირად იყენებდა სპეციალურ კორსეტებს, თუმცა ბოლოს მოიცილა რამდენიმე ნეკნი და მის დროს ჰოლივუდის ყველაზე ვიწროწელიანი ვარსკვლავი გახდა. imageimage





2. შერი. მომღერალი არ ერიდება საჯარო აღიარებას, რომ ხშირად სტუმრობს პლასტიკურ ქირურგიას და ჯამში ასამდე პროცედურა აქვს გამოცდილი. 80-იან წლებში კი მან რამდენიმე ნეკნიც ამოიღო. imageimage





3. დემი მური. ამბობენ, რომ მსახიობს 200 000 $-ზე მეტი აქვს პლასტიკურ ქირურგიაში დახარჯული. მათ შორის მან გაიდიდა მკერდი; მიმართა ცხვირის კორექციას; აიჭიმა სახე; გაიკეთა ლიპოსაქცია თეძოებსა და ფეხების სხვა მიდამოებში; ხოლო ფილმი "სტრიპტიზი"-ს გადაღების წინ კი მოიცილა ნეკნები, რათა წელი უფრო ვიწრო გამოჩენილიყო, ხოლო ფეხები უფრო სავსე და მიმზიდველი. imageimage





4. რაკელ უელჩი. 70-იანი წლების სექს-სიმბოლო დღეს ეკრანზე ნაკლებად ჩნდება, თუმცა დღემდე საუბრობენ მის სექსუალურობაზე. პოპულარობა მას მისმა ლამაზმა სხეულმა მოუტანა, ეს კი სწორედ ნეკნების მოცილების პროცედურის გამო მოხდა, როგორც ამბობენ. imageimage





5. ჯანეტ ჯექსონი. პოპ-მუსიკის მეფის დაიკომ, როგორც ამბობენ, რამდენიმე ნეკნი მოიცილა. თავად ის კი ამ ფაქტს უარყოფს. imageimage





6. პიქსი ფოქსი. "ცოცხალმა თოჯინამ" ყველაზე შორს შეტოპა და ერთდროულად ექვსი ნეკნი მოიცილა. ახლა მისი წელის გარშემოწერილობა 40 სმ-ია. imageimage





7. სოფია ვოლერსჰაიმი. გერმანელი მოდელი და სატელევიზიო წამყვანი ბავშვობიდან მიიჩნევდა რომ იყო მსუქანი. რამაც უბიძგა მოეცილებინა ნეკნები, მოცილებულ ნეკნებს კი, ფიქრობს, რომ აუციონზე გაყიდის. imageimage





8. ვალერია ლუკიანოვა. "ბარბი ოდესიდან" უარყოფს ფაქტს, რომ ნეკნების აქვს "ამოცლილი", სხვა პლასტიკურ ოპერაციებთან კი ცხადია, რომ მან ამ პროცედურას ნამდვილად მიმართა. imageimage




0
361
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0