x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავღანეთის რესპუბლიკის უახლეს ისტორიაში პირველად, ქაბულის სამხედრო აკადემიაში სწავლობენ ახალგაზრდა ავღანელი გოგონები

image ავღანეთს სიმშვიდე არ ღირსებია 1979 წლის 27 დეკემბერს საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, როცა საბჭოთა სპეცრაზმებმა შტურმით აიღეს ავღანეთის პრეზიდენტის ჰაფიზულა ამინის სასახლე "ტაჯბეგი", სადაც ლიკვიდირებული იქნა თავად პრეზიდენტი.
მას შემდეგ რამდენიმე მთავრობა შეიცვალა, მაგრამ ავღანელების სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.
დრო გადიოდა ავღანეთში მცხოვრებ ტომებს შორის ბრძოლები კი გრძელდებოდა, რადგან მსუყე ლუკმის დაკარგვა არავის სურდა ნარკოტიკების სახით, რომლითაც მარაგდებოდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა.
ავღანეთის ხელისუფლებაში "თალიბების" მოსვლის შემდეგ კი ავღანეთში ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა, თალიბები ანადგურებდნენ ყველაფერს რაც კი მათი აზრით ისლამს ეწინააღმდეგებოდა.
ასე გაანადგურეს უამრავი არქიტექტურული ძეგლი მათ შორის უნიკალური ბუდას უზარმაზარი ქანდაკება.
აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა კოალიციაში თაბიბების ხელისუფლება დაამხეს და ავღანეთში ხელისუფლებაში მოიყვანეს მათდამო ლოიალურად განწყობილი ძალები, თუმცა ამის მიუხედავად ავღანეთში ბრძოლები, ძირითადად ტერაქტები თალიბანის მხრიდან არ შეწყვეტილა.
ანტიტერორისტულ კოალიციაში წლებია უკვე რაც ქართული კონტიგენტიც იღებს მონაწილეობას, თან წარმატებით.
აშშ და მისი მოკავშირეები ამზადებენ ავღანელ ძალოვნებს, რათა მომზადებულმა და კარგად აღჭურვილმა სახელისუფლო არმიამ დროულად აღკვეთოს ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეები.
ქაბულის სამხედრო აკადემიაში სწავლა შესთავაზეს ავღანელ გოგონებს, გარკვეული კონტიგენტიდან შეარჩიეს 150 კურსანტი, რომლებიც სწავლების სრულ კურსს გადიან სამხედრო აკადემიაში, რომლის დამთავრების მერე ავღანეთის რესპუბლიკის არმიის ოფიცრები გახდებიან.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
97
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
97