x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები სტრიებით: ცნობილი ქალები, რომლებიც საკუთარ ნაკლოვანებებს არ მალავენ

image


ფიქრობთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ისეთი თანდაყოლილი "ნაკლოვანებები" როგორიცაა სტრიები და ცელულიტი უცხოა? სულაც არა, გაგიმხელთ და გეტყვით, რომ მსგავსი პრობლემები რიგითი მოკვდავების მსგავსად ასევე ცნობილ ადამიანებსაც აწუხებთ. მეტიც ექიმების თქმით, ე.წ "ფორთოხლის კანი" ქალის ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობად მიიჩნევა, რომელიც მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ორგანიზმის ერთგვარ თავისებურებას წარმოადგენს, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ბევრი ცნობილი ქალბატონი საკუთარი სხეულის "ნაკლოვანებებს" გარეშე თვალისგან საგანგებოდ მალავს, თუმცა არიან ისეთებიც რომლებსაც მათი საჯაროდ დემონსტრირების არ ეშინიათ. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ცნობილ სელებრითებზე მოგიყვებით, რომლებიც თავიანთ პრობლემურ ზონებს არა თუ მალავენ, არამედ "ბოდიპოზიტივით" შთგონებულები სხვა ქალებსაც საკუთარი სხეულის მიღებისკენ და სიყვარულისკენ მოუწოდებენ.





ჯენიფერ ლოპესი



image


"ერთხელ ინტერვიუში მკითხეს, თუ რატომ არ ვიშორებდი სტრიებს, მაშინ ხომ ჩემი სხეული უნაკლო იქნებოდა. მე კი ვუპასუხე, რომ სრულყოფილება მძულს".





ლედი გაგა


image


"მკერდზე სტრიების არსებობა საკმაოდ ადრე შევამჩნიე. ამოღებული კაბების ტარება დიდი ხნის განმავლობაში მრცხვენოდა, შემდეგ კი დავფიქრდი: სტრიები ხომ ყოველთვის ჩემთან ერთად იქნება და გამოდის რომ აღასდროს არ უნდა ჩავიცვა კაბა ლამაზი დეკოლტით? ნამდვილად არა. ვისაც არ მოსწონს, დაე ნუ შემომხედავს".





ქეით უინსლეტი


image


"ჩემი აზრი ასეთია: მსახიობებმა არა მხოლოდ ბოტოქსი და პლასტიკური ოპერაცია არ უნდა გაიკეთონ, არამედ სტრიებიც კი არ უნდა მოიშორონ, რადგან შემდეგ როგორღა შეძლებენ რიგითი ადამიანების დამაჯერებლად თამაშს?".




კრისი ტეიგენი



image


"სტრიები შიდა ბარძაყების მხარეს გამიჩნდა, თუმცა ვფქრობ რომ მათ გაჩენას არანაირი წინაპირობა არ ჰქონია. ამ ფოტოს სპეციალურად ყველა იმ გოგონასთვის ვაქვეყნებ, ვინც დარწმუნებულია, რომ ისინი წონის მატებისას ან კლებისას, ცხოვრების წესის შეცვლისას ან ორსულობის შედეგად ჩნდება. ამ ყოველივე ზემოხსენებულში გარწმუნებთ რომ სტრიების ბრალი არ არის".






ანჯელინა ჯოლი



image


"ტყუპების დაბადების შემდეგ ჩემი მუცელი სტრიებით იყო სავსე. ვფიქრობდი, რომ მათ ოდესმე ქირურგიული გზით მოვიშორებდი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი: ისინი ხომ ჩემს შვილებს მახსენებს, ამიტომ გადავწყვიტე მათი დატოვება, ვფიქრობ რომ ამით არაფერი დაშავდება".






კეთი ჰოლმსი


image


"ვაღიარებ რომ ჩემი სტრიებით აღფრთოვანებული არ ვარ, თუმცა მათ არსებობას ვაღიარებ. რა თქმა უნდა, ორსულობის შემდეგ კანი იცვლება. მე მაქვს ისინი და ამას არც ვმალავ, იმიტომ რომ ტყუილი სასტიკად მძულს".





ჰოლი ბერი


image


"გვერდებზე მე საკმაოდ შესამჩნევი სტრიები მაქვს, თუმცა მათ მოშორებას ლაზერით ან სხვა ტექნოლოგიების საშუალებით არ ვაპირებ. სტრიებს, ისევე როგორც ნაოჭებსა ან ასაკის სხვა ბუნებრივ გამოვლინებებს საშინელებად არ განვიხილავ".




რიზ უიზერსპუნი


image


"დიახ, მე სტრიებიც მაქვს და ცელულიტიც, თუმცა ეს ფაქტი დიდად არ მაწუხებს. მშვენივრად ვაცნობიერებ, რომ ჩემი სხეული აღარ იქნება ისეთი, როგორიც 20 წლის ასაკში იყო და ეს სრულებით ნორმალურია. ასეთია ცხოვრება!".





შაკირა


image


"სტრიები უმეტესწილად უკანალზე მაქვს და ისიც ვიცი, თუ როგორ მონდომებით ცდილობენ პაპარაცები მათ დაფიქსირებას. ვფიქრობ - "შაკირას სტრიებისადმი" მიძღვნილი ერთი ფოტოსესია მოვაწყო. ისე სერიოზულად რომ გითხრათ მათში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან ქალი ვარ და არა თოჯინა".





სკარლეტ იოჰანსონი


image


"ვერც კი წარმოვიდგენდი სტრიები თუ ნერვიულობად ღირდა, სანამ ჩემმა მეგობარმა არ მკითხა, თუ როგორ ვგეგმავდი მათ მოშორებას. ვფიქრობდი, რომ ის ყველა ქალს ჰქონდა, რადგან საკმაოდ ბუნებრივ მოვლენად მიმაჩნდა. ვიცი რომ მათ ჩემს ფოტოებზე საგანგებოდ ამუშავებენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებს".







0
293
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
293