x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა გააკეთა "სტალინმა" საქართველოსთვის

image

მცირე მონოლოგი მათთვის, ვისაც სტალინის ხსენებაზე, 1937 წლისა და ტაო-კლარჯეთის გარდა, არაფერი ახსენდებათ ( ტაო–კლარჯეთი ბრიტანეთის დახმარებით დარჩა თურქეთის შემადგენლობაში )
1917 წელს აღდგენილი საქართველოს ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ასე გაგრძელდა 1943-მდე. 1943 წელს კი სწორედ სტალინის ბრძანებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინეს.
საფრანგეთში მენშევიკების მიერ გატანილი ქართული საგანძური მანამდე არ დაუბრუნეს საქარტველოს, სანამ ხმა სტალინამდე არ მივიდა. ქართული განძი (რაც მისგან დარჩა) სამშობლოს 1945 წლის 11 აპრილს სტალინის ძალისხმევით დაუბრუნდა.
1933-1934 წლებში სრულიად საბჭოთა კავშირში აბორტი და ჰომოსექსუალიზმი კანონით აიკრძალა. დღევანდელი გადმოსახედიდან იმედია, ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს.
სტალინის ბრძანებით გადაიღეს ეროვნული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი შედევრი “გიორგი სააკაძე”, გადაღების დამთავრებისთანავე (1943 წ.) ფილმის ასლები სტალინმა თეირანის კონფერენციაზე პირადად დაურიგა შეხვედრის მონაწილეებს. ფილმზე 7 მილიონი მანეთი დაიხარჯა, 2 წელიწადში 40 მილიონმა ადამიანმა ნახა.
სტალინის ბრძანებით ააშენეს რუსთავი, რომელიც 1948 წლიდან უკვე ქალაქად იხსენიება
სტალინის მმართველობის პერიოდში ჭიათურაში ყველაზე მეტი საბაგირო გზა იყო გაყვანილი (სტალინის ბარელიეფები საბაგიროებზე დღესაცაა შემორჩენილი)
სტალინის ბრძანებით აიგო და გაკეთდა _ თბილისის ზღვა (1947წ), რიონჰესი (1927), ზაჰესი (1927), აწჰესი, რომელიც აჭარაში მდებარეობს (1941 წელი), სამგორის სარწყავი სისტემა (1947-51 წწ).
მუშტაიდის ბაღში საბავშვო რკინიგზა 1935 წელს სტალინის ბრძანებით აიგო.
სტალინის ბრძანებით ითარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე “ვეფხისტყაოსანი”, როდესაც ბელადს შალვა ნუცუბიძის მიერ რუსულად ნათარგმნი პოემა არ მოეწონა, თვითონ შეიტანა კორექტივები, კერძოდ, 1402-ე სტროფი სტალინმა გადათარგმნა.
როდესაც ფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღიარა და დაადასტურა გამოძიების ხელთ არსებული ყველა მასალა ივანე ჯავახიშვილის ფაშისტური საქმიანობის შესახებ, დიდი ქართველი მეცნიერი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილით დასჯას _ ჯავახიშვილის ამბავი იოსებ სტალინს აცნობეს და ბელადმა კრემლიდან თითი დაიქნია _ ქართველებს მაგის ტოლი მეცნიერი სხვა ვინ გყავთო?! ასე გადაურჩა ცნობილი ისტორიკოსი დაღუპვას.
როდესაც პენტაგონმა, ამერიკის პრეზიდენტის ჰარი ტრუმენის დავალებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ცივი ომის პირობებში შეიმუშავა საბჭოეთის 20 ქალაქზე ატომური თავდასხმის სტრატეგიული გეგმა, სამიზნეში ამოღებული ქალაქებიდან ერთ-ერთი თბილისი იყო. გეგმის შესახებ სტალინს აცნობეს. მან საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი დაიბარა და უბრძანა, რაც შეიძლება სწრაფად გაიყვანათ ქალაქში მეტროპოლიტენიო. “მეტრო არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, იგი ომის შემთხვევაში თავდაცვის შეუცვლელი საშუალებაა”, _ ბრძანა სტალინმა. 1951 წელს თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა დაიწყო.
ყველას შეუძლია წაიკითხოს აკაკი მგელაძის მემუარები, როგორ არ დააცადა სტალინმა ჰიტლერს ოპერაცია “ედელვაისის” განხორციელება, რომელიც კავკასიონის დაპყრობას გულისხმობდა. დიდი სამამულო ომის პერიოდში ჰიტლერის უშუალო ბრძანებით, იალბუზის დაპყრობა და კავკასიონის გადალახვა 49-ე მსროლელ კორპუსს დაევალა გენერალ რუდოლფ კონრადის მეთაურობით.
პირველი დარტყმა უნდა განხორციელებულიყო საქართველოს სამხედრო გზით თბილისზე, მეორე _ ქუთაისზე, ხოლო მესამე დარტყმა ითვალისწინებდა კავკასიონის დასავლეთი უღელტეხილის გადალახვას და სოხუმზე გასვლას.
კრემლში მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა. ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი _ სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.
“მდგომარეობა კავკასიაში სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდიოლოგიაა, მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, მათ სურთ ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ამას ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი. კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია. შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.” _ წარმოთქვა სტალინმა.
– მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა, _ უპასუხა ბერიამ.
– უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ”, _ ღიმილით შეუსწორა სტალინმა.
კავკასიისათვის გადამწყვეტი ბრძოლა ჰიტლერმა 1942 წლის 23 ივლისს დაიწყო.
ძალიან მძიმე დღეების შემდეგ, ქართულმა დანაყოფებმა შეძლეს ამ ბრძოლაში გამარჯვება, ეს სტალინური გენიის ნაყოფია, რომელიც მსოფლიო ომების ისტორიაშია შესული, როგორც ომის კლასიკური ნიმუში, და არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას.
რაც შეეხება ტაო-კლარჯეთის საკითხს, მოკლედ გეტყვით, რომ ტაო–კლარჯეთის დაკარგვა ლენინის მეთაურობით ბოლშევიკური რუსეთის მთავრობასა და თურქეთის მთავრობას შორის ქართული ტერიტორიების გადანაწილების შედეგია, რომელიც გაფორმდა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით.
ვინმე იმის მტკიცებას თუ დაიწყებს, რომ სტალინს შეეძლო წინ აღდგომოდა ლენინის ხელისუფლებას აღნიშნული ტერიტორიების შესანარჩუნებლად, ეს დიდი უმეცრება იქნება. თვითონ ლენინი ერიდებოდა თურქეთთან მდგომარეობის დაძაბვას, რადგან თურქეთის უკან ინგლისი იდგა და, დიდი ვარაუდით, ბათუმის შემოერთებაც წითელი არმიის მიერ უკვე დამარცხებულ ქართულ ჯარს და მის მეთაურს გენერალ მაზნიაშვილს იმიტომ დაავალეს, რომ ინგლისელთა პროტესტის შემთხვევაში ეს მოვლენა ძველი ქართული მთავრობისა და მისი ჯარის “თვითნებობისთვის” დაებრალებინათ.
სტალინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების წინა პერიოდში ჩაიფიქრა საქართველოსა და სომხეთისთვის თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნება. ამის გამო თურქეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში სტალინმა ფრონტის ზურგში თურქი მოსახლეობის არსებობა მიზანშეუწონლად ჩათვალა და ასპინძისა და ახალციხის რაიონების სოფლებიდან შუა აზიაში გადაასახლა. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები დოკუმენტურად დადასტურებულია, შეგიძლიათ, არქივსა და მუზეუმში შეამოწმოთ. სტალინის დონის პოლიტიკოსი ქართველებს არ გვყოლია. ეს იყო ადამიანი, რომელმაც 30 წლის განმავლობაში ნახევარი მსოფლიო თავის ნება-სურვილზე ატარა. მას თვალებში შესციცინებდნენ ისეთი ლიდერები, როგორებიც იყვნენ ჩერჩილი, რუზველტი და მაო–ძედუნი.

3
1098
5-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
1098
  
2020, 31 დეკემბერი, 23:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 დეკემბერი, 3:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 დეკემბერი, 13:35
ჯოო , მაგრამ ჯუღაშვილი და არა ჯუღელი !
0 1 3