x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს პირბადის ტარების გარეშე გარდაცვლილთა რაოდენობა
image
შოტლანდიაში, ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირბადე 99.9 პროცენტით ამცირებს მსხვილი ნაწილაკებისგან კორონავირუსის გავრცელების რისკს. მკვლევარებმა ასევე იწინასწარმეტყველეს იმ პაციენტების რიცხვი, ვინც დაიღუპება COVID-19– ით მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში პირბადის აუფარებლობის გამო. ამის შესახებ ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Royal Society Open Science.


ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დაავადებული პირი ხველებით გვერდით მდგომ ადამიანს ათიათასჯერ უფრო მეტ წვეთოვან ნაწილაკს გადასცემს, ვიდრე ის ინფიცირებული, რომელსაც პირბადე უკეთია და მოსაუბრესთან თუნდაც 50 სანტიმეტრითაა დაშორებული . უფრო მეტიც, მსხვილი წვეთები ითვლება SARS-CoV-2– ის გადაცემის მთავარ ფაქტორად. 20-30 მიკრონის დიამეტრის მცირე წვეთებს ჰაერში დიდხანს დარჩენის უნარი გააჩნიათ.


მკვლევარებმა ყურადღება გაამახვილეს აეროზოლის ნაწილაკებზე, რომლის დიამეტრი 170 მიკრონია, რომელიც ადამიანის თმის ღერზე 2-4-ჯერ მსხვილია. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მსხვილია ნაწილაკი, ვირუსის გადაცემის რისკი მით უფრო მცირდება, თუ ხველის ან ცემინების დროს ადამიანი ნიღაბს ატარებს.


ასევ დადგინდა, რომ თუ ადამიანები არ შეწყვეტენ პირბადის ტარებას, ამან შეიძლება მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში მინიმუმ 55000 ადამიანის სიცოცხლე იხსნას.



ანალოგიური კვლევა ჩაატარეს იაპონელმა მეცნიერებმა ოქტომბრის თვეში, მანეკენებზე ჰერმეტულ კამერაში.კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ბამბის პირბადეში " თავმა" 40% -ით ნაკლები ვირუსის ნაწილაკები "შეისუნთქა", ვიდრე მანეკენის თავმა ნიღბის გარეშე.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ N95 რესპირატორი, რომელსაც იყენებს სამედიცინო პერსონალი, კიდევ უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს: მან დაბლოკა ინფექციის 90% .


სხვათა შორის, იმ ვითარებაშიც კი, როდესაც N95-ნიღაბი მანეკენის თავზე ლენტით ჰქონდა გადაჭიმული, ნაწილაკების მცირე რაოდენობამ მაინც შეაღწია შიგნით.

0
226
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0