x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ძველი ჰოროსკოპი მსოფლიოში

ქრისტიანობის გაჩენამდე, არსებობდა რელიგია, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა, ყველა შემდგომ რელიგიაზე. ეს ზოროასტრიზმი იყო. მის ქურუმებს სჯეროდათ, რომ ადამიანის ბედს, მისი ტოტემური ცხოველი განსაზღვრავს და მათ, 32 ციკლისგან შემდგარი, საკუთარი ჰოროსკოპი ჰქონდათ, რომლის მიხედვით, ჰოროსკოპის ყოველი ციკლი – 1 წელს შეადგენს. ხოლო, წელი, თანამედროვე კალენდრის მიხედვით, 21 მარტს იწყება. ანუ ყველა, ვინც 1 იანვრიდან – 20 მარტის ჩათვლით არის დაბადებული, წინა წელს დაბადებულად ითვლება.


image



ირემი (1938, 1970, 2002, 2034)


ირმის მფარველობის ქვეშ დაბადებულებს აქვთ თანდაყოლილი უნარი, ამოიცნონ ბოროტება, მის ყველა გამოვლინებაში. როგორც წესი, ამაყი, ძლიერი ადამიანები არიან და მიღწეულზე არასოდეს ჩერდებიან. ისინი კრიატიულობით გამოირჩევიან და თავში უამრავი იდეა მოსდით. ადამიან-ირმებს შეუძლიათ არა მარტო თავად განახორციელონ ეს იდეები, არამედ სხვებიც აიყოლიონ ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად. მათ ასევე შეუძლიათ ნებისმიერი საქმის გაძღოლა, რადგან ძალიან ქარიზმატულები არიან. თუმცა, საამისოდ, შეიძლება, თვდაჯერებულობა არ ეყოთ. მაგრამ, თუ შინაგან ეჭვებს თავს დააღწევენ, მთების გადადგმას შეძლებენ.


ცხვარი (1939, 1971, 2003, 2035)


ცხვრის წელში დაბადებულებისთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ თავი კოლექტივის ნაწილად იგრძნონ: ოჯახი, ხალხი, თანამოაზრეთა გუნდი – მათთვის ყველაფერია. ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციები, მუდმივი ღირებულებები, ნათესაური კავშირები. ისინი კარგი შემსრულებლები არიან და საქმე კარგად რომ გააკეთონ, ყოველთვის ხელმძღვანელი ესაჭიროებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალას და ენერგიას, სულ ტყუილად დაკარგავენ.


მანგუსტი (1940, 1972, 2004, 2036)


ამ წელს შემოქმედებითი ნიჭით დაბადებული ადამიანები იბადებიან, ისინი ძალიან მობილურები არიან და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ ორიენტირება და ყველაზე ჩახლართული პრობლემიდან, ინტუიციით პოულობენ სწორ გამოსავალს. ერთგულება და გულახდილობა მათი «სამარკო» ნიშანია. რამის დამალვა მათთვის არაბუნებრივია, მანგუსტებს არც საიდუმლოს შენახვა შეუძლიათ და ამას საჭიროდაც არ თვლიან. არიან ავანტიურების მოყვარულები და ხშირად, იღბალიც მათ მხარეს არის. კრიზისულ სიტუაციებში, ბადალი არა ჰყავთ: შეუძლიათ ახლობელი იხსნან კრიზისული მდგომარეობიდან, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათთან ურთიერთობა რთულია, იმის გამო, რომ ძალიან არაპროგნოზირებადი პიროვნებები არიან.



მგელი (1941, 1973, 2005, 2037)


ადამიანი-მგლები ნამდვილი ექსტრემალები არიან. ძალიან უყვართ კრიზისული სიტუაციები, რომლებშც სხვადასხვა სახის სირთულეებთან უწევთ შერკინება, უყვართ ბოროტებასთან ბრძოლა და მასზე გამარჯვების მოპოვება. მათ პრაქტიკულად დაკარგული აქვს ხიფათის გრძნობა და ხშირად, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, თავს ხიფათში იგდებენ. სიწყნარემ და მშვიდმა ცხოვრებამ, შეიძლება ისინი დეპრესიამდე მიიყვანონ. ამიტომ, ამ წელს დაბადებულმა ადამიანებმა ბევრი უნდა იმოგზაურონ ან რამე «ცხელი» პროფესი აირჩიონ.


ყარყატი (1942, 1974, 2006, 2038)


ყარყატის წლებში დაბადებული ადამიანები კეთილშობილებით გამოირჩევიან. ძალიან არიან მიჯაჭვულები მშობლიურ სახლზე და ახლობლებზე. უყვართ მოგზაურობა, მაგრამ საკუთარ ბუდეში ყოველთვის ბრუნდებიან. აფასებენ წესრიგს და სიმყუდროვეს, თუმცა ნატურით ასკეტები არიან და შეუძლიათ მინიმალურ კომფორტშიც იცხოვრონ. ყოველთვის საკუთარი თავის იმედი აქვთ და არ უყვართ სხვების შეწუხება. მაგრამ, სხვისი დახმარებისთვის ყოველთვის მზად არიან. ადამიანი-ყარყატები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ოჯახურ ფასეულობებს, ოჯახს მხოლოდ სიყვარულით ქმნიან და ეს გრძნობა, ხშირ შემთხვევაში, მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. განმეორებით იშვიათად ქორწინდებიან.


ობობა (1943, 1975, 2007, 2039)


ისე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს თავის ირგვლივ, ადამიან-ობობას თანდაყოლილი უნარი აქვს, თავის გარშემო, ადამიანების გაერთიანებისა. თუმცა, ჩვეულებრივ, თავს არიდებს ხელმძღვანელის თანამდებობებს და რუხი კარდინალის როლში ყოფნა უფრო ხიბლავს. ობობის წელში დაბადებულებს უყვართ სწავლა და ჩვეულებრივ, ძალიან ხელმარჯვეები არია: კერავენ, ქსოვენ, ქარგავენ... ისინი ნელა მოქმედებენ, მაგრამ მიზანდასახულები არიან და ადრე თუ გვიან, დასახულ მიზანს მაინც აღწევენ.


გველი (1944, 1976, 2008, 2040)


ადამიანები, რომლებიც გველის წელში იბადებიან, ჭკვიანები, არაპროგნოზირებადები და ამავდროულად, ნაკლებად კომუნიკაბელურები არიან. ისინი დაბადებიდან მისტიკოსები არიან, კარგად განვითარებული ინტუიციით და ფილოსოფიური აზროვნების უნარით, რომლის წყალობითაც, ღრმად წვდებიან ამ სამყაროს ბევრ საიდუმლოს. ადამიან-გველებს კარგად შეუძლიათ ორიენტირება რთულ და ჩახლართულ სიტუაციებში, მაგრამ იშვიათად იძლევიან რჩევებს: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლობლები ძალიან სთხოვენ. გარეგნულად ცივი, ნაკლებად ემოციური ადამიანები, სულის სიღრმეში, მეტისმეტად მიჯაჭვულები არიან თავიაანთი რჩეულებზე და არასოდეს ღალატობენ მათ.


თახვი (1945, 1977, 2009, 2041)


მუყაითი მშრომელიებ და ხელმარჯვე ოსტატები, ისინი არასოდეს სხედან საქმის გარეშე და ძალიან სტუმართმოყვარენი არიან. რთულია, თახვებზე მეტად შრომისმოყვარე სხვა ზოდიაქოს ნიშნის ნახვა. ადამიანი-თახვები სიმყუდროვის, საიმედოობის და სილამაზის დიდი დამფასებლები არიან და რა თქმა უნდა, თავადაც ძალიან საიმედო მეგობრები და პარტნიორები არიან: თუ ვინმეს რამეს ჰპირდნენ, — რადაც არ უნდა დაუჯდეთ, პირობას ყოველთვის ასრულებენ. ისინი კარგი დედები, მამები და ერთგული მეუღლეები არიან. ამ ნიშნის განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ გულგატეხილობა არასოდეს ეუფლებათ, რაოდენ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდნენ და ნათელი მომავლის ყოველთვის სჯერათ.


კუ (1946, 1978, 2010, 2042)


ეს ადამიანები ძალიან ნელები და იდუმალებით მოცულები არიან. არ იღებენ სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ყოველთვის ნაცადი გზებით დადიან. ამასთან, ყველას ეხმარებიან, ვისაც ამ გზაზე ხვდებიან. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მათ სიახლოვეს, ყოველთვის ისეთი ადამიანები იკრიბებიან, რომლებსაც ადამიანი-კუს გამოყენება უნდათ და დარწმუნებულები არიან, რომ ის მათ, ბედის ანაბარა არასოდეს მიატოვებს! ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს კარგი მეხსიერება აქვთ: ისინი არასდოს ივიწყებენ მათ, ვინც რთულ სიტუაციაში დაეხმარა, გვერდში დაუდგა. მაგრამ, სწორედ ასევე ახსოვთ ბოროტება, რომელიც მათი ან მათი ახლობლების მიმართ იყო ჩადენილი და ადრე თუ გვიან, ისინი მაინც იპოვიან საშუალებას, რომ შური იძიონ და სამართლიანობა აღადგინონ, რადგან ფიქრობენ, რომ ბოროტება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.


კაჭკაჭი (1947, 1979, 2011, 2043)


კაჭკაჭის წლებში დაბადებული ადამიანები გამჭრიახე გონებით, კომბინატორული ნიჭით და ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან. მართალია, მათ ლაპარაკი უყვართ, მაგრამ ეს უბრალო «ლაქლაქი» არ არის. ისინი თავს ტყუილად არ იღლიან და საქმე ყოველთვის დასახული მიზნისკე მიჰყავთ. ადამიანი-კაჭკაჭები ძალიამ მოხერხებულები არიან და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეულიათ. ამასთან, არც რისკის გაწევაა მათთვის უცხო. ხოლო რისკი, ყოველთვის ამართლებს, რადგან ისინი ძალიან იღბლიანები არიან. არიან ნოვატორები, უყვართ თავიაანთ ცხოვრებაში სიახლეების აღმოჩენა თუ არა, დანერგვა მაინც. ისინი ყოველთვის საკუთარი გზით დადიან და უარს ამბობენ სხვის მიერ დატკეპნილი ბილიკით სიარულზ.


ციყვი (1948, 1980, 2012, 2044)


ცოცხალი, ჭკვიანი, ხელმომჭირნე, ცბიერი და ძალიან შრომისუნარიანი, ერთი შეხედვით უდარდელი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ადამიანები, რომლებიც ციყვის წლებში არიან დაბადებულები, ძალიან არიან მიჯაჭვულები ოჯახებზე და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდებიან ქორწინებას და ყოველთვის ერთგულები არიან პარტნიორების მიმართ. მათთვის დამახასიათებელია ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა: მხიარული და სიცოცხლისმოყვარული ადამიანი-ციყვები, დროდადრო დეპრესიაში ვარდებიან. თუმცა, როგორც კი სიყვარულს და თანადგომას იგრძნობენ, მაშინვე ემოციებს თოკავენ. ეს ადამიანები მეტისმეტად კონსერვატორულები არიან, როგორც გემოვნების თვალსაზრისით, ისე ცხოვრებაში, საერთოდ.


ყვავი (1949, 1981, 2013, 2045)


ამ წლებში დაბადებულები მარტოხელები და ინდივიდუალურები არიან. მათ არ უყვართ არც ხელმძღვანელობა და არც დაქვემდებარებაში ყოფნა, ვერ იტანენ ოდნავ ზეწოლასაც კი – თუნდაც ეს ახლობლისგან მოდიოდეს. ყვავები ოჯახს იშვიათად ქმნიან, ჩვეულებრივ, მოწიფულ ასაკში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მარტოხელებად რჩებიან. და თუ მაინც დაქორწინდნენ, ხასიათი მაინც უცვლელი რჩება: ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას, ანგარიშს არავის უწევენ და აზრს არავის ეკთხებიან. ცდილობენ არ შეაწუხონ ოჯახის წევრები და არც მათ უშვებენ საკუთარ სივრცეში. ადამიანი-ყვავი ძალიან პედანტები და ზიზღიანები არიან, ყველაზე მეტად უწესრიგობას და უსუფთაობას ვერ იტანენ. ამ ნიშნის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ მხოლოდ საკუთარი სახსრებით ცდილობენ ცხოვრებას: არასოდეს იღებს ვალს, რადგან არ უნდათ ვინმესგან იყვნენ დავალებულები.


მამალი (1950, 1982, 2014, 2046)


მამლის წლებში დაბადებულები ჭეშმარიტი რევოლუციონერები და რეფორმატორები არიან და სიმართლისთვის ბრძოლაში არასდროს იღლებიან და როდესაც სანგრებში ბრძოლა გაწელილ პოზიციურ ომში გადადის, ადამიან-მამლებს წყინდებათ და ახალ ბარიკადებს ეძებენ აქტიური მოქმედებებისთვის. მამლები მხოლოდ მეომრები კი არა, კარგი მეოჯახეებიც არიან – მიჯაჭვულები სახლზე და ბავშვებზე. მათ ძალიან უყვართ გამოპრანჭვა და დღესასწაულები.


ჯიხვი (1951, 1983, 2015, 2047)


ჯიხვის წელებში იბადებიან ძალიან ჯიუტი, შრომისმოყვარე და მომთმენი ადამიანები. მათი დამახასიათებელი ნიშანი სულის სისუფთავეა და ხშირად – გულუბრყვილოებიც არიან. ჯიხვებს ესაჭიროებათ ხელმძღვანელი და სულიერი წინამძღოლი. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვის აირჩევს ადამიანი-ჯიხვი მოძღვრად: რადგან მისგან, ისევე როგორც ცვილისგან ნებისმიერი რამის გამოძერწა შეიძლება! ჯიხვები ძალიან მგრძნობიარეები არიან, უყვართ გაბუტვა, არ უყვართ რისკიანი საქმე და ნაკლებად გაბედულებიც არიან. თუმცა, მათთვის ვინც უყვართ, ან იმ საქმისთვის, რისაც სჯერათ, მზად არიან სიცოცხლეც გაწირონ.


მაჩვი (1952, 1984, 2016, 2048)


ამ წლებში დაბადებულები, საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანები არიან და ადვილად არ მიდიან კონტაკტზე. თუმცა, თუ თუ ვინმე მოახერხებს მათი ნდობის მოპოვებას, გულს უხსნიან და ერთგული მეგობრები ხდებიან. ისინი რთულ სიტუაციაში, ყოველთვის ეხმარებიან მეგობრებს. მეგობრობა, მეგობრობად, მაგრამ ადამიანმა-მაჩვმა შეიძლება უახლოეს ადამიანსაც არ გაუმხილოს თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის შესახებ. მათ არ უყვართ ფულის ფლანგვა, ისინი ხელმომჭირნეები და ძალიან პრაქტიკულები, კარგი დიასახლისები და შრომისუნარიანი ადამიანები არიან. მათთვაი დამახასიათებელია კონსერვატულობა და არასდროს ამბობენ უარს საკუთარ ფასეულობებზე.


აქლემი (1953, 1985, 2017, 2049)


აქლემის წლებში დაბადებული ადამიანების დამახასიათებელი ნიშანი ღრმა გონიერება არის. მათ განსაკუთრებული ინტუიცია და წინასწარმეტყველების ნიჭი აქვთ. ამასთან, ისინი – ნამდვილი სკეპტიკოსები არიან, ყველაფერში და ყოველთვის რაღაც ნაკლს ნახულობენ (ალბათ, სწორედ აქლემის წელს დაბადებულმა ადამიანმა აღმოაჩინა მზეზე ლაქები). გარდა ამისა, არიან ენამახვილები და უყვართ სიმართლის პირში თქმა. მათი ნდობა ყოველთვის შეიძლება: თუ ადამიანმა-აქლემმა საქმეს მოკიდა ხელი, მას შუა გზაზე არ მიატოვებს და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. მასზე უარის თქმას, ვერაფერი აიძულებს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ძალიან უყვართ მეუღლე და შვილები, თუმცა ამას იშვიათად გამოხატავენ. ახლობლებისადმი ძალიან მომთხოვნები არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მზად არიან ყველაფერი აპატიონ მათ.


ზღარბი (1954, 1986, 2018, 2050)


ადამიან-ზღარბებს სხვა ადამიანების არასოდეს სჯერათ. ყველა მოვლენაზე და საგანზე საკუთარი წარმოდგენები აქვთ და მხოლოდ საკუთარი თვალით დანახულს და ყურით გაგონილს ენდობიან. და თუ ეს ადამიანები რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, უკან დახევის შანსი აღარ არსებობს! ისინი თავგანწირვით იბრძვიან როგორც ბოროტების წინააღმდეგ, ისე სიმართლის გამარჯვებისთვის. მათი ნდობა დახუჭული თვალებით შეიძლება. მაგრამ, მათთან ცხოვრება ადვილი არ არის: ისინი არა მარტო წესრიგის მოყვარულები არიან, არამედ სხვებსაც აიძულებენ რომ ისე მოიქცნენ, როგორც თვითონ იქცევიან და თუ ადამიანები მათ მიერ დადგენილ წესებს არ ემორჩილებიან, ბუზღუნს იწყრბენ.


ირემლაღი (1955, 1987, 2019, 2051)


ირემლაღის წლებში დაბადებულები არისტოკრატიზმით, არტისტიზმით და დახვეწილი მანერებით აოცებენ როგორც ახლობლებს, ისე უცხო ადამიანებს. შესაძლებელია, შინაგანი სამყაროს ასე მკაფიოდ ვიზუალიზაციის გამო, მათ ხშირ შემთხვევაში არ ყოფნით გრძნობების სიღრმე. ისინი ზედაპირზე ყოფნას არჩევენ და ყველაზე მარტივ გზებს ირჩევენ – მათთვის უცხოა სერიოზული გრძნობები, ის მათ აშინებს და აფრთხობთ. სამაგიეროდ, მსუბუქ ფლირტში ნამდვილი ვირტუოზებია არიან.


სპილო (1956, 1988, 2020, 2052)


სპილოს წელში დაბადებული ადამიანები, ძალიან კონსერვატორულები არიან. ისინი კარგად გრძნობენ თავს კოლექტივში და ჯგუფური მოქმედება მოსწონთ, ყოველთვის იცავენ თავიაანთი საზოგადოების – ოჯახის, გვარის, მეგობრების და ქვეყნის ინტერესებს. ადამიანი-სპილოები დიდი პროექტების შეუდარებელი ხელმძღვანელები არიან. ყოველთვის გაწონასწორებულებს და მშვიდებს, თუ ვინმე მოთმინებას დააკარგვინებს, გაცოფებულები ყველაფერს აცამტვერებენ თავიაანთ გზაზე! ეს ადამიანები თუ რამეს გადაწყვეტენ, აუცილებლად შეასრულებენ ნებისმიერ ფასად. მაგრამ, საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და გადაწყვეტილებას რთულად ღებულობენ.


ცხენი (1957, 1989, 2021, 2053)


ცხენის წლებში შრომისმოყვარე, მამაცი ადამიანები იბადებიან. ისევე, როგორც სპილოები – მრწამსით კოლექტივისტები არიან: ყველაზე ადვილად ჯგუფთან ერთად მუშაობენ, ხოლო ცხოვრებით – დიდ ოჯახებში ცხოვრებას ამჯობინებენ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ყოველთვის ასრულებენ მიცემულ სიტყვას. ისინი მეტისმეტად თვითდაჯერებულები და გრანდიოზული გეგმების მოყვარულები არიან. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ პროექტებზე საუბრებით მეტისმეტად ერთობიან, მაგრამ, თუ თავი მოაბეს და თანამოაზრეები იპოვეს, იდეის განხორციელებას იწყებენ და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიყავთ.


ავაზა (1958, 1990, 2022, 2054)


პატიოსან, გამბედავი და კეთილშობილი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაზე არიან – აუცილებლად ავაზის წლებში იქნებიან დაბადებულები. ისინი იმისთვის იბადებიან, რომ სხვები დაიცვან და ყველაზე ჩახლართული და რთული სიტუაციები გარკვიონ: მათ ბრწყინვალედ შეუძლიათ მოვლენის ყველა პლიუსი და მინუსის შეფასება. ასევე შეუძლიათ მოსალოდნელი საშიშროების წინასწარმეტყველება და შექმნილი მდგომარეობიდან ოპტიმალური გამოსავლის პოვნა. ადამიანი-ავაზები ძალიან თავისებური და დაუმორჩილებელი ხასიათის ადამიანები არიან და მიზნის მისაღწევად უკან არასდროს იხევენ და თუ ეს მაინც მოხდა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაისვენონ, ძალები მოიკრიბონ და ისევ შეტევაზე გადავიდნენ.


ფარშევანგი (1959, 1991, 2023, 2055)


ფარშევანგის წლებში დაბადებულ ადამიანებს, საზოგადოებაში ტრიალი და ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა. ისინი ნამდვილი მეოცნებეები არიან და საფუძვლიანად ვერაფრით კავდებიან. სამაგიეროდ, ცხოვრების მანძილზე, სულ ახალ-ახალ ნიჭს ავლენენ და ისეთ ნიჭსაც, რაზეც თავადაც არა ჰქონდათ წარმოდგენა, მისი არსებობის შესახებ. ადამიანი-ფარშევანგები ცვალებადი ხასიათით გამოირჩევიან და კიდევ იმით, რომ მატერიალური ფასეულობები არ აინტერესებთ – როგორც კი ფული გაუჩნდებათ, მაშინვე გართობაზე ხარჯავენ. შეიძლება ითქვას, რომ «ადამიანი-ფოერვერკები» არიან.


გედი (1960, 1992, 2024, 2056)


გედის წელში დაბადებულები — იდეალისტები არიან. უანგარო, ამაყ და მაღალი იდეალების მსახურ ადამიან-გედებს საერთოდ არ აინტერესებთ მატერიალურ სამყარო. ამიტომ მიწიერი, მატერიალური საქმეები ნაკლებად გამოსდით. ისინი ძალიან ემოციურები და მგრძნობიარენი არიან. განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარულის გრძნობა აქვთ ოჯახებისადმი. მაგრამ, საკუთარი ოჯახის შექმნას, სხვისი დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ. საერთოდ, სერიოზულ საქმეში, მათი ნდობა არ შეიძლება – რადგან ამ ნიშნით დაბადებულებს, აქეთ უნდათ დახმარება და გვერდში დგომა.


ფოცხვერი (1961, 1993, 2025, 2057)


ადამიანები, რომლებიც ფოცხვერის წლებში მოევლინნენ ამ ქვეყანას — ნამდვილი ავანტიურისტები არიან. მათთვის ყველაზე მეტად, ხასიათის უეცარი ცვლილება არის დამახასიათებელი: მოსიყვარულე სახლის კატა, მომენტალურად შეიძლება განრისხებულ მტაცებლად იქცეს. ამის გამო, ირგვლივმყოფები სრულ გაურკვევლობაში ვარდებიან და მათთან მეგობრობას ერიდებიან. არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, ისინი ახლობლებსაც აფრთხობენ. სამაგიეროდ, ადამიან-ფოცხვერებს სხვა თვისება ეხმარებათ ყველაზე რთულ სიტუაციაში: მათ შეუძლიათ რამდენიმე წამში მობილიზება და შექმნილ სიტუაციაში ორიენტირება.


ვირი (1962, 1994, 2026, 2058)


ვირის წლებში შრომისმოყვარე და შეუპოვარი ადამიანები იბადებიან. ისინი სერიოზულები, სანდო და მეგობრულები არიან. მაგრამ, თუ მათი თანდასწრებით რამე ცუდი ხდება, არის კამათი, ჩხუბი ან კონფლიქტი – საკუთარ თავში იკეტებიან და ჯიუტდებიან. მათ შეუძლიათ ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს შესრულება: მათთვის ყველაზე მთავარი – კეთილი სიტყვა და სტიმულის მიცემა არის. ამ ადამიანებს რთულ სიტუაციაში გონივრული გადაწყვეტილების მიღება და სირთულეების მშვიდად გადალახვა შეუძლიათ.


თეთრი დათვი (1963, 1995, 2027, 2059)


თეთრი დათვის წელიწადში ძლიერი, ვნებიანი, მოსიყვარულე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან. ისინი ძალიან მომთმენები არიან. თუმცა, მათთან ურთიერთობაში სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, რადგან მოთმინების ფიალა თუ აევსოთ, ისეთივე სახიფათოები ხდებიან, როგორებიც თეთრი დათვები არიან! სამაგიეროდ, ვისაც ადამიანი-თეთრი დათვები ენდობიან, მათთვის საუკეთესო მეგობრები ხდება, ყველაზე ერთგული და მათი უფლებების ყველაზე დიდი დამცველები. ამ ადამიანებს ასევე უყვართ სხვებისთვის მფარველობის გაწევა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ქველმოქმედება ნაყოფიერ “ნიადაგზე" ხვდება.


არწივი (1932, 1964, 1996, 2028)


არწივის წლებში დაბადებულები, ყოველთვის ფიქრობენ, რომ ირგვლივ მყოფებზე მაღლა დგანან. ეს ადამიანები ძალიან ამაყები არიან, ისინი სხვებისგან არისტოკრატული მანერებით და ნებისმიერ საზოგადოებაში თავშეკავებულობით გამოირჩევიან. ჩვეულებრივ, არწივები ნიჭიერი ხელმძღვანელები არიან და თავი ყოველთვის რაინდებივით უჭირავთ. ადამიან-არწივებს ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ დიდი მიღწევების გაკეთება, მთავარია რომ რამით დაინტერესდნენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ყველაზე კარგად მათ გუნდის ჩამოყალიბება და მათი ხელმძღვანელობა ეხერხებათ. და კიდევ, ძალიან კარგი ინტუიცია აქვთ, რაც მომავლის დაგეგმვაში ეხმარებათ.


მელია (1933, 1965, 1997, 2029)


ადამიანები, რომლებივ მელიას წლებში არიან დაბადებულები, – ინტელექტით და ეშმაკობით არიან დაჯილდოვებულები. მათ შეუძლიათ ყველაზე ჩახლართული საქმეების და რთული გამოცანების ამოხსნა. მათი მოწოდება ადვოკატობა არის. ჩვეულებრივ, ამ წლებში დაბადებული ადამიანების ბედი რთული და ჩახლართული არის. მათ შეიძლება ნებისმიერი სახის ცხოვრება ჰქონდეთ – მონოტონურის გარდა! ადამიან-მელიებს სპონტანური სითამამე არ ახასიათებთ, მეტისმეტად წინდახედულები და ეშმაკები არიან. ამასთან, რთული ლაბირინთიდან მხოლოდ თვითონ კი არ გამოდიან, სხვებსაც ეხმარებიან ხაფანგიდან თავის დაღწევაში.


დელფინი (1934, 1966, 1998, 2030)


დელფინის წლებში ფილოსოფოსები იბადებიან. ისინი ძალიან ჭკვიანები და იდუმალებით მოცულები არიან, არასოდეს საუბრობენ თავიაანთი განზრახვების შესახებ. ამავდროულად, ნამდვილი მშვიდობისმყოფელები არიან და ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა. ადამიან-დელფინებს ყველა პრობლემის მოგვარება, ყველაზე დელიკატურად შეუძლიათ. ისინი ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად მოვიდნეენ, მაგრამ ამის დემონსტრირებას არასოდეს ცდილობენ. ამ ნიშნით დაბადებულებს, კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და ზოგიერთი „დელფინი“, შეიძლება, ტელეპატური ნიჭითაც იყოს დაჯილდოვებული.


ტახი (1935, 1967, 1999, 2031)


ადამიანი-ტახები მამაცი და გაბედულები არიან. არასოდეს ცვლიან გადაწყვეტილებას და სიმტკიცით გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ საკუთარი ძალების სწორედ შეფასება და არ უყვართ მისი ტყუილად დახარჯვა. მაგრამ, თუ დარწმუნებულები არიან თავის მიზანში, დიდხანს აღარ ფიქრობენ და ყველაფერს აკეთებენ მის შესასრულებლად. ტახებს ლიდერობა უყვართ და არ ერიდებიან ღია დაპირისპირებას, მტრობასაც კი. მიუხედავად იმისა, რომ თვითდაჯერებულები არიან, ისინი ახლობლების აზრსაც იზიარებენ, ოჯახში და მეგობრებთან თითქმის უსაზღვრო მოთმინებას იჩენენ: ვინც ძვირფასია ტახის ნიშნით დაბადებულებისთვის, შეუძლიათ პრაქტიკულად ყველაფერი აპატიონ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი-ტახი ბობოქარი სულის პატრონია, ის ხელისუფლების მორჩილია, თუ დარწმუნებულია, რომ ის კანონიერია.


ბუ (1936, 1968, 2000, 2032)


ბუს წლებში დაბადებულებს, ჩვეულებრივ, ძალიან უყვართ დღე ძილი, სამაგიეროდ, ღამე აქტიურები არიან. მათ თანდაყოლილი წინასწარმეტყველობის უნარი აქვთ. ასე, რომ, მათთვის მთავარია ენდონ საკუთარ ინტუიციას – შინაგანი ხმის კარნახს. სამწუხაროდ, სწორედ ეს არის მათთვის ყველაზე რთული: ადამიანი-ბუ ყოველთვის, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. გარდა ამისა, ამ ნიშნით დაბადებულები (განსაკუთრებით მამაკაცები) ძალიან გულჩათხრობილები არიან, უჭირთ ახალი ურთიერთობების დაწყება და ოჯახის შექმნა.


მიმინო (1937, 1969, 2001, 2033)


მიმინოს ნიშნით დაბადებულებს უდიდესი საქმეების კეთება შეუძლიათ, მაგრამ ისინი მოუწესრიგებლები და უყურადღებონი არიან. უყვართ თეატრალური ეფექტები და ყველაფრის გადაჭარბება. მაგრამ, კარგი ხელმძღვანელის ხელში, საუკეთესო შემსრულებლები არიან. საჭიროა მათი ცუდი განზრახვების შეკავება და სწორი მიმართულებით წარმართვა. თუმცა, ეს სულაც არ არის ადვილი: ადამიანი-მიმინოები ძალიან ამაყები არიან და ვერ იტანენ, როდესაც სხვები რამეს კარნახობენ.imageimage

არხის სხვა სიახლეები: imageimageimage

1. უცნაური სასჯელი – ქრისტეს მიერ «დაწყევლილი» ადამიანი დღემდე ცოცხალია

2. ყველაზე სასტიკი პაპის ხელდასმით შექმნილი შედევრები. ადამიანი, რომელიც ქრისტეს თანამედროვე გამოსახულების პროტოტიპი იყო
3. ფიზიკური სიკვდილით, ადამიანის არსებობა არა სრულდება... რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის შემდეგ
4. რა უნდა გავაკეთოთ ახალი წლის დადგომამდე, რომ ხარის წელი წარმატებული იყოს

5. ყველაზე გემრიელი ნამცხვრები მოხარშული კრემით

6. ქათმის ხორცის რომელი ნაწილის ჭამა არ შეიძლება და რატომ

1
319
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
2021, 4 იანვარი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1