x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა
როგორც "მთავარი არხი" იუწყება, კორონავირუსის ახალი შტამი ლუგარის ლაბორატორიამ დაადასტურა.


ამირან გამყრელიძის განცხადებით საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე. კორონავირუსის ახალ სახეობას, ბრიტანულ შტამს იმიტომ უწოდებენ, რომ იგი პირველად გასულ კვირას აღმოაჩინეს მეცნიერებმა და გაერთიანებული სამეფოს მაღალჩინოსნებმაც დაადასტურეს მისი არსებობა.


ყველაზე საყურადღებო ფაქტი ამ შტამში არის ის რომ, ის უფრო სწრაფად გავრცელებადი და სწრაფად გადამდები ვირუსია, ვიდრე კოვიდ 19.


ახალი შტამის დაფიქსირების გამო თურქეთის საკონსულომაც გააკეთა განცხადება, რომ ინგლისში დაფიქსირებულ ვირუსის მუტაციური ფორმის SARS-CoV-2-ის შემთხვევების მატების გამო, 2020 წლის 28 დეკემბრიდან უცხოეთიდან საჰაერო გზით, ხოლო 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით თურქეთში შემოსულმა პირებმა ქვეყანაში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული SARS-CoV-2 ტესტის უარყოფითი პასუხი.



სარს კოვიდ 2





0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0