x
image
ლანა92
ჯამბალაია - უგემრიელესი კერძი სოსისით, ბრინჯით, ბულგარული წიწაკითა და პომიდვრით
image


6 ულუფა;

დრო: 1 საათი;

საჭირო ინგრედიენტები:


სოსისი (შებოლილი, ან ჩვეულებრივი) - 400 გრამი;

ბრინჯი - 350 გრამი;

ბოლქვი ხახვი - 1 ცალი;

ბულგარული წიწაკა - 200 გრამი;

პომიდორი - 300 გრამი;

ნიორი - 2 კბილი;

ტომატი -1 სუფრის კოვზი;

მცენარეული ზეთი - 60 მლ.;

ქორფა ოხრახუში - 1 კონა;

მარილი - გემოვნებით;

დაფქული შავი პილპილი (ე.წ. "ჩორნი პერეც" ) - გემრიელად;


ზეთში ააშიშხინეთ თხელ რგოლებად დაჭრილი სოსისები;

ზეთში მოთუშეთ ხახვი;

ხახვიან მასას დაუმატეთ ტკბილი, ანუ ბულგარული წიწაკა (ყვითელი ფერი) და ისევ მოთუშეთ;

მასას დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, ნიორი და ტომატი, მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

დააყარეთ ზეთში შემწვარი სოსისები, ასევე, მოხარშული ბრინჯი. მოურიეთ კერძს და დაუმატეთ ცხელი წყალი. დაუკელით ტემპერატურას ალს, დაახურეთ ტაფას თავსახური და შუშეთ ნელ ცეცხლზე/ ან ტემპერატურაზე.





1
206
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
206
  
2020, 27 დეკემბერი, 3:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1