x
image
ლანა92
მანდარინის ჩიზქეიქი - უფაფუკესი და უგემრიელესი დესერტი
image




8 ულუფა (ნაჭერი);

მომზადების დრო: 1 საათი და 30 წუთი;


საჭირო პროდუქტები:


შავი ორცხობილა - 300 გრამი;

კარაქი- 100 გრამი;

ხაჭო - 350 გრამი;

არაჟანი - 150 გრამი;

შაქარი - 230 გრამი;

სახამებელი - 1.5 სუფრის კოვზი;

კვერცხი - 2 ცალი;


ჟელესათვის:

მანდარინი - 3 ცალი;

წყალი - 150 მლ;

ვანილის შაქარი - 5 გრამი;

სწრაფხსნადი ჟელატინი - 25 გრამი;




მომზადება:


კარგად გარეცხილი მანდარინები დაჭერით კანიანად, დაამატეთ შაქარი (150 გრამი) და ნელ ცეცხლზე ხარშეთ 1 საათის განმავლობაში.

ხაჭო, არაჟანი, დარჩენილი შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ ბლენდერით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაამატეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ.

ორცხობილა დაფშვენით. დაამატეთ გამდნარი კარაქი და აურიეთ ერთმანეთში.

დაფშვნილი ორცხობილა განათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ.

დაადეთ ორცხობილას ბლენდერით ათქვეფილი ხაჭოიანი მასა.

ხაჭოს ჩიზქეიქს ვათავსებთ ღუმელში, რომელიც გახურებულია 160 გრადუსამდე. აცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. ამის მერე გამორთეთ ღუმელი და დატოვეთ იქ ჩიზქეიქი გამოცხობამდე.

მოხარშული მანდარინი ცხლად დააბლენდერეთ. დაამატეთ ვანილი და ჟელატინი. თქვიფეთ, სანამ ჟელატინი მასაში კარგად არ გაიხსნება. დატოვეთ გასაცივებლად.

გაცივებული მანდარინის ჟელე მესამე ფენად დაადეთ ჩიზქეიქს (ანუ ხაჭოს ფენას დაადეთ ზევიდან). ფორმაში გამოყვანილი ჩიზქეიქი დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათით.

მანდარინის ტორტი-ჩიზქეიქი ამოიღეთ ფორმიდან და სადღესასწაულო სუფრაზე გემრიელად მიირთვით!




მოცხარის ჩიზქეიქი

image

მანდარინის ჩიზქეიქის ანალოგიურად შეგიძლიათ, მოამზადოთ მოცხარის ჩიზქეიქიც.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0