x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს ნიგოზს?
image

ახალი წელი ახლოვდება და ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა უხვადაა გაჯერებული ნიგვზისგან მომზადებული კერძებით და ნუგბარით, მაინც რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ბერძნული კაკლის ნაყოფი და ამასთანავე რა ზიანის მოტანა შეუძლია?


სასარგებლო თვისებები:

ნიგოზი შეიცავს დიდი რაოდენობას ვიტამინებს, მიკრო და მაკროელემენტებს, ცხიმოვან მჟავებს, ამინომჟავებს და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებს. ისინი აუცილებელია შინაგანი ორგანოების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის. ნიგოზი აძლიერებს იმუნურ სისტემას, წინააღმდეგობას უწევს ვირუსებს და ინფექციებს; ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებას და ახდენს ანემიის პრევენციას; უმჯობესდება ტვინის აქტივობას, თმის და კანის მდგომარეობას; იწვევს ენერგიის მომატებას, აქტივობას და შრომისუნარიანობის ამაღლებას; ახდენს ორგანიზმში ჰორმონალური დონის ნორმალიზებას, რაც ხელს უშლის ჰორმონზე დამოკიდებული ონკოლოგიური სიმსივნის ჩამოყალიბებას.



ასევე მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიგოზი სასარგებლო გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე. იცავს სტრესისაგან და აგრესიული ქმედებისგან, ის არის დამამშვიდებელი საშუალება და ნერვიულობისგან, შფოთისგან და დეპრესიისგან ათავისუფლებს ადამიანს.



უარყოფითი თვისებები:


მწვავე ალერგიული რეაქცია - ნაყოფი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს, აგრეთვე მცენარეული ცილების მომატებულ კონცენტრაციას. ეს ნივთიერებები პოტენციური ალერგენია - განსაკუთრებით კვებითი ალერგიის რეაქციის მქონე ადამიანებისთვის და ორსული ქალებისთვის.


კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ნაღვლის ბუშტისა და პანკრეასის დაავადებები - ვინაიდან ნიგოზი გრძელვადიანი მონელების პროდუქტებს შორისაა, ამ დაავადების მქონე ადამიანების რაციონიდან მთლიანად გამოირიცხება ნიგოზი.


ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, ნეიროდერმატიტი და სხვა დერმატოლოგიური დაავადებები - აქაც ნიგოზი მთლიანად გამოირიცხება მაღალი მგრძნობიარე (ალერგენული) აქტივობის გამო, რადგან გამონაყარს, სიწითლეს და ქავილის მომატებას იწვევს.

0
184
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0