x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ჩვენ ვსხედვართ და ვღლიცინებთ... ახია ჩვენზე. არ დაგვზოგოთ ბატონო ბიძინ!” – ნახეთ, რა პოსტს ავრცელებს ნინო ჯანგირშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სავაჭრო ცენტრების გახსნასა და ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა იმ ადამიანს მიმართავს ვინც მთელი დღის განმავლობაში, მოლებთან დილის 7 საათზე მისულ მომხმარებელზე საკუთარ ფეისბუქპოსტებში "ღლიცინებს": "არც ის მაინტერესებს ვინ მივიდა მოლში 7 საათზე და არც ის, ვინც იმის დათვლით ერთობა ვინ მივიდა მოლში. ჩვენ ვართ ძალიან უტვინო ხალხი. სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, აი თითქმის ყოველდღე მომდის მეილზე ინფორმაცია იმის შესახებ რამდენი მილიონი გამოგვიყო ევროპამ ეკონომიკის აღსადგენად, ბიზნესისთვის საკრედიტო ხაზებისთვის, კოვიდ19–თან ბრძოლისთვის, (აი, სულ ბოლოს 100 მილიონი ევრო, მანამდე კიდევ უამრავი). ხელისუფლება ხმას არ იღებს ამ ყველაფერზე, ზის ჩუმად და ჭამს ამ ფულს. ჩვენ ვსხედვართ ჩუმად და ვეხვეწებით, სავაჭრო მოლები საღამოს შვიდზე კი არა, რვაზე დახურეო. ბიზნესი აკრძალეს, ადამიანებს ცხოვრება აუკრძალეს, 300 ლარიანი დახმარება გადაუგდეს ორ კაცს, არანაირი კომპენსაცია, არავითარი შეღავათი. ბიზნესი წუწუნებს საწყლად და მორჩა. კი არ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის, ვწუწუნებთ და მოვთქვამთ. გახარიამ გუშინ ისიც კი გაბედა პარლამენტში ერთქვა, რაც არის საგადასახადო შეღავათები უნდა გადავხედოთ და გავაუქმოთო. რატომ არ გაბედავდა? ძალაუფლებაში დავტოვეთ ხელისუფლება, რომელიც პანდემიის დროს გაბედნიერდა და გამდიდრდა, ჯანდაცვა ფეხებზე დაიკიდა, არაფერი არ გააკეთა, მათი ნაძირლობის გამო ახლა გაურკვეველი ვადით ვართ გამოკეტილები. ვაქცინაზე ჯერ არც იფიქროთო. არადა მაქსიმუმ ორ კვირაში შეუძლიათ ვაქცინის შემოტანა რომ მოინდომონ, მაგრამ არ აინტერესებთ. ვინ თხოვს? რატომ შეიწუხებენ თავს? ჩვენ ვსხედვართ და ვღლიცინებთ რაღაც სისულელეებზე. ახია ჩვენზე. უარესის ღირსები ვართ ბატონო ბიძინ. არ დაგვზოგოთ!" - დაწერა ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება სავაჭრო მოლებს შეეხო, თუმცა მათ გარკვეული რეგულაციების დაცვა ევალებათ.






0
239
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
239