x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აზერბაიჯანში მთიან ყარაბაღში, რუსეთის სამშვიდობო ძალების გამნაღმველთა ჯგუფის მეთაური ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა

image მთიან ყარაბაღში შესვლის პირველივე დღიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების საინჟინრო ჯგუფებმა განაღმვითი სამუშაოების ჩატარება დაიწყო. ნაღმები კი სულ რამდენიმე თვის წინ მიმდინარე საომარ მოქმედებებში ბლომად იყო გამოყენებული, თუ აზერბაიჯანულმა დანაყოფებმა მათ მიერ შექმნილი ნაღმური ველები შეტევის დაწყების წინ გაწმინდეს, სომხური მხარე პირიქით, ნაღმური ველების არეალს აფართოებდა.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნაღმი იქნა გამოყენებული ქალაქ შუშას შემოგარენში სომხური მხარის მიერ. სწორედ ამ ნაღმების გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო საერთაშორისო ანტინაღმური ცენტრის რუსული კონტიგენტი, რომელიც უშუალოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება.
რუსული გამნაღმველების ჯგუფი მეთაურის ვიტალი მოროზის ხელმძღვანელობით ანხორციელებდა განაღმვით სამუშაოებს, როცა ჯგუფის მეთაური ნაღმზე აფეთქდა, მძიმედ დაჭრილი ოფიცერი სასწრაფოდ გაიყვანეს ნაღმური ველიდან და პირველადი დახმარების აღმოჩენის მერე გადააფრინეს სამედიცინო დაწესებულებისაკენ, თუმცა მძიმე ჭრილობების გამო ახალგაზრდა ოფიცერი გზაშივე გარდაიცვალა.
ჯგუფის მეთაურის დაღუპვის მიუხედავად განაღმვითი სამუშაოები გრძელდება მთიან ყარაბაღში რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადადგილებას შეუწყობს ხელს.
რუსეთის სამშვიდობო ძალების გამნაღმველი ჯგუფების მიერ უკვე ათეულობით ჰექტარი ტერიტორიაა გაწმენდილი ნაღმებისაგან, აუფეთქებელი ნაღმების, საარტილერიო, სატანკო ჭურვებისაგან და საავიაციო უმართავი რაკეტებისაგან.

P.S
მე არ ვიცი თუ რა გამოცდილება ჰქონდა რუს ოფიცერს განაღმვით ოპერაციებში, მაგრამ ცხადია გამოუცდელს ჯგუფის მეთაურად არ დანიშნავდნენ.
მაშ რასთან გვაქვს საქმე, რატომ უნდა აფეთქებულიყო გამოცდილი გამნაღმველი ნაღმზე?
მიზეზი შეიძლება სულ რამდენიმე იყოს:
1. სიჩქარე, რაც ამ სფეროს არ უყვარს
2. არ გამოვრიცხავ ნაღმი აღჭურვილი ყოფილიყო "ჭკვიანი" ბლოკით, რომელიც ბუნებრივია რუს სამხედროს "მტრად" აღიქვამდა და ნაღმის დეტონაცია ავტომატურად მოხდებოდა.
მიკვირს თუ რატომ არ გამოიყენეს რუსმა სამხედროებმა ასე მასიურად დანაღმულ ზონაში გამნაღმველი რობოტები, რომელთა დეფიციტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნამდვილად არა აქვს.
შეეძლოთ წარმატებით გამოეყენებინათ რობოტი გამნაღმველი "Уран-6".
image


0
237
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
237