x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვიდეო: მაყურებელი შოკში ჩავარდა- "დედოფალმა ელიზაბეტმა" საშობაო სიტყვით გამოსვლისას მაგიდაზე იცეკვა
image




ბრიტანელი ტელემაყურებელი შოკში ჩააგდო ტელეარხ "Channel 4"არხზე "დედოფალ ელიზაბეტ II– ის წინასაშობაო ალტერნატიულმა გამოსვლამ. Daily Mirror– ის თანახმად, ძალიან რეალისტურ ვიდეოში დედოფალი შუა განცხადების დროს მოულოდნელად იწყებს ცეკვას მაგიდაზე.





სინამდვილეში, ელიზაბეტის როლი შეასრულა მსახიობმა დებრა სტივენსონმა - deepfake-ს ტექნოლოგიის, ანუ ეგრეთ წოდებული სახის ტრანსფერის გამოყენებით. (ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე გამოსახულების სინთეზის ტექნიკა).





image





ტელეკომპანიას სურდა იმის დემონსტრირება, თუ როგორ არის შესაძლებელი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით სიცრუის და სიყალბის ჭეშმარიტებად გადმოცემა. ზოგჯერ არ უნდა დაუჯეროთ საკუთარ თვალებს.




image



მე -4 არხზე სიტყვით გამოსვლისას დედოფლის ორეული ამბობს, რომ იგი მადლიერია იმის გამო, რომ მიეცა შესაძლებლობა გამოხატოს ის, რასაც სინამდვილეში ფიქრობს, მათ შორის პრინც გარის და მეგანი მარკლის აშშ-ში გადასვლაზე და მისი შვილის ენდრიუს ირგვლივ ატეხილ სკანდალზე.





"დედოფალი" ასევე ხუმრობს პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონზე, რომელსაც აქვს კორონავირუსი, ის აღნიშნავს "ექთნების გმირობას, რომლებიც მას ეხმარებოდნენ", მიუხედავად იმისა, რომ მათ "ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისგან დაორსულება."



არხი უკვე გააკრიტიკეს მისი უდიდებულესობის უპატივცემულობის გამო.


ჩვეულებრივ, დედოფალი 25 დეკემბერს წინასწარ ჩაწერილი საშობაო სიტყვით გამოდის BBC- სა და ITV- ზე.




0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0